ვინსენსის გარეუბანში ამედი კულიბელის მიერ აყვანილი რამდენიმე მძევალი თავისუფალია.
"ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, ორივე ადგილას – ვინსენსის გარეუბანში და დამარტენ-ან-გოელში შტურმი ერთდროულად დაიწყო. სამართალდამცველები ქაშერულ მაღაზიას შტურმით იღებენ.
შეიარაღებული მამაკაცი, სავარაუდოდ, ამედი კულიბელი, ქაშერულ მაღაზიაში რამდენიმე საათის წინ შეიჭრა და ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანა. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი კავშირშია Charlie Hebdo-ს რედაქციაზე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილებთან. თავდამსხმელი სწორედ ძმები კუაშების გათავისუფლებას ითხოვდა.