საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიცრულში მცხოვრებ შვიდშვილიან ოჯახს უამინდობამ პრობლემები შეუქმნა
ფიცრულში მცხოვრებ შვიდშვილიან ოჯახს უამინდობამ პრობლემები შეუქმნა

უა­მინ­დო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ე.წ. ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში.

ბა­თუმ­ში, შვი­დი შვილ­თან და მო­ხუ­ცი დე­დას­თან ერ­თად ფიც­რულ­ში მცხოვ­რე­ბი შოთა ბოლ­ქვა­ძის ოჯა­ხი ბოლო ერთი კვი­რაა შე­შის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. გათ­ბო­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­რეს მათ გუ­შინ­დე­ლი თოვ­ლი­ა­ნი ღა­მეც. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის ბავ­შვე­ბი არც სკო­ლა­ში და­დი­ან და არც ბაღ­ში. მათ ტან­საც­მე­ლი არ აქვთ. ოჯა­ხის უფ­რო­სის გან­ცხა­დე­ბით, მი­სა­მარ­თის ცვლი­ლე­ბის გამო სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაც და­კარ­გეს. ოჯა­ხი ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, ბოლო რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ყო­ფი­ლი 53-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა უნე­ბარ­თვოდ შეჭ­რი­ლი. 10 წევ­რი­ა­ნი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი შოთა ბოლ­ქვა­ძის 300 ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სია.

"შე­შას ძი­რი­თა­დად, მდი­ნა­რის პი­რას ვაგ­რო­ვებ. ფული არას­დროს მყოფ­ნის სა­ყიდ­ლად. ერთ-ერთი შვი­ლი ას­თმი­ა­ნი მყავს და კვი­რა­ში 100 ლა­რის წა­მა­ლი არ ყოფ­ნის. საჭ­მე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო­დან მოგ­ვაქვს და ძი­რი­თა­დად, დღე­ში ერთხელ ვიკ­ვე­ბე­ბით. პა­ტა­რა სამი თვი­საა. არც მის­თვის გვაქვს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი. ჩემი ხელ­ფა­სი რაში გვე­ყო­ფა? სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბაც მოგ­ვიხ­სნეს. სამი თვეა მპირ­დე­ბი­ან - მოგ­ცემ­თო და დღემ­დე ვე­ლო­დე­ბი" - ამ­ბობს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა შოთა ბოლ­ქვა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ფიცრულში მცხოვრებ შვიდშვილიან ოჯახს უამინდობამ პრობლემები შეუქმნა

ფიცრულში მცხოვრებ შვიდშვილიან ოჯახს უამინდობამ პრობლემები შეუქმნა

უამინდობამ პრობლემები შექმნა ე.წ. ოცნების ქალაქში.

ბათუმში, შვიდი შვილთან და მოხუცი დედასთან ერთად ფიცრულში მცხოვრები შოთა ბოლქვაძის ოჯახი ბოლო ერთი კვირაა შეშის გარეშეა დარჩენილი. გათბობის გარეშე გაატარეს მათ გუშინდელი თოვლიანი ღამეც. მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვები არც სკოლაში დადიან და არც ბაღში. მათ ტანსაცმელი არ აქვთ. ოჯახის უფროსის განცხადებით, მისამართის ცვლილების გამო სოციალური დახმარებაც დაკარგეს. ოჯახი ბოლო 8 წლის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, ბოლო რვა თვის განმავლობაში კი ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზეა უნებართვოდ შეჭრილი. 10 წევრიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი შოთა ბოლქვაძის 300 ლარიანი ხელფასია.

"შეშას ძირითადად, მდინარის პირას ვაგროვებ. ფული არასდროს მყოფნის საყიდლად. ერთ-ერთი შვილი ასთმიანი მყავს და კვირაში 100 ლარის წამალი არ ყოფნის. საჭმელი უფასო სასადილოდან მოგვაქვს და ძირითადად, დღეში ერთხელ ვიკვებებით. პატარა სამი თვისაა. არც მისთვის გვაქვს აუცილებელი ნივთები. ჩემი ხელფასი რაში გვეყოფა? სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს. სამი თვეა მპირდებიან - მოგცემთო და დღემდე ველოდები" - ამბობს მრავალშვილიანი მამა შოთა ბოლქვაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია