ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის შსს-ში საგანგებო სხდომას ესწრება

ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის შსს-ში საგანგებო სხდომას ესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა, სადაც საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი, შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები იღებენ. პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში საფრანგეთის პოლიცია Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სამძებრო ოპერაციას ატარებს. პოლიციელები მანქანას დაედევნენ, რომლებშიც ერთ-ერთი ვერსიით, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ. თავდამსხმელები ერთ-ერთ კომპანიის ოფისში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს. ოპერაციის მიმდინარეობაში ვერტმფრენები ჩაერთნენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა