პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩვეულო პერფომანსი - მსახიობები და მაყურებლები ერთად სცენაზე
უჩვეულო პერფომანსი - მსახიობები და მაყურებლები ერთად სცენაზე

ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში კი­დევ ერთი ინო­ვა­ცი­უ­რი, ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა გა­ი­მარ­თა. ეს ამ თე­ატ­რის მე­სა­მე უჩ­ვე­უ­ლო სა­ნა­ხა­ო­ბაა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ან­ტო­ნინ მარ­ტოს (იგი­ვე ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე) პი­ე­სის "მე­დეა და ოი­დი­პო­სის" სა­ჯა­რო კი­თხვა გა­ი­მარ­თა.

ეს არის XXI სა­უ­კუ­ნის პარა-ნორ­მო+ზის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის თე­ატ­რი, რო­მელ­შიც მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. ექ­სტრე­მა­ლურ თე­ატ­რში ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე თა­ნას­წო­რია, დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია, მაგ­რამ დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლებს ბი­ლე­თის ნაც­ვლად მო­ე­თხო­ვე­ბათ - სწრაფ­ვა გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­კენ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კა­მე­რა, აი­ფო­ნი...

პერ­ფო­მან­სი-დრა­მა - "მე­დეა და ოი­დი­პო­სის" რე­ჟი­სო­რი ირაკ­ლი გო­გია გახ­ლდათ. მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე, ბექ­ნუ ქა­ფი­ა­ნი­ძე, გიგი მიგ­რი­ა­უ­ლი, ან­დრეა გვე­ლე­სი­ა­ნი, გი­ორ­გი ცხა­და­ძე და ქეთი გი­ორ­გა­ძე... 

ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძეს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- ეს არის ერ­თგვა­რი ფორ­მა, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბე­ბი "ჩიტ­კას" ვე­ძა­ხით. მაგ დროს არა­ფერს ვდგამთ, პი­ე­სას ექ­სპრომ­ტად ვკი­თხუ­ლობთ და შე­იძ­ლე­ბა იქვე გა­ვი­თა­მა­შოთ რამე, ან მა­ყუ­რე­ბე­ლიც ჩავ­რთოთ: ავი­ყო­ლი­ოთ, წა­ვა­კი­თხოთ, რა­ღაც ფორ­მით მი­ვა­ღე­ბი­ნოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სხვა­თა შო­რის, ჩვენს თე­ატ­რში მე­ო­რედ მოხ­და ასე­თი ფაქ­ტი და ასეთ პერ­ფო­მან­სში მე­ო­რედ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ორი­ვე­ჯერ ირაკ­ლის (ან­ტო­ნინ მარ­ტო) პი­ე­სა იყო.

პირ­ვე­ლი - სა­ხუ­რავ­ზე იყო, სა­დაც ხალ­ხი მე­ხან­ძრე­ე­ბის კი­ბით ამო­ვი­და. შემ­დეგ კიბე მოხ­ნეს შე­ნო­ბას და სა­ნამ "ჩიტ­კა" არ დამ­თავ­რდა, ხალ­ხი სა­ხუ­რა­ვი­დან ქვე­მოთ ვერ ჩა­ვი­და.

- ახლა ხომ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, თე­ატ­რის სცე­ნა­ზე კი­ხუ­ლობ­დით?

- კი, ეს იყო "ჩიტ­კა"-პერ­ფო­მან­სი სცე­ნა­ზე, სა­დაც მსა­ხი­ო­ბე­ბი და მა­ყუ­რებ­ლე­ბი ერ­თად ვის­ხე­დით. სცე­ნის ფარ­და და­ხუ­რუ­ლი იყო, ანუ ყვე­ლა­ნი სცე­ნის ატ­მოს­ფე­რო­ში ვი­ყა­ვით გაბ­ნე­უ­ლე­ბი. სტუმ­რე­ბი, ავ­ტო­რი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, ყვე­ლას ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო, ფო­ტო­ე­ბი, ვი­დეო გა­და­ე­ღო, პრინ­ციპ­ში, მო­თხოვ­ნაც კი იყო გა­და­ე­ღოთ. ვინც ამას არ იზამ­და, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა, და­ე­თხო­ვათ კი­დეც იქი­დან. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნი აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი.

- რა არის მსა­ხი­ო­ბის­თვის ასეთ პერ­ფო­მან­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა? როცა პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა სტან­დარ­ტი დარ­ღვე­უ­ლია...

- მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა ასეთ პერ­ფო­მან­სში მო­ნა­წი­ლე­ბა და ალ­ბათ, მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც. დღე­ვან­დელ­მა თე­ატრმა ვფიქ­რობ, აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა, სტი­ლი, თე­მა­ტი­კა ამო­წუ­რა. ამი­ტომ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თუ ქარ­თუ­ლი თე­ატ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბით, პერ­ფო­მან­სით და­იტ­ვირ­თე­ბა. ეს პირ­ველ რიგ­ში, მა­ყუ­რებ­ლის­თვის არის სა­ინ­ტე­რე­სო.

- შენ ამ "ჩიტ­კა­ში" მთა­ვა­რი როლი გქონ­და...

- მე­დეა ვი­ყა­ვი. გვყავ­და ოი­დი­პო­სი, აზ­და­კი და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი. მი­დი­ო­და მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, ადა­მი­ანს რო­გორ უნდა ჩა­ე­ნაც­ვლოს ტექ­ნი­კა, კერ­ძოდ, კომ­პი­უ­ტე­რე­ბი. ხალ­ხი შუ­ა­ზე გა­ი­ყო, - ვის აწყობ­და და ვის - არა. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ცდი­ლობ­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ტექ­ნი­კას არ შე­ეც­ვა­ლა. მოქ­მე­დე­ბა ზეს­ტა­ფო­ნის "ფე­რო­ში" ხდე­ბო­და.

- ე.ი. "ფე­რო­ში" კომ­პი­უ­ტე­რე­ბი შე­ი­ტა­ნეს, იქა­უ­რო­ბის ახა­ლი ტექ­ნი­კით გა­და­ი­ა­რა­ღე­ბას აპი­რე­ბენ და მე­დეა ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა?..

- კი, და იმ კომ­პი­უ­ტე­რებს აა­ფეთ­ქებს, რომ ხალ­ხმა სამ­სა­ხუ­რი არ და­კარ­გოს...

- არა­და, პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ, შენი პერ­სო­ნა­ჟი კი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა...

- სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის, ყო­ველ­თვის ისე­თი ადა­მი­ა­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რო, რო­მე­ლიც შენს ფა­სე­უ­ლო­ბებს ეთან­ხმე­ბა. უბ­რა­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ამ ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დატ­ვირ­თუ­ლი გახ­ლდათ სიმ­ღე­რე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ასე­ვე, ხალ­ხი რო­გორ მი­ი­ღებ­და მას და რა მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვამ­დნენ.

- ამ პერ­ფო­მან­სის ფო­ტო­ე­ბი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ საკ­მა­ოდ თა­მა­მი სცე­ნე­ბიც იყო. შენ და შენი პარტნი­ო­რი მა­გი­და­ზე პი­კან­ტუ­რა­დაც ის­ხე­დით...

- ჩემი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რი ოი­დი­პო­სია. ის მე­დე­ას პერ­სო­ნა­ჟის შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, ეტ­რფის მას, რო­მელ­საც ჩა­ით­რევს კი­დეც მისი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად საქ­მე­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოი­დი­პო­სი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მომ­ხრეა. მოკ­ლედ, მისი აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ში ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მე­დე­ამ ამ ხრი­კით მი­აღ­წია იმას, რომ თა­ვის მხა­რე­ზე გა­და­იყ­ვა­ნა პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი. ამას­თან, პი­ე­სა სავ­სეა იუ­მო­რით.

- შენ რა ნიშ­ნით შე­გარ­ჩი­ეს?

- არ ვიცი, ამ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ და ასე გა­და­წყვი­ტეს. ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. დაგ­ვი­რე­კეს, პი­ე­სა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს, ორი-სამი დღით ადრე წა­ვი­კი­თხეთ და მერე ყვე­ლა­ფე­რი უკვე ექ­სპრომ­ტად მოხ­და. იქ იყო გა­სა­მარ­თლე­ბაც, რო­მელ­შიც ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- აზ­და­კის როლი რაში მდგო­მა­რე­ობ­და?

- აზ­და­კი ასა­მარ­თლებ­და, უნდა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ თუ არა მე­დეა და ოი­დი­პო­სი, - ხალ­ხის აზრი იყო მთა­ვა­რი. იყო დის­კუ­სია, საქ­მის გარ­ჩე­ვა. სა­ბო­ლო­ოდ და­ად­გი­ნეს - მე­დე­ას და ოი­დი­პოსს აზ­და­კის გა­ნა­ჩე­ნით ერ­თად ყოფ­ნა მი­ე­სა­ჯათ, ასე­ვე ბევ­რი შვი­ლის გა­ჩე­ნა, გამ­რავ­ლე­ბა და მხო­ლოდ მათი გა­შე­ნე­ბუ­ლი, მოვ­ლი­ლი ბა­ღე­ბის პრო­დუქ­ტის მირ­თმე­ვა. აზ­დაკ­მა მათ თა­ვი­სი "სა­მო­თხე" შე­უქ­მნა.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, აქვს თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სა­სი­ა­მოვ­ნოა მას­თან მუ­შა­ო­ბა. თვი­თონ ორი­ვე პერ­ფო­მანსზე კი­თხვი­სას, პრო­ცეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

უჩვეულო პერფომანსი - მსახიობები და მაყურებლები ერთად სცენაზე

უჩვეულო პერფომანსი - მსახიობები და მაყურებლები ერთად სცენაზე

ახმეტელის თეატრში კიდევ ერთი ინოვაციური, ექსტრაორდინარული წარმოდგენა გაიმართა. ეს ამ თეატრის მესამე უჩვეულო სანახაობაა, რომლის ფარგლებში ანტონინ მარტოს (იგივე ირაკლი კაკაბაძე) პიესის "მედეა და ოიდიპოსის" საჯარო კითხვა გაიმართა.

ეს არის XXI საუკუნის პარა-ნორმო+ზის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსფორმაციის თეატრი, რომელშიც მაყურებელი მონაწილეობს. ექსტრემალურ თეატრში ყველა მონაწილე თანასწორია, დასწრება თავისუფალია, მაგრამ დასწრების მსურველებს ბილეთის ნაცვლად მოეთხოვებათ - სწრაფვა გამთლიანებული აზროვნებისკენ და პროფესიონალური კამერა, აიფონი...

პერფომანსი-დრამა - "მედეა და ოიდიპოსის" რეჟისორი ირაკლი გოგია გახლდათ. მონაწილეობდნენ: სოფია სებისკვერაძე, ბექნუ ქაფიანიძე, გიგი მიგრიაული, ანდრეა გველესიანი, გიორგი ცხადაძე და ქეთი გიორგაძე... 

ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, სოფია სებისკვერაძეს გავესაუბრეთ.

- ეს არის ერთგვარი ფორმა, რომელსაც მსახიობები "ჩიტკას" ვეძახით. მაგ დროს არაფერს ვდგამთ, პიესას ექსპრომტად ვკითხულობთ და შეიძლება იქვე გავითამაშოთ რამე, ან მაყურებელიც ჩავრთოთ: ავიყოლიოთ, წავაკითხოთ, რაღაც ფორმით მივაღებინოთ მონაწილეობა. სხვათა შორის, ჩვენს თეატრში მეორედ მოხდა ასეთი ფაქტი და ასეთ პერფომანსში მეორედ ვმონაწილეობდი. ორივეჯერ ირაკლის (ანტონინ მარტო) პიესა იყო.

პირველი - სახურავზე იყო, სადაც ხალხი მეხანძრეების კიბით ამოვიდა. შემდეგ კიბე მოხნეს შენობას და სანამ "ჩიტკა" არ დამთავრდა, ხალხი სახურავიდან ქვემოთ ვერ ჩავიდა.

- ახლა ხომ დახურულ სივრცეში, თეატრის სცენაზე კიხულობდით?

- კი, ეს იყო "ჩიტკა"-პერფომანსი სცენაზე, სადაც მსახიობები და მაყურებლები ერთად ვისხედით. სცენის ფარდა დახურული იყო, ანუ ყველანი სცენის ატმოსფეროში ვიყავით გაბნეულები. სტუმრები, ავტორი, მსახიობები, ყველას ჰქონდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო, ფოტოები, ვიდეო გადაეღო, პრინციპში, მოთხოვნაც კი იყო გადაეღოთ. ვინც ამას არ იზამდა, ისინი შეიძლება, დაეთხოვათ კიდეც იქიდან. მოკლედ, ყველანი აქტიურად იყვნენ პროცესში ჩართულები.

- რა არის მსახიობისთვის ასეთ პერფომანსში მონაწილეობა? როცა პრაქტიკულად, ყველა სტანდარტი დარღვეულია...

- მსახიობისთვის სასიამოვნოა ასეთ პერფომანსში მონაწილება და ალბათ, მაყურებლისთვისაც. დღევანდელმა თეატრმა ვფიქრობ, აქამდე არსებული, ტრადიციული ფორმა, სტილი, თემატიკა ამოწურა. ამიტომ, საინტერესო იქნება თუ ქართული თეატრები სხვადასხვა ღონისძიებით, პერფომანსით დაიტვირთება. ეს პირველ რიგში, მაყურებლისთვის არის საინტერესო.

- შენ ამ "ჩიტკაში" მთავარი როლი გქონდა...

- მედეა ვიყავი. გვყავდა ოიდიპოსი, აზდაკი და შალვა ნათელაშვილი. მიდიოდა მსჯელობა იმაზე, ადამიანს როგორ უნდა ჩაენაცვლოს ტექნიკა, კერძოდ, კომპიუტერები. ხალხი შუაზე გაიყო, - ვის აწყობდა და ვის - არა. ჩემი პერსონაჟი ცდილობდა, რომ ადამიანები ტექნიკას არ შეეცვალა. მოქმედება ზესტაფონის "ფეროში" ხდებოდა.

- ე.ი. "ფეროში" კომპიუტერები შეიტანეს, იქაურობის ახალი ტექნიკით გადაიარაღებას აპირებენ და მედეა ამას ეწინააღმდეგება?..

- კი, და იმ კომპიუტერებს ააფეთქებს, რომ ხალხმა სამსახური არ დაკარგოს...

- არადა, პროგრესული ადამიანი ხარ, შენი პერსონაჟი კი ცივილიზაციას ეწინააღმდეგება...

- სავალდებულო არ არის, ყოველთვის ისეთი ადამიანი განასახიერო, რომელიც შენს ფასეულობებს ეთანხმება. უბრალოდ სასიამოვნო იყო ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა. დატვირთული გახლდათ სიმღერებით. საინტერესო იყო ასევე, ხალხი როგორ მიიღებდა მას და რა მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.

- ამ პერფომანსის ფოტოები იმაზე მეტყველებს, რომ საკმაოდ თამამი სცენებიც იყო. შენ და შენი პარტნიორი მაგიდაზე პიკანტურადაც ისხედით...

- ჩემი უშუალო პარტნიორი ოიდიპოსია. ის მედეას პერსონაჟის შეყვარებულია, ეტრფის მას, რომელსაც ჩაითრევს კიდეც მისი მიზნის მისაღწევად საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ ოიდიპოსი კომპიუტერული ტექნიკის, განვითარებისა და ცივილიზაციის მომხრეა. მოკლედ, მისი აფეთქების საქმეში ერთად მონაწილეობენ. მედეამ ამ ხრიკით მიაღწია იმას, რომ თავის მხარეზე გადაიყვანა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი. ამასთან, პიესა სავსეა იუმორით.

- შენ რა ნიშნით შეგარჩიეს?

- არ ვიცი, ამ თეატრის მსახიობი ვარ და ასე გადაწყვიტეს. ჩემი ინიციატივა ნამდვილად არ ყოფილა. დაგვირეკეს, პიესა გამოგვიგზავნეს, ორი-სამი დღით ადრე წავიკითხეთ და მერე ყველაფერი უკვე ექსპრომტად მოხდა. იქ იყო გასამართლებაც, რომელშიც ყველა მონაწილეობდა.

- აზდაკის როლი რაში მდგომარეობდა?

- აზდაკი ასამართლებდა, უნდა გაეთავისუფლებინათ თუ არა მედეა და ოიდიპოსი, - ხალხის აზრი იყო მთავარი. იყო დისკუსია, საქმის გარჩევა. საბოლოოდ დაადგინეს - მედეას და ოიდიპოსს აზდაკის განაჩენით ერთად ყოფნა მიესაჯათ, ასევე ბევრი შვილის გაჩენა, გამრავლება და მხოლოდ მათი გაშენებული, მოვლილი ბაღების პროდუქტის მირთმევა. აზდაკმა მათ თავისი "სამოთხე" შეუქმნა.

ირაკლი კაკაბაძე ძალიან საინტერესო ადამიანია, აქვს თავისი შეხედულებები, სასიამოვნოა მასთან მუშაობა. თვითონ ორივე პერფომანსზე კითხვისას, პროცესში იყო ჩართული.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება