სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდებოდა, ქართველი წმინდანების შეურაცხმყოფელი კარიკატურები რომ გამოქვეყნებულიყო - ცნობილები რელიგიასა და სიტყვის თავისუფლებაზე
რა მოხდებოდა, ქართველი წმინდანების შეურაცხმყოფელი კარიკატურები რომ გამოქვეყნებულიყო - ცნობილები რელიგიასა და სიტყვის თავისუფლებაზე

საფ­რან­გეთ­ში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის შემ­დეგ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის სა­ხი­ფა­თო ზღვარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა მი­უ­ძღვნა.

გი­ორ­გი თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, იუ­რის­ტი:

"დი­ლი­დან ვფიქ­რობ­დი მიჯ­ნა­ზე სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა­ზე. გა­ვიხ­სე­ნე ევრო სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კა და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. ასე­ვე მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ცენ­ზუ­რის კუ­თხით. ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ე­ბის პრაქ­ტი­კა ამ ქე­ი­სებ­ზე. ვპოს­ტავ ერთ ერთ კა­რი­კა­ტუ­რას, რო­მე­ლიც ფრან­გულ ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა... შე­დე­გე­ბი ყვე­ლამ ვი­ცით. ერთი წა­მით, შე­გიძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თვე­ლი წმინ­და­ნის ან მოქ­მე­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის კა­რი­კა­ტუ­რა ამ სტილ­ში და შე­დე­გე­ბი რაც ამას მოყ­ვე­ბო­და...

ეს ისე, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ კი­დევ ერთხელ დავ­ფიქ­რდეთ, რა გვინ­და, რო­გორ და რა ფა­სად ...

(პი­რა­დად ჩემი აზრი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე იცით, ვინც კარ­გად მიც­ნობთ... ხოლო ვინც არ მიც­ნობთ არც არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ რა­ი­მე აზრი გა­ი­ჩი­ნოთ ამ პოს­ტის წა­კი­თხვის შემ­დეგ)...".

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი:

"და მა­ინც, უნდა დავ­წე­რო, უნდა ვი­კი­თხო:

სად არის ბა­ლან­სი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ადა­მი­ან­თა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას შო­რის? სად არის ზღვა­რი პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლო­ბა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფას შო­რის?

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რაც ამ Charlie Hebdo-ს ქრის­ტი­ა­ნებ­ზე და­უ­ხა­ტავს, მუ­სულ­მან­თა კა­რი­კა­ტუ­რე­ბი სა­ბავ­შვო სა­თა­მა­შოა.

მა­გა­ლი­თად, ვეც­დე­ბი აღვწე­რო "წმინ­და სა­მე­ბის კა­რი­კა­ტუ­რა" , რო­მელ­საც ვერ ვა­კო­პი­რებ რა­ტომ­ღაც:

მამა ღმერ­თს, თეთ­რწვე­რა მო­ხუცს (გვერ­დით ყვე­ლა პერ­სო­ნაჟს აქვს შე­სა­ბა­მი­სი წარ­წე­რე­ბი) უკ­ნი­დან ჟი­მავს ძე ღმერ­თი, რო­მელ­საც თავ­ზე ეკ­ლის გვირ­გვი­ნი ახუ­რავს და ამ დროს უკა­ნა­ლი­დან ყოვ­ლისმხედ­ვე­ლი სუ­ლიწ­მინ­და ეპა­რე­ბა.

ეს ხდე­ბა ევ­რო­პა­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნის გრძნო­ბა­თა და­ცინ­ვა, გა­შარ­ჟე­ბა, მისი გან­სხვა­ვე­ბულ­ბის მო­მე­ტე­ბუ­ლი ხაზ­გას­მა, მისი ფი­ზი­კუ­რი თუ გო­ნებ­რი­ვი დე­ფექ­ტით სარ­გებ­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა - არა­კო­რექ­ტუ­ლად ით­ვლე­ბა.

კარ­გად იცით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფა­ნა­ტი­კო­სე­ბის მი­მართ, არც თვალს ვხუ­ჭავ რე­ლი­გი­ის არა­ერთ ბო­რო­ტე­ბა­ზე და სა­ერ­თოდ, მი­მაჩ­ნია, რომ რე­ლი­გია ადა­მი­ა­ნის­თვის არ­სე­ბობს, და არა - პი­რი­ქით. მაგ­რამ ეს, რაც და­გი­ხა­ტეთ, ჩემ­თვი­საც აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია!

თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?".

ვახო სა­ნა­ია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

სწორ­ხა­ზო­ვან აზ­როვ­ნე­ბა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა არა­ფე­რია. ფორ­მუ­ლე­ბით, დოგმე­ბით, დაშ­ტამ­პუ­ლად. რა­ი­მეს მხო­ლოდ ერთ პრიზ­მა­ში გან­ხილ­ვა. ასეა და მორ­ჩა. ყვე­ლა აზ­რის გარ­კვე­ულ ყა­ლიბ­სა ან იდე­ო­ლო­გი­ურ ჭრილ­ში ჩას­მა. მხო­ლოდ შავი და თეთ­რი. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე­თათ­ვის იარ­ლი­ყე­ბის მი­წე­ბე­ბა. აზ­როვ­ნე­ბის შიში. სა­კუ­თა­რი აზ­რის, თუნ­დაც ის მცდა­რი აღ­მოჩ­ნდეს, თა­ვი­სუფ­ლად გა­მოთ­ქმის შიში იარ­ლი­ყე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით. რა თქმა უნდა, ყვე­ლას არ ეხე­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, უნდა გა­მოვ­ტყდე - ამ სი­ტყვე­ბის და­წე­რა "ფე­ი­ბუ­ქის" სტა­ტუ­სე­ბის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი კი­თხვის გა­მოც­დი­ლე­ბამ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა.

***

1. კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი, რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­დი­ნოს ადა­მი­ან­მა რე­ლი­გი­ის სა­ხე­ლით. ყვე­ლა დიდი ბო­რო­ტე­ბა ხომ სი­ნამ­დვი­ლე­ში რე­ლი­გი­ი­სა და პატ­რი­ო­ტიზ­მის დრო­შით ხდე­ბა. რა­ღა­ცე­ბის არას­წორ და რა­დი­კა­ლურ გა­გე­ბას ან გა­მო­ყე­ნე­ბას კა­ტას­ტრო­ფამ­დე მივ­ყა­ვართ.

2. ახლა უფრო პრო­ზა­უ­ლი სა­კი­თხი: უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში მი­თია. სულ უფრო ვრწმუნ­დე­ბი. ტე­რო­რის­ტებს თით­ქმის ყველ­გან გა­მო­უ­ვი­დათ, სა­დაც მო­ინ­დო­მეს".

და­ვით კოვ­ზი­რი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"ნუ გიკ­ვირთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გი­უ­რი ფა­ნა­ტიზ­მი ჩქეფს, ეს ას­წლი­ა­ნი ძა­ლით ათე­იზ­მის უკუ­რე­აქ­ცი­აა და ნელ-ნელა და­ლაგ­დე­ბა, დრო უნდა.

***

ის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის ყვე­ლა თე­მა­ზე დი­ა­ლო­გი მთავ­რდე­ბა ნაც-ქო­ცი­ა­ნიზ­მზე ლა­პა­რა­კით, კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ პრი­მა­ტე­ბი ვართ, ბი­ო­ლო­გი­ის წიგნ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნის წინა, ოდ­ნავ მოხ­რი­ლი ტი­პე­ბი, სავ­სე­ე­ბი ზი­ზღით".

გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი:

"მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რე­ბის და­ხატ­ვა და ამით მუ­სულ­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამაზ­რზე­ნი საქ­ცი­ე­ლი და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქ არა­ფერ შუ­ა­შია. ტე­რო­რიზ­მი სა­ში­ნე­ლე­ბაა და ამას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს, მაგ­რამ, რო­დე­საც შენს ქვე­ყა­ნა­ში 11 მი­ლი­ო­ნი მუ­სულ­მა­ნი ცხოვ­რობს, ცოტა ტვი­ნი უნდა გა­ან­ძრიო და ამ­დენ ადა­მი­ანს სულ­ში არ უნდა ჩა­ა­ფურ­თხო.

***

ვი­საც გო­ნია, რომ ჩემი წინა სტა­ტუ­სით, ირი­ბად ტე­რო­რიზმს და ძა­ლა­დო­ბას ვა­მარ­თლებ, მინ­და გი­თხრათ, რომ ეს ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ცოტა სა­სა­ცი­ლოა ამის და­წე­რა რომ მი­წევს. არც მკვე­ლო­ბა­სა და კა­რი­კა­ტუ­რებს ვა­ყე­ნებ ერთ სიბ­რტყე­ზე. უბ­რა­ლოდ ვამ­ბობ, რომ ადა­მი­ნე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ არის ლა­მა­ზი. მრწამ­სის შე­უ­რა­ცხყო­ფა კი იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. რა თქმა უნდა სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ტე­რაქ­ტი არის სა­ში­ნე­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, არას­წო­რი სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია პირ­ვე­ლად აქტს არ ამარ­თლებს. ეს არის და ეს. ძა­ლი­ან მარ­ტივ რა­მეს ვამ­ბობ.

***

ვინც ღმერ­თის სა­ხე­ლით კლავს, მას სი­ნამ­დვი­ლე­ში ღმერ­თის არ წამს. ესე­თი ადა­მა­ი­ნე­ბი თა­ვი­ან­თი კომ­პლექ­სე­ბის და აგ­რე­სი­ის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლო­ბენ. არა მგო­ნია ქრის­ტეს რა­მე­ნა­ი­რი მკვლე­ლო­ბა ან ძა­ლა­დო­ბა გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა. გა­იხ­სე­ნეთ სა­ხა­რე­ბი­დან მო­მენ­ტი, რო­დე­საც პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლი, ერთ-ერთ ადა­მი­ანს, იესო ქრის­ტეს შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, ყურს მო­აჭ­რის და ამ დროს რო­გორ გა­კი­ცხავს მას მა­ცხო­ვა­რი. ძა­ლა­დო­ბა არაფ­რის პა­სუ­ხი არ არის. ღმერ­თის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა მხო­ლოდ თა­ვის გა­მარ­თლე­ბის უსუ­რი მო­მენ­ტია და მეტი არა­ფე­რი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ფრან­გუ­ლი ტე­რაქ­ტის რუ­სულ კვალ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ

ნა­ხეთ|ყვე­ლა­ფე­რი Charlie Hebdо-ს შე­სა­ხებ: წარ­სუ­ლი, სა­მიზ­ნე­ში ამო­ღე­ბუ­ლი სა­ტი­რა და ტე­რაქ­ტი რე­დაქ­ცი­ა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა მოხდებოდა, ქართველი წმინდანების შეურაცხმყოფელი კარიკატურები რომ გამოქვეყნებულიყო - ცნობილები რელიგიასა და სიტყვის თავისუფლებაზე

რა მოხდებოდა, ქართველი წმინდანების შეურაცხმყოფელი კარიკატურები რომ გამოქვეყნებულიყო - ცნობილები რელიგიასა და სიტყვის თავისუფლებაზე

საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სახიფათო ზღვარს სოციალურ ქსელში პოსტი არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიუძღვნა.

გიორგი თუმანიშვილი, იურისტი:

"დილიდან ვფიქრობდი მიჯნაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიური გრძნობების ურთიერთმიმართებაზე. გავიხსენე ევრო სასამართლოს პრაქტიკა და სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა. ასევე მოქმედი რეგულაციები ხელოვნების ნაწარმოებების ცენზურის კუთხით. ასევე საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა ამ ქეისებზე. ვპოსტავ ერთ ერთ კარიკატურას, რომელიც ფრანგულ ჟურნალში გამოქვეყნდა... შედეგები ყველამ ვიცით. ერთი წამით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ქართულ სინამდვილეში ქართული რეალობიდან გამომდინარე, ქართველი წმინდანის ან მოქმედი სასულიერო პირის კარიკატურა ამ სტილში და შედეგები რაც ამას მოყვებოდა...

ეს ისე, მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა გვინდა, როგორ და რა ფასად ...

(პირადად ჩემი აზრი ამ ყველაფერზე იცით, ვინც კარგად მიცნობთ... ხოლო ვინც არ მიცნობთ არც არის აუცილებელი, რომ რაიმე აზრი გაიჩინოთ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ)...".

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"და მაინც, უნდა დავწერო, უნდა ვიკითხო:

სად არის ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის? სად არის ზღვარი პოლიტკორექტულობასა და შეურაცხყოფას შორის?

შეგახსენებთ, რომ რაც ამ Charlie Hebdo-ს ქრისტიანებზე დაუხატავს, მუსულმანთა კარიკატურები საბავშვო სათამაშოა.

მაგალითად, ვეცდები აღვწერო "წმინდა სამების კარიკატურა" , რომელსაც ვერ ვაკოპირებ რატომღაც:

მამა ღმერთს, თეთრწვერა მოხუცს (გვერდით ყველა პერსონაჟს აქვს შესაბამისი წარწერები) უკნიდან ჟიმავს ძე ღმერთი, რომელსაც თავზე ეკლის გვირგვინი ახურავს და ამ დროს უკანალიდან ყოვლისმხედველი სულიწმინდა ეპარება.

ეს ხდება ევროპაში, სადაც ადამიანის გრძნობათა დაცინვა, გაშარჟება, მისი განსხვავებულბის მომეტებული ხაზგასმა, მისი ფიზიკური თუ გონებრივი დეფექტით სარგებლობა და საკუთარი უპირატესობის დაფიქსირება - არაკორექტულად ითვლება.

კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ფანატიკოსების მიმართ, არც თვალს ვხუჭავ რელიგიის არაერთ ბოროტებაზე და საერთოდ, მიმაჩნია, რომ რელიგია ადამიანისთვის არსებობს, და არა - პირიქით. მაგრამ ეს, რაც დაგიხატეთ, ჩემთვისაც აღმაშფოთებელია!

თქვენ როგორ ფიქრობთ?".

ვახო სანაია, ჟურნალისტი:

სწორხაზოვან აზროვნებაზე საშინელება არაფერია. ფორმულებით, დოგმებით, დაშტამპულად. რაიმეს მხოლოდ ერთ პრიზმაში განხილვა. ასეა და მორჩა. ყველა აზრის გარკვეულ ყალიბსა ან იდეოლოგიურ ჭრილში ჩასმა. მხოლოდ შავი და თეთრი. განსხვავებული აზრის მქონეთათვის იარლიყების მიწებება. აზროვნების შიში. საკუთარი აზრის, თუნდაც ის მცდარი აღმოჩნდეს, თავისუფლად გამოთქმის შიში იარლიყების თავიდან აცილების მიზნით. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, უნდა გამოვტყდე - ამ სიტყვების დაწერა "ფეიბუქის" სტატუსების რამდენიმეწლიანი კითხვის გამოცდილებამ გადამაწყვეტინა.

***

1. კიდევ ერთი მაგალითი, რა შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა რელიგიის სახელით. ყველა დიდი ბოროტება ხომ სინამდვილეში რელიგიისა და პატრიოტიზმის დროშით ხდება. რაღაცების არასწორ და რადიკალურ გაგებას ან გამოყენებას კატასტროფამდე მივყავართ.

2. ახლა უფრო პროზაული საკითხი: უსაფრთხოების სისტემები მთელ მსოფლიოში მითია. სულ უფრო ვრწმუნდები. ტერორისტებს თითქმის ყველგან გამოუვიდათ, სადაც მოინდომეს".

დავით კოვზირიძე, ტელეწამყვანი:

"ნუ გიკვირთ, რომ საქართველოში რელიგიური ფანატიზმი ჩქეფს, ეს ასწლიანი ძალით ათეიზმის უკურეაქციაა და ნელ-ნელა დალაგდება, დრო უნდა.

***

ის, რომ ამ ქვეყანაში თითქმის ყველა თემაზე დიალოგი მთავრდება ნაც-ქოციანიზმზე ლაპარაკით, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პრიმატები ვართ, ბიოლოგიის წიგნში გამოსახული ადამიანის წინა, ოდნავ მოხრილი ტიპები, სავსეები ზიზღით".

გიორგი ზურაბიშვილი, სპორტული კომენტატორი:

"მუჰამედის კარიკატურების დახატვა და ამით მუსულმანური რელიგიისთვის შეურაცხყოფის მიყენება არის აბსოლუტურად ამაზრზენი საქციელი და სიტყვის თავისუფლება აქ არაფერ შუაშია. ტერორიზმი საშინელებაა და ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ, როდესაც შენს ქვეყანაში 11 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს, ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო და ამდენ ადამიანს სულში არ უნდა ჩააფურთხო.

***

ვისაც გონია, რომ ჩემი წინა სტატუსით, ირიბად ტერორიზმს და ძალადობას ვამართლებ, მინდა გითხრათ, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. ცოტა სასაცილოა ამის დაწერა რომ მიწევს. არც მკველობასა და კარიკატურებს ვაყენებ ერთ სიბრტყეზე. უბრალოდ ვამბობ, რომ ადამინების შეურაცხყოფა არ არის ლამაზი. მრწამსის შეურაცხყოფა კი იგივე ადამიანების შეურაცხყოფაა. რა თქმა უნდა საპასუხო ქმედება და ნებისმიერი ძალადობა, განსაკუთრებით ტერაქტი არის საშინელება. უბრალოდ, არასწორი საპასუხო რეაქცია პირველად აქტს არ ამართლებს. ეს არის და ეს. ძალიან მარტივ რამეს ვამბობ.

***

ვინც ღმერთის სახელით კლავს, მას სინამდვილეში ღმერთის არ წამს. ესეთი ადამაინები თავიანთი კომპლექსების და აგრესიის გამართლებას ცდილობენ. არა მგონია ქრისტეს რამენაირი მკვლელობა ან ძალადობა გაემართლებინა. გაიხსენეთ სახარებიდან მომენტი, როდესაც პეტრე მოციქული, ერთ-ერთ ადამიანს, იესო ქრისტეს შეურაცხყოფისთვის, ყურს მოაჭრის და ამ დროს როგორ გაკიცხავს მას მაცხოვარი. ძალადობა არაფრის პასუხი არ არის. ღმერთის სახელის ხსენება მხოლოდ თავის გამართლების უსური მომენტია და მეტი არაფერი.

ასევე დაგაინტერესებთ| ფრანგული ტერაქტის რუსულ კვალზე ალაპარაკდნენ

ნახეთ|ყველაფერი Charlie Hebdо-ს შესახებ: წარსული, სამიზნეში ამოღებული სატირა და ტერაქტი რედაქციაში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს