პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარმეტყველის დაცინვისგან - ხასო ხანგოშვილი
გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარმეტყველის დაცინვისგან - ხასო ხანგოშვილი

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­თა­უ­რი იქ­ნე­ბა, თუ რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის რო­მე­ლი­მე ლი­დე­რი, მათი და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის კა­რი­კა­ტუ­რა­ზე გა­მო­ხატ­ვა სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, მაგ­რამ თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის და­ცინ­ვის­გან", - აცხა­დებს პან­კი­სის ხე­ო­ბის უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რი ხასო ხან­გოშ­ვი­ლი, პა­რიზ­ში ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ა­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რის გან­ცხა­დე­ბით, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი ყო­ველ­თვის და­საგ­მო­ბია.

"თუ ვინ­მე რამე გა­დაც­დო­მას გა­ა­კე­თებს, არ გაქვს უფ­ლე­ბა, რომ შე­იჭ­რა და და­ხო­ცო. ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. აზ­რის გა­მო­ხატ­ვაც შე­გიძ­ლია, მი­ტინ­გის მო­წყო­ბაც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ასე­თი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი და­უშ­ვე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნავს ხასო ხან­გოშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, პა­რიზ­ში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ მუს­ლი­მე­ბის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა და აგ­რე­სია გა­იზ­რდე­ბა, თუმ­ცა რე­ლი­გი­ას­თან მისი და­კავ­ში­რე­ბა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია.

"ის­ლამს სულ სხვა პრინ­ცი­პე­ბი აქვს, ძა­ლი­ან ჰუ­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­აა, ქა­და­გებს სიყ­ვა­რულს, მო­სეს ათი მცნე­ბა კრძა­ლავს კაც­თა კვლას, მით უმე­ტეს თუ არ ახორ­ცი­ე­ლებს ძა­ლა­დო­ბას შენს მი­მართ და არ გიკ­რძა­ლავს შენი რე­ლი­გი­ის აღ­სრუ­ლე­ბას, ქა­და­გე­ბას. გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­შია და­საშ­ვე­ბი ძა­ლა­დო­ბა. სხვა არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა კა­ცის კვლა, ასე ბრძა­ნებს ყუ­რა­ნი", - ამ­ბობს ხასო ხან­გოშ­ვი­ლი.

7 იან­ვარს, საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში სა­ტი­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის Charlie Hebdo-ის რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად, 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი და სამი ცნო­ბი­ლი კა­რი­კა­ტუ­რის­ტი.

წყა­რო: ick.ge

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom

გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარმეტყველის დაცინვისგან - ხასო ხანგოშვილი

გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარმეტყველის დაცინვისგან - ხასო ხანგოშვილი

"ისლამური სახელმწიფოს" მეთაური იქნება, თუ რელიგიური მიმდინარეობის რომელიმე ლიდერი, მათი და მათი საქმიანობის კარიკატურაზე გამოხატვა სიტყვის თავისუფლებაა, მაგრამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარმეტყველის დაცინვისგან", - აცხადებს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი, პარიზში ჟურნალის რედაქციაზე ტერორისტული თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.

უხუცესთა საბჭოს წევრის განცხადებით, ტერორისტული აქტები ყოველთვის დასაგმობია.

"თუ ვინმე რამე გადაცდომას გააკეთებს, არ გაქვს უფლება, რომ შეიჭრა და დახოცო. ეს მიუღებელია. აზრის გამოხატვაც შეგიძლია, მიტინგის მოწყობაც შეიძლება, მაგრამ ასეთი ტერორისტული აქტი დაუშვებელია", - აღნიშნავს ხასო ხანგოშვილი.

მისივე თქმით, პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მუსლიმების მიმართ ნეგატიური განწყობა და აგრესია გაიზრდება, თუმცა რელიგიასთან მისი დაკავშირება გაუმართლებელია.

"ისლამს სულ სხვა პრინციპები აქვს, ძალიან ჰუმანური რელიგიაა, ქადაგებს სიყვარულს, მოსეს ათი მცნება კრძალავს კაცთა კვლას, მით უმეტეს თუ არ ახორციელებს ძალადობას შენს მიმართ და არ გიკრძალავს შენი რელიგიის აღსრულებას, ქადაგებას. გამონაკლისის სახით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია დასაშვები ძალადობა. სხვა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება კაცის კვლა, ასე ბრძანებს ყურანი", - ამბობს ხასო ხანგოშვილი.

7 იანვარს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ის რედაქციაზე თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა