საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo–ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გაავრცელა (+ვიდეო)
საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo–ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გაავრცელა (+ვიდეო)

საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ ჟურ­ნალ Charlie Hebdo-ს რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. უცხო­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­დეს ძმებ კუ­ა­შებ­ზე – 34 წლის სა­იდ­სა და 32 წლის შე­რიფ­ზე.

მე­სა­მე ეჭ­ვმი­ტა­მი­ლია 18 წლის ამიდ მუ­რა­დი, რო­მე­ლიც, ფრან­გუ­ლი პრე­სი­ის ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ას თა­ვად ჩა­ბარ­და და ამ­ტკი­ცებს, რომ რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს.

მის­მა მე­გობ­რებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც და­წე­რეს, რომ რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის დროს ამიდ მუ­რა­დი სკო­ლა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

7 იან­ვარს პა­რიზ­ში, ჟურ­ნალ Charlie Hebdo-ს რე­დაქ­ცი­ა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლე­ბის შეჭ­რის შე­დე­გად 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 10-ზე მეტი და­შავ­და. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი და სამი ცნო­ბი­ლი კა­რი­კა­ტუ­რის­ტი არი­ან. და­ღუ­პუ­ლია ასე­ვე ორი პო­ლი­ცი­ე­ლი.

საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, მათ შო­რის - სად­გუ­რებ­ზე, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­დაქ­ცი­ებ­თან და რე­ლი­გი­ურ ობი­ექ­ტებ­თან.

სა­ტი­რულ­მა ჟურ­ნალ­მა "ტვი­ტერ­ზე" ბო­ლოს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლი­დე­რის აბუ ბაკრ ალ-ბაღ­და­დის კა­რი­კა­ტუ­რა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. Charlie Hebdo-ს რე­დაქ­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმა 2011 წელ­საც გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­დე­საც ჟურ­ნალ­მა წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

იხი­ლეთ ვი­დეო
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo–ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გაავრცელა (+ვიდეო)

საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo–ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გაავრცელა (+ვიდეო)

საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები გამოაქვეყნა. უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, სამართალდამცავებმა ძებნა გამოაცხადეს ძმებ კუაშებზე – 34 წლის საიდსა და 32 წლის შერიფზე.

მესამე ეჭვმიტამილია 18 წლის ამიდ მურადი, რომელიც, ფრანგული პრესიის ცნობით, პოლიციას თავად ჩაბარდა და ამტკიცებს, რომ რედაქციაზე თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელშიც დაწერეს, რომ რედაქციაზე თავდასხმის დროს ამიდ მურადი სკოლაში იმყოფებოდა.

7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის გამოცემის მთავარი რედაქტორი და სამი ცნობილი კარიკატურისტი არიან. დაღუპულია ასევე ორი პოლიციელი.

საფრანგეთის დედაქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მათ შორის - სადგურებზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რედაქციებთან და რელიგიურ ობიექტებთან.

სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელსაც განხორციელდა, როდესაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა