ჯანდაცვის სამინისტრომ 22 წლის მერი ნადირაშვილის მკურნალობა 20 ათასი ევროთი დააფინანსა

ჯანდაცვის სამინისტრომ 22 წლის მერი ნადირაშვილის მკურნალობა 20 ათასი ევროთი დააფინანსა

ჯანდაცვის სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მცხოვრებ 22 წლის მერი ნადირაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის 20 ათასი ევრო გამოუყო. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ ბოდოკიამ განუცხადა.

მერი ნადირაშვილი 3 თვის ორსული იყო, როცა ექიმებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ ის მეუღლემ მიატოვა. ახალგაზრდა ქალს საქართველოში რამდენიმე მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ დედის მდგომარეობა გაუარესდა. ბავშვი ამჟამად 11 თვის არის. ნადირაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია და უკიდურესად უჭირთ. მერი ნადირაშვილს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუმცა ის დანიშნულ მკურნალობას სახლის პირობებში გადის.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამედიცინო მომსახურება სახელმწიფომ სრულად დააფინანსა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და რაც ამ პროგრამით არ ფინანსდებოდა, თამარ ბოდოკიას განცხადებით, თანხა რეფერალური პროგრამიდან გამოიყო.

ოჯახის ინფორმაციით, გოგონას მკურნალობაზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა გერმანულმა კლინიკამ აიღო, ღირებულება კი 28 ათასი ევროა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა