ყოველწლურად სხვადასხვა გამოცემები თუ კვლევის ცენტრები სექსუალური, ლამაზი, სასურველი მამაკაცების რეიტინგს ადგენენ. ამას წინათ სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ასეთ რეიტინგს და აღმოვაჩინე, რომ სამყაროს ქალთა უმეტესობის აზრი სულაც არ ემთხვევა ჩემსას და ცოტა აღვშფოთდი კიდეც, რადგან ვერც ერთი ქართველი მამაკაცი ვერ ვნახე ამ სიაში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, "საკუთარი სია" გამეკეთებინა, რომელიც მხოლოდ ქართველი სექსუალური და ლამაზი მამაკაცებით იქნება შევსებული. საამისოდ საიტზე - gzapress.ge - გამოკითხვა ჩავატარე - "ყველაზე სექსუალური და სასურველი ქართველი მამაკაცები". გამოკითხვაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ხელოვნების მუშაკები, ე.წ. ვარსკვლავები თავიდანვე გამოვრიცხე. სია და მიღებული ხმების რაოდენობა ასე გამოიყურება: დავით საყვარელიძე - 80 ხმა, კახი კალაძე - 163 ხმა, ირაკლი ალასანია - 269 ხმა, მიხეილ სააკაშვილი - 78 ხმა, გოგა ხაჩიძე - 33 ხმა, ირაკლი ღარიბაშვილი - 35 ხმა, ბიძინა ივანიშვილი - 26 ხმა, ზაქარია ქუცნაშვილი - 51 ხმა, სოსო ჯაჭვლიანი - 49 ხმა, ლევან ვასაძე - 137 ხმა.
მაშ ასე... ზემოთ ნახსენებ "საერთაშორისო" რეიტინგში პირველ ადგილზე რობერტ პატინსონია, რომელსაც ჰოლივუდში გულთამპყრობელის სახელი აქვს გავარდნილი და უკვე 4 წელია, ზედიზედ იკავებს პირველ ადგილს მსგავს გამოკითხვებში. წაბლისფერთმიანი, ცისფერთვალება, ნავარჯიშევი სხეულის მქონე მამაკაცი გახლავთ ნომერი პირველი... ქართველ მამაკაცებში ასეთი მონაცემები დავით საყვარელიძეს აქვს - პარლამენტარს... დამეთანხმებით, რომ სიმპათიური ყმაწვილია, თანაც პატინსონს ჰგავს - თმის ფერი, თვალების ფერი... და სურათზეც მშვენივრად ჩანს, რომ დაკუნთულია, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველებს განსხვავებული გემოვნება გვაქვს და ქართველ პატინსონს ჩვენს რეიტინგში მხოლოდ მეოთხე ადგილი მიაკუთვნეს...