საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი სიების" შედგენაში დადანაშაულებული სოფო აბულაძე გაათავისუფლეს - სკანდალური შოუს შედეგი კულტურის სამინისტროში
"შავი სიების" შედგენაში დადანაშაულებული სოფო აბულაძე გაათავისუფლეს - სკანდალური შოუს შედეგი კულტურის სამინისტროში

გა­ნახ­ლე­ბა| "სა­კუ­თა­რი ნე­ბით წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან" - "შავი სი­ე­ბის" სკან­და­ლუ­რი ფი­ნა­ლი და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კო­მენ­ტა­რი

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ტარ­და. რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მხო­ლოდ ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, სოფო აბუ­ლა­ძე გა­უშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან. სოფო აბუ­ლა­ძე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც მუ­შა­ობ­და, ის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და რე­გი­ო­ნებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში "რე­აქ­ცია" დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა, სოფო აბუ­ლა­ძე ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­თან და გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლეს­თან, ლელა კი­ლა­ძეს­თან ერ­თად ე.წ. შავი სი­ე­ბის შედ­გე­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ სოფო აბუ­ლა­ძე 24 სა­ა­თი ელო­დე­ბა, რო­დის შე­მო­ვა ეტ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ეს ის სოფო აბუ­ლა­ძეა, ვინც იტი­რა რუ­რუ­ას­თან და სა­ა­კაშ­ვილ­თან და მე წა­მარ­თვეს ვარ­სკვლა­ვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ოქი­ტაშ­ვილ­მა გრი­გო­ლი­ას ეთერ­ში.

გახ­და თუ არა ოქი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა სოფო აბუ­ლა­ძის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი, უც­ნო­ბია. Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და ასე­ვე, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი - "პრო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი" შე­იქ­მნა. მას ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის პოსტს იკა­ვებ­და. სწო­რედ ნეკა იყო თბი­ლის­ში მას­შტა­ბუ­რი კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, რო­მელ­საც სტე­ფა­ნეს და კა­ხა­ბე­რის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნია "არტ ფო­რუ­მი" ას­რუ­ლებ­და. Ambebi.ge სოფო აბუ­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- სოფო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ტარ­და და მხო­ლოდ თქვენ გა­გა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან, ადას­ტუ­რებთ?

- კი, მარ­თა­ლია. მხო­ლოდ მე გა­მიშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან.

- ოქი­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ხომ არ უკავ­ში­რებთ სა­მი­ნის­ტროს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- ამა­ზე ვცა­დე მქო­ნო­და სა­უ­ბა­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, მაგ­რამ მათ მი­თხრეს, რომ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამო გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან. 5 იან­ვარს გა­ვი­გე ამის შე­სა­ხებ, როცა გა­მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში.

- ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­იქ­მნა ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ნი­ხი­ლავს და მას ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს, მარ­თა­ლია?

- როცა და­ი­ნიშ­ნე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე, თა­ვად გა­ა­კე­თებს სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას. სა­მი­ნის­ტრო­ში ბევ­რი ახა­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი შე­იქ­მნა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ მომ­ხდა­რა.

იხი­ლეთ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კო­მენ­ტა­რი

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ნა­ხეთ ფრაგ­მენ­ტი გა­და­ცე­მი­დან "რე­აქ­ცია" - ვინ ად­გენ­და "9 წლის" მან­ძილ­ზე მომ­ღერ­ლე­ბის "შავ სი­ებს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"შავი სიების" შედგენაში დადანაშაულებული სოფო აბულაძე გაათავისუფლეს - სკანდალური შოუს შედეგი კულტურის სამინისტროში

"შავი სიების" შედგენაში დადანაშაულებული სოფო აბულაძე გაათავისუფლეს - სკანდალური შოუს შედეგი კულტურის სამინისტროში

განახლება| "საკუთარი ნებით წავიდა სამსახურიდან" - "შავი სიების" სკანდალური ფინალი და კულტურის სამინისტროს კომენტარი

კულტურის სამინისტროში მოულოდნელი რეორგანიზაცია ჩატარდა. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ ერთი თანამშრომელი, სოფო აბულაძე გაუშვეს სამსახურიდან. სოფო აბულაძე კულტურის სამინისტროში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა, ის კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახლდათ. რამდენიმე კვირის წინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" დათო ოქიტაშვილმა, სოფო აბულაძე ირმა ნადირაშვილთან და გიგი უგულავას მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად ე.წ. შავი სიების შედგენაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სოფო აბულაძე 24 საათი ელოდება, როდის შემოვა ეტლით საქართველოში მიხეილ სააკაშვილი.

"ეს ის სოფო აბულაძეა, ვინც იტირა რურუასთან და სააკაშვილთან და მე წამართვეს ვარსკვლავები", - განაცხადა ოქიტაშვილმა გრიგოლიას ეთერში.

გახდა თუ არა ოქიტაშვილის განცხადება სოფო აბულაძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, უცნობია. Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა ასევე, რომ კულტურის სამინისტროში ახალი დეპარტამენტი - "პროექტების განხილვის დეპარტამენტი" შეიქმნა. მას ნეკა სებისკვერაძე უხელმძღვანელებს, რომელიც წლების მანძილზე თბილისის მერიაში კულტურული ღონისძიების ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა. სწორედ ნეკა იყო თბილისში მასშტაბური კონცერტების ორგანიზატორი, რომელსაც სტეფანეს და კახაბერის კუთვნილი კომპანია "არტ ფორუმი" ასრულებდა. Ambebi.ge სოფო აბულაძეს დაუკავშირდა:

- სოფო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტროში რეორგანიზაცია ჩატარდა და მხოლოდ თქვენ გაგათავისუფლეს სამსახურიდან, ადასტურებთ?

- კი, მართალია. მხოლოდ მე გამიშვეს სამსახურიდან.

- ოქიტაშვილის განცხადებას ხომ არ უკავშირებთ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას?

- ამაზე ვცადე მქონოდა საუბარი ხელმძღვანელობასთან, მაგრამ მათ მითხრეს, რომ რეორგანიზაციის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან. 5 იანვარს გავიგე ამის შესახებ, როცა გამოვედი სამსახურში.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტროში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც ღონისძიებებს განიხილავს და მას ნეკა სებისკვერაძე უხელმძღვანელებს, მართალია?

- როცა დაინიშნება ხელმძღვანელის პოზიციაზე, თავად გააკეთებს სამინისტრო განცხადებას. სამინისტროში ბევრი ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, თანამშრომლების შემცირება ნამდვილად არ მომხდარა.

იხილეთ კულტურის სამინისტროს კომენტარი

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ნახეთ ფრაგმენტი გადაცემიდან "რეაქცია" - ვინ ადგენდა "9 წლის" მანძილზე მომღერლების "შავ სიებს"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება