პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ჯანსაღი დიეტა ენდროკრინოლოგისგან, რომელსაც წონის რეგულირებას უამრავი ცნობილი ქართველი ანდობს
3 ჯანსაღი დიეტა ენდროკრინოლოგისგან, რომელსაც წონის რეგულირებას უამრავი ცნობილი ქართველი ანდობს

სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა და­ცა­რი­ე­ლე­ბულ სა­ფუ­ლეს­თან ერ­თად მო­მა­ტე­ბუ­ლი წო­ნაა. ზოგი ვარ­ჯიშს ამ­ჯო­ბი­ნებს ძვე­ლი წო­ნის და­საბ­რუ­ნებ­ლად, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კვლე­ვე­ბით, ვარ­ჯი­შის შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად უმე­ტე­სი დატ­ვირ­თვა მა­ინც სწო­რად კვე­ბას ენი­ჭე­ბა. ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა მთელ მსოფ­ლი­ოს აწუ­ხებს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის 21-ე სა­უ­კუ­ნის ეპი­დე­მი­ად ით­ვლე­ბა. პრო­ფე­სო­რი ლაშა უჩა­ვა თბი­ლის­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ენ­დროკ­რი­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი წო­ნის და­რე­გუ­ლი­რე­ბას უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ან­დობს.

- ლაშა, რა იწ­ვევს ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბას?

- სიმ­სუქ­ნე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რო­გორც კვე­ბას­თან, ასე­ვე ჰორ­მო­ნულ დარ­ღვე­ვას­თან. თუ გე­ნე­ტი­კუ­რად დევს ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი ადა­მი­ან­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ამის მი­ხედ­ვით მკურ­ნა­ლო­ბა. ჭარ­ბი წონა პირ­ველ რიგ­ში კვე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და თუ კვე­ბას და­ვა­რე­გუ­ლი­რებთ, ეს და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. თუმ­ცა არის ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც კვე­ბის შემ­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წო­ნა­ში კლე­ბას არ უწყობს ხელს. ამ დროს სა­ჭი­როა მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექიმ­თან ვი­ზი­ტი. თუ გე­ნე­ტი­კუ­რია ეს, კვე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა, რად­გან გე­ნე­ტი­კის ცვლი­ლე­ბა არ ხდე­ბა.

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თვლის, რომ შიმ­ში­ლი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა წო­ნის და­საკ­ლე­ბად...

- ჩვენ­თან არაა კულ­ტუ­რა, რომ პა­ცი­ენ­ტმა ენ­დროკ­რი­ნო­ლოგს მი­მარ­თოს, ურ­ჩევ­ნია იშიმ­ში­ლოს და ინ­ტერ­ნეტ­ში ნა­ხოს დი­ე­ტა. შიმ­ში­ლით უფრო მეტი ზი­ა­ნი ად­გე­ბა ორ­გა­ნიზმს, ვიდ­რე კვე­ბით. შიმ­ში­ლის მერე ჭა­მას როცა იწყე­ბენ, გულს ირე­ვენ და ა.შ. საკ­ვე­ბი რომ არ შე­ი­წო­ვოს ორ­გა­ნიზ­მმა, ეს არის ბუ­ლე­მია და ამას მოყ­ვე­ბა ანო­რექ­სია, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. თა­ვი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ირე­ვენ გულს და მერე ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ ით­ვი­სებს საკ­ვებს და ასე ყა­ლიბ­დე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა. სიმ­სუქ­ნეს­თან ბრძო­ლა უფრო ად­ვი­ლია, ვიდ­რე ანო­რექ­სი­ას­თან და ბუ­ლე­მი­ას­თან. მხო­ლოდ კვე­ბის მო­წეს­რი­გე­ბით ანო­რექ­სი­ას ვერ და­ვა­მარ­ცხებთ. მთა­ვა­რია ინ­ტენ­სი­უ­რი ფსი­ქო­თე­რა­პია.

- ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა რისი ბრა­ლია?

- ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს 21-ე სა­უ­კუ­ნის ეპი­დე­მი­ად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მომ­რავ­ლე­ბამ, და­ბინ­ძუ­რე­ბულ­მა გა­რე­მომ, ნახ­შირ­წყლე­ბით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბის მირ­თმე­ვამ გა­მო­იწ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა აჩ­ქარ­და და ჯან­სა­ღად ვერ ვიკ­ვე­ბე­ბით. არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა რძის პრო­დუქტსა და ცო­მე­ულს შო­რის. ეს არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლის ბრა­ლია. ასე­ვე და­ბა­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ფე­ხით არა­ვინ და­დის. ევ­რო­კავ­შირ­მა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და თუ 90-იან წლე­ბამ­დე მე-19 მე-20 ად­გილ­ზე ვი­ყა­ვით სიმ­სუქ­ნის შემ­თხვე­ვე­ბით ევ­რო­პა­ში, დღეს ათე­ულ­ში ვართ.

- რა რჩე­ვებს მის­ცემთ ჭარ­ბწო­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს წო­ნის და­საკ­ლე­ბად?

- დღის მან­ძილ­ზე 4-5-ჯერ უნდა ვიკ­ვე­ბოთ. კვე­ბა უნდა იყოს ჯე­რა­დი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის მი­ღე­ბა, შე­ზღუ­დუ­ლი უნდა იყოს შა­ქა­რი და მა­რი­ლი, ნორ­მა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა რომ მო­ა­ხერ­ხოს ორ­გა­ნიზ­მმა. 20-30 წუთი უნდა ვი­სე­ირ­ნოთ ფე­ხით. კვე­ბამ­დე უნდა დავ­ლი­ოთ წყა­ლი, ის კუჭს ამ­ზა­დებს საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბის­თვის. თუ მოგ­ვწყურ­დე­ბა კვე­ბის დროს უნდა დავ­ლი­ოთ წყა­ლი, მაგ­რამ ზედ­მე­ტად მა­რი­ლი­ან საკ­ვებ­თან ერ­თად არა. რად­გან ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი იკა­ვებს სი­თხეს და ტოქ­სი­ნე­ბის და შლა­კე­ბის გა­რეთ გა­მოს­ვლა არ ხდე­ბა.

- მარ­თლა იწ­ვევს უძი­ლო­ბა წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბას?

- თუ ძი­ლის პრო­ცე­სი დარ­ღვე­უ­ლია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სია ორ­გა­ნიზ­მში და დღის მან­ძილ­ზე ნორ­მა­ლურ მე­ტა­ბო­ლიზმს ვერ გა­ნიც­დის ორ­გა­ნიზ­მი. ეს კი ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში რა­ღაც სიმპტო­მე­ბით შე­იძ­ლე­ბა ვერ მივ­ხვდეთ, რა ზი­ა­ნი მო­აქვს ამას, მაგ­რამ 35 წლის ზე­მოთ მო­აქვს თა­ვი­სი შე­დე­გი. ძილი აუ­ცი­ლე­ბე­ლია წო­ნის კლე­ბის­თვის. გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და სიმ­სივ­ნე, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია არას­წორ კვე­ბას­თან და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან. ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა იწ­ვევს ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს, უნა­ყო­ფო­ბას, ეს თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკ­ში და­კავ­ში­რე­ბულ არას­წორ კვე­ბას­თან და ცხოვ­რე­ბის წეს­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დღის მან­ძილ­ზე 200 გრა­მი ხორ­ცის მი­ღე­ბა წო­ნის და­საკ­ლე­ბად?

- ცი­ლე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხორ­ცი, ხორ­ცში არის ისე­თი 9 ამი­ნომ­ჟა­ვა, რომ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა ორ­გა­ნიზმს არ შე­უძ­ლია. ეს სა­ჭი­როა ჰორ­მო­ნე­ბის წარ­მოქ­მნის­თვის, კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის­თვის. ცი­ლებს სატ­რან­სპორ­ტო ფუნ­ქცია აქვთ ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ერთი ნივ­თი­ე­რე­ბა მე­ო­რე­ში გა­და­აქვთ. რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ასე­ვე ნა­ხე­ვა­რი ლიტ­რი კე­ფი­რის ან იო­გურ­ტის მი­ღე­ბა, ეს კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ე.წ. მო­ნო­დი­ე­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ათ დღე­ზე მეტ­ხანს არ შე­იძ­ლე­ბა. ამ დროს ხდე­ბა უჯრე­დუ­ლი გა­მო­ფიტ­ვა და ეტა­პობ­რი­ვად უნდა მი­ვა­წო­დოთ საკ­ვე­ბი ორ­გა­ნიზმს. როცა სწრა­ფად მი­აწ­ვდი საკ­ვებს, უნდა თუ არა ყვე­ლა­ფერს ით­ვი­სებს. ორ­გა­ნიზ­მი ჭკვი­ა­ნია, როცა მი­ვირ­თმევთ საკ­ვებს, ორ­გა­ნიზმს თუ არ სჭირ­დე­ბა კალ­ცი ან სხვა ნივ­თი­ე­რე­ბა, ის სის­ხლში რჩე­ბა და არ შე­ი­წოვს. გა­მო­ფი­ტუ­ლი ორ­განზმი კი ამას ვერ გან­სა­ზღვრავს და ყვე­ლა­ფერს ღრუ­ბე­ლი­ვით ის­რუ­ტავს, რაც იწ­ვევს წო­ნის მო­მა­ტე­ბას. ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის დი­ე­ტე­ბი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში დევს, არაა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი ყვე­ლამ და­იც­ვას, რად­გან ის კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წეს­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. დი­ე­ტის დროს ადა­მი­ა­ნებს ვი­ტა­მი­ნებ­საც ვუ­ნიშ­ნავთ, მაგ­რამ წი­ნას­წარ ხდე­ბა მისი გა­მოკ­ვლე­ვა, რად­გან თუ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არის მიდ­რე­კი­ლე­ბა სიმ­სივ­ნის­კენ, ვი­ტა­მი­ნე­ბი აჩ­ქა­რებს პრო­ცესს, ამი­ტომ სწო­რად უნდა იქ­ნეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი. ერთხელ მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ზი­ტი ენ­დროკ­რი­ნო­ლოგ­თან და რაც მთა­ვა­რია, გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ზო­მი­ე­რი და სწო­რი კვე­ბა.

ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი კვე­ბა ჯან­მრთე­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის

9 სთ - 1 ნა­ჭე­რი პური + 1 ნა­ჭე­რი ყვე­ლი + 1 ც კვერ­ცხი + 1 ჭიქა ფრე­ში.

12 სთ - 250 გრ ხილი ან რძის პრო­დუქ­ტი. 15 სთ - 200 გრ ხორ­ცი + 250 გრ ბოსტნე­უ­ლი + 1 ნა­ჭე­რი ყვე­ლი + 1 ნა­ჭე­რი პური 18 სთ - 250 გრ ხილი 20 სთ - 250 გრ რძის პრო­დუქ­ტი ან ბოსტნე­უ­ლი

სა­სურ­ვე­ლია ყვე­ლა­ფე­რი მომ­ზად­დეს უშაქ­როდ და უმა­რი­ლოდ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მუმ 2 ლიტ­რი სი­თხე. შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ 2-3 ს.კ მცე­ნა­რე­უ­ლი ზეთი.

სა­მარ­ხვო - ჯან­მრთე­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის

9 სთ - 3 ს.კ ჰერ­კუ­ლე­სი + 150 გრ ხილი 12 სთ - 250 გრ ხილი 15 სთ - 250 გრ თევ­ზი ან 150 გრ სოკო + 300 გრ ბოსტნე­უ­ლი + 2 ნა­ჭე­რი პური + მწვა­ნი­ლე­ბი 18 სთ - 250 გრ ხილი 20 სთ - 4 ს.კ უკვე მო­ხარ­შუ­ლი წი­წი­ბუ­რა + 200 გრ ბოსტნე­უ­ლი

მო­ნო­დი­ე­ტა

ყო­ველ­დღი­უ­რად 0.5 ლიტ­რი იო­გურ­ტი

I-III დღე - 300 გრ ხორ­ცი + 300 გრ ხაჭო + 100 გრ ყვე­ლი + 0.5 კგ კიტ­რი + სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბი

IV-VI დღე _ 0.5 კგ კარ­ტო­ფი­ლი + 3 ც სტა­ფი­ლო + 0.5 კგ კიტ­რი + 5 ს.კ სი­მინ­დი + მწვა­ნი­ლე­ბი + 1 ც ბულ­გა­რუ­ლი წი­წი­კა

VII-IX დღე - 1.5 კგ ხილი

ყვე­ლა­ფე­რი მზად­დე­ბა უშაქ­როდ და უმა­რი­ლოდ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მუმ 1,5 ლიტ­რი სი­თხე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

3 ჯანსაღი დიეტა ენდროკრინოლოგისგან, რომელსაც წონის რეგულირებას უამრავი ცნობილი ქართველი ანდობს

3 ჯანსაღი დიეტა ენდროკრინოლოგისგან, რომელსაც წონის რეგულირებას უამრავი ცნობილი ქართველი ანდობს

საახალწლო დღესასწაულების შემდეგ მთავარი პრობლემა დაცარიელებულ საფულესთან ერთად მომატებული წონაა. ზოგი ვარჯიშს ამჯობინებს ძველი წონის დასაბრუნებლად, თუმცა სპეციალისტების კვლევებით, ვარჯიშის შემთხვევაში სასურველი შედეგის მისაღებად უმეტესი დატვირთვა მაინც სწორად კვებას ენიჭება. ჭარბწონიანობის პრობლემა მთელ მსოფლიოს აწუხებს და როგორც ამბობენ, ის 21-ე საუკუნის ეპიდემიად ითვლება. პროფესორი ლაშა უჩავა თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ენდროკრინოლოგია, რომელსაც საკუთარი წონის დარეგულირებას უამრავი ცნობილი ადამიანი ანდობს.

- ლაშა, რა იწვევს ჭარბწონიანობას?

- სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და დაკავშირებულია როგორც კვებასთან, ასევე ჰორმონულ დარღვევასთან. თუ გენეტიკურად დევს ჰორმონალური დარღვევები ადამიანში, აუცილებელია გარკვეული გამოკვლევების ჩატარება და ამის მიხედვით მკურნალობა. ჭარბი წონა პირველ რიგში კვებასთან არის დაკავშირებული და თუ კვებას დავარეგულირებთ, ეს დარეგულირდება. თუმცა არის ჰორმონალური დარღვევები, რომელიც კვების შემცირების მიუხედავად, წონაში კლებას არ უწყობს ხელს. ამ დროს საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა, ამიტომ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. თუ გენეტიკურია ეს, კვებით რეგულირდება, რადგან გენეტიკის ცვლილება არ ხდება.

- ბევრი ადამიანი თვლის, რომ შიმშილი საუკეთესო საშუალებაა წონის დასაკლებად...

- ჩვენთან არაა კულტურა, რომ პაციენტმა ენდროკრინოლოგს მიმართოს, ურჩევნია იშიმშილოს და ინტერნეტში ნახოს დიეტა. შიმშილით უფრო მეტი ზიანი ადგება ორგანიზმს, ვიდრე კვებით. შიმშილის მერე ჭამას როცა იწყებენ, გულს ირევენ და ა.შ. საკვები რომ არ შეიწოვოს ორგანიზმმა, ეს არის ბულემია და ამას მოყვება ანორექსია, რომელიც სიკვდილით მთავრდება. თავიდან სპეციალურად ირევენ გულს და მერე ორგანიზმი ვეღარ ითვისებს საკვებს და ასე ყალიბდება ეს დაავადება. სიმსუქნესთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე ანორექსიასთან და ბულემიასთან. მხოლოდ კვების მოწესრიგებით ანორექსიას ვერ დავამარცხებთ. მთავარია ინტენსიური ფსიქოთერაპია.

- ჭარბწონიანობა რისი ბრალია?

- ჭარბწონიანობა მთელი მსოფლიოს 21-ე საუკუნის ეპიდემიად არის გამოცხადებული. სწრაფი კვების ობიექტების მომრავლებამ, დაბინძურებულმა გარემომ, ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მირთმევამ გამოიწვია ეს ყველაფერი. 21-ე საუკუნეში ჩვენი ცხოვრება აჩქარდა და ჯანსაღად ვერ ვიკვებებით. არჩევანის გაკეთება ყოველთვის შეიძლება რძის პროდუქტსა და ცომეულს შორის. ეს არასწორი ცხოვრების სტილის ბრალია. ასევე დაბალია ფიზიკური აქტივობა, ფეხით არავინ დადის. ევროკავშირმა კვლევა ჩაატარა და თუ 90-იან წლებამდე მე-19 მე-20 ადგილზე ვიყავით სიმსუქნის შემთხვევებით ევროპაში, დღეს ათეულში ვართ.

- რა რჩევებს მისცემთ ჭარბწონიან ადამიანებს წონის დასაკლებად?

- დღის მანძილზე 4-5-ჯერ უნდა ვიკვებოთ. კვება უნდა იყოს ჯერადი და დაბალანსებული, აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება, შეზღუდული უნდა იყოს შაქარი და მარილი, ნორმალური ნივთიერებათა ცვლა რომ მოახერხოს ორგანიზმმა. 20-30 წუთი უნდა ვისეირნოთ ფეხით. კვებამდე უნდა დავლიოთ წყალი, ის კუჭს ამზადებს საკვების მონელებისთვის. თუ მოგვწყურდება კვების დროს უნდა დავლიოთ წყალი, მაგრამ ზედმეტად მარილიან საკვებთან ერთად არა. რადგან ამ დროს ორგანიზმი იკავებს სითხეს და ტოქსინების და შლაკების გარეთ გამოსვლა არ ხდება.

- მართლა იწვევს უძილობა წონაში მომატებას?

- თუ ძილის პროცესი დარღვეულია ჰორმონალური დისბალანსია ორგანიზმში და დღის მანძილზე ნორმალურ მეტაბოლიზმს ვერ განიცდის ორგანიზმი. ეს კი ადამიანის გარეგნობაზეც აისახება. ახალგაზრდა ასაკში რაღაც სიმპტომებით შეიძლება ვერ მივხვდეთ, რა ზიანი მოაქვს ამას, მაგრამ 35 წლის ზემოთ მოაქვს თავისი შედეგი. ძილი აუცილებელია წონის კლებისთვის. გაახალგაზრდავდა სიმსივნე, რაც დაკავშირებულია არასწორ კვებასთან და ფიზიკური აქტივობის შემცირებასთან. ჭარბწონიანობა იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, უნაყოფობას, ეს თინეიჯერულ ასაკში დაკავშირებულ არასწორ კვებასთან და ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული.

- რატომ არის აუცილებელი დღის მანძილზე 200 გრამი ხორცის მიღება წონის დასაკლებად?

- ცილები უნდა მივიღოთ დაბალანსებულად და აუცილებელია ხორცი, ხორცში არის ისეთი 9 ამინომჟავა, რომლის გამომუშავება ორგანიზმს არ შეუძლია. ეს საჭიროა ჰორმონების წარმოქმნისთვის, კუნთოვანი ქსოვილისთვის. ცილებს სატრანსპორტო ფუნქცია აქვთ ორგანიზმისთვის, ერთი ნივთიერება მეორეში გადააქვთ. რეკომენდირებულია ასევე ნახევარი ლიტრი კეფირის ან იოგურტის მიღება, ეს კუჭნაწლავის ტრაქტის გაძლიერებისთვისაა აუცილებელი. ე.წ. მონოდიეტების გაგრძელება ათ დღეზე მეტხანს არ შეიძლება. ამ დროს ხდება უჯრედული გამოფიტვა და ეტაპობრივად უნდა მივაწოდოთ საკვები ორგანიზმს. როცა სწრაფად მიაწვდი საკვებს, უნდა თუ არა ყველაფერს ითვისებს. ორგანიზმი ჭკვიანია, როცა მივირთმევთ საკვებს, ორგანიზმს თუ არ სჭირდება კალცი ან სხვა ნივთიერება, ის სისხლში რჩება და არ შეიწოვს. გამოფიტული ორგანზმი კი ამას ვერ განსაზღვრავს და ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს, რაც იწვევს წონის მომატებას. ცნობილი ვარსკვლავების დიეტები, რომელიც ინტერნეტში დევს, არაა რეკომენდირებული ყველამ დაიცვას, რადგან ის კონკრეტული ადამიანის ცხოვრების წესზეა მორგებული. დიეტის დროს ადამიანებს ვიტამინებსაც ვუნიშნავთ, მაგრამ წინასწარ ხდება მისი გამოკვლევა, რადგან თუ ადამიანის ორგანიზმში არის მიდრეკილება სიმსივნისკენ, ვიტამინები აჩქარებს პროცესს, ამიტომ სწორად უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველა დეტალი. ერთხელ მაინც აუცილებელია ვიზიტი ენდროკრინოლოგთან და რაც მთავარია, გაჯერებული, ზომიერი და სწორი კვება.

ფიზიოლოგიური კვება ჯანმრთელი პირებისათვის

9 სთ - 1 ნაჭერი პური + 1 ნაჭერი ყველი + 1 ც კვერცხი + 1 ჭიქა ფრეში.

12 სთ - 250 გრ ხილი ან რძის პროდუქტი. 15 სთ - 200 გრ ხორცი + 250 გრ ბოსტნეული + 1 ნაჭერი ყველი + 1 ნაჭერი პური 18 სთ - 250 გრ ხილი 20 სთ - 250 გრ რძის პროდუქტი ან ბოსტნეული

სასურველია ყველაფერი მომზადდეს უშაქროდ და უმარილოდ, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი სითხე. შეგვიძლია გამოვიყენოთ 2-3 ს.კ მცენარეული ზეთი.

სამარხვო - ჯანმრთელი პირებისათვის

9 სთ - 3 ს.კ ჰერკულესი + 150 გრ ხილი 12 სთ - 250 გრ ხილი 15 სთ - 250 გრ თევზი ან 150 გრ სოკო + 300 გრ ბოსტნეული + 2 ნაჭერი პური + მწვანილები 18 სთ - 250 გრ ხილი 20 სთ - 4 ს.კ უკვე მოხარშული წიწიბურა + 200 გრ ბოსტნეული

მონოდიეტა

ყოველდღიურად 0.5 ლიტრი იოგურტი

I-III დღე - 300 გრ ხორცი + 300 გრ ხაჭო + 100 გრ ყველი + 0.5 კგ კიტრი + სალათის ფურცლები

IV-VI დღე _ 0.5 კგ კარტოფილი + 3 ც სტაფილო + 0.5 კგ კიტრი + 5 ს.კ სიმინდი + მწვანილები + 1 ც ბულგარული წიწიკა

VII-IX დღე - 1.5 კგ ხილი

ყველაფერი მზადდება უშაქროდ და უმარილოდ, დღის განმავლობაში მინიმუმ 1,5 ლიტრი სითხე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"გუშინ დმანისში ჩავედი... აი, რა ვნახე" - რას წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში მომხდარი დაპირისპირების შესახებ

"უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში" - რას ამბობს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები