ნიუ-იორკის სასამართლომ რადიკალ მუსლიმ იმამს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ნიუ-იორკის სასამართლომ რადიკალ მუსლიმ იმამს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ნიუ-იორკის სასამართლომ რადიკალ მუსლიმ იმამს აბუ ჰამზას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ აბუ ჰამზა დამნაშავედ ცნო "ალ ქაიდასა" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო. მას ბრალი ედება 1998 წელს იემენში 16 დასავლელი ტურისტის გატაცებაში, ასევე ავღანეთში რეკრუტირებული ტერორისტების გაგზავნაში. გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ჰამზა ორეგონის შტატში ტერორისტების საწვრთნელი ბანაკის შექმნას ცდილობდა. 55 წლის იმამმა 7 წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა, საიდანაც აშშ-ში მისი ექსტრადირება 2012 წელს განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა