საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალ Charlie Hebdo-ის რედაქციაზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალ Charlie Hebdo-ის რედაქციაზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სატირული ჟურნალის Charlie Hebdo რედაქციაზე თავდასხმას ტერაქტი უწოდა. "ბიბისის" ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდა. ბოლო მონაცემებით, ჟურნალის რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, Charlie Hebdo-ის რედაქციაში ავტომატებით შეიარაღებული ორი თავდამსხმელი შეიჭრა.

"ბიბისის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელსაც განხორციელდა. მაშინ ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა