მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო დარჩია ახალ წელს მამობილის გარეშე შეხვდა - ''35 წლის მერე პირველად ვერ ვთქვი...''
დათო დარჩია ახალ წელს მამობილის გარეშე შეხვდა - ''35 წლის მერე პირველად ვერ ვთქვი...''

"ახალ წელს და­კარ­გუ­ლე­ბის" პრე­მი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში 2 იან­ვარს შედ­გა. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი კი­კა­ლიშ­ვი­ლია, ხოლო სცე­ნა­რი ნიკა რა­მიშ­ვილს, იმა­ვე დრუ­პის ეკუთ­ვნის. სა­ა­ხალ­წლო, მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რის კო­მე­დი­ის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ახალ წელს კონ­ცერ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მი­დი­ან და ტყე­ში და­ი­კარ­გე­ბი­ან. სა­ღა­მოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან, ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ონ და სცე­ნა­ზე მოწ­ვე­უ­ლი მომ­ღერ­ლე­ბის მსგავ­სი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნონ. ფილმში მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბია და­კა­ვე­ბუ­ლი. მათ შო­რის ერთ-ერთ მთა­ვარ როლს დათო დარ­ჩია გა­ნა­სა­ხი­ე­რებს...

- ამ სა­ა­ხალ­წლო კო­მე­დი­უ­რი ჟანრს ფილმში პრო­დი­უ­სე­რის თა­მაშ­მა მო­მი­წია, რო­მე­ლიც ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს აგ­რო­ვებს და სურს, კარ­გი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­როს. რამ­დე­ნი­მე პრო­დი­უ­სერს ვიც­ნობ, ვიცი, რას წარ­მო­ად­გე­ნენ, მაგ­რამ მე მა­ინც შე­ვე­ცა­დე, ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის ჩე­მე­უ­ლი ვა­რი­ან­ტი შე­მექ­მნა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო გა­და­ღე­ბის პე­რი­ო­დი, ფილმში ჩემი მე­გო­ბა­რი მომ­ღერ­ლე­ბი თა­მა­შო­ბენ, ნა­წი­ლიც ახლა გა­ვი­ცა­ნი და ახა­ლი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ძა­ლი­ან კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ და იმე­დია, ასე­თი­ვე გან­წყო­ბა შე­ექ­მნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს. ვფიქ­რობ, კარ­გი გა­სარ­თო­ბი ფილ­მი გა­მო­ვი­და, ბევ­რი სი­ცი­ლი­თა და იუ­მო­რით, რაც ახალ წელს სჭირ­დე­ბა. აღარ გვინ­და ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა და ომი. ამ ფილ­მს არ აქვს პრე­ტენ­ზია "ოს­კა­რებ­სა" და "გლო­ბუ­სებ­ზე", ეს არის ახალ წელს სა­ნა­ხა­ვი კო­მე­დია, სა­დაც ჩვე­ნი ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი ვარ­სკვლა­ვი მღე­რის.

- თქვენც ხომ არ მო­გი­წი­ათ სიმ­ღე­რამ?

- არა, სიმ­ღე­რა არ მი­წევს. მხო­ლოდ პრო­დი­უ­სე­რო­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი, რო­მელ­საც გვერ­დით ჰყავს ულა­მა­ზე­სი ასის­ტენ­ტი, მარ­გო ლუ­ჩკოს სა­ხით. ჩემი ასის­ტენ­ტი მღე­რის, მაგ­რამ პრო­დი­უ­სე­რი მარ­ტო პრო­დი­უ­სე­რობს, გე­ნაც­ვა­ლე, ეგრე არ არის (იღი­მის).

- სა­ა­ხალ­წლოდ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში "ჯა­დოს­ნუ­რი ღა­მის" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა. ამ ან სხვა ახალ სპექ­ტაკ­ლებ­ში თუ ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- არა, თე­ატ­რი ჩემ­გან ის­ვე­ნებს და მეც მის­გან. რა­ღაც დრო­ით ეს ალ­ბათ სა­ჭი­რო­ცაა. ამ ბოლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო მე­ტად კი­ნო­ში ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ესეც ხომ ჩემი პრო­ფე­სი­აა და ამა­ში ვე­რა­ფერს ვხე­დავ რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფულს, პი­რი­ქით. ალ­ბათ, თე­ატ­რშიც წა­მო­ვა ახალ-ახა­ლი რო­ლე­ბი, ვე­ლო­დე­ბი ამას და ვნა­ხოთ.

- 2014 წელს კი­დევ რა ფილ­მებ­ზე და რო­მელ რე­ჟი­სო­რებ­თან იმუ­შა­ვეთ?

- მიშა მშვილ­და­ძეს­თან ვი­მუ­შა­ვე ფილმზე "ტაქ­სი", რომ­ლის პრე­მი­ე­რა ზა­ფხულ­ში შედ­გა. "რუს­თა­ვი 2"-ზე მიშა ახა­ლი სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბას იწყებს, სა­დაც პი­რა­დად მე დიდი სა­მუ­შაო არ მექ­ნე­ბა, სულ რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ში ვიქ­ნე­ბი და პრო­კუ­რორს ვი­თა­მა­შებ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა, კარ­გი გუნ­დია და ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ა­ლი უნდა გა­მო­ვი­დეს. ვი­მუ­შა­ვე ვანო ბურ­დულ­თან მის ახალ ფილმზე, რო­მე­ლიც 2015 წელს გა­მო­ვა, ასე­ვე კრის­ტო­ფერ კო­პო­ლას­თან და ამ ფილ­მის პრე­მი­ე­რა ამ წლის გა­ზა­ფხულ­ზეა და­გეგ­მი­ლი.

- კრის­ტო­ფერ კო­პო­ლას­თან მუ­შა­ო­ბის თემა გან­ვავ­რცოთ, თუ შე­იძ­ლე­ბა...

- ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რი კრის­ტო­ფერ კო­პო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2013 წელს ჩა­მო­ვი­და და ბა­თუმ­ში ერ­თკვი­რი­ა­ნი გა­და­ღე­ბე­ბი გვქონ­და. ფილმში თა­მა­შობს ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ანა გურ­ჯი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. ფილ­მის სა­მუ­შაო სა­თა­უ­რი "ნა­თი­ას ოც­ნე­ბა" იყო, მაგ­რამ ეს შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს. ისე­თი სი­უ­ჟე­ტია, უფრო ტრა­გი­კო­მე­დი­ურ ჟანრს თუ მო­ვა­კუთ­ვნებთ, ფილმში მო­თხრო­ბი­ლია ქარ­თუ­ლი ცირ­კის მფლო­ბე­ლი ოჯა­ხის, ცირ­კის მსა­ხი­ობ­თა ცხოვ­რე­ბი­სა და იქ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. მე ცირ­კის ყო­ფილ მსა­ხი­ობს ვთა­მა­შობ, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და და თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლი ნომ­რე­ბით წარ­დგე­ბო­და ხოლ­მე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ერთ-ერთი ასე­თი ნო­მე­რი ტრა­გი­კუ­ლად სრულ­დე­ბა და კაცი მე­უღ­ლეს კლავს. საკ­მა­ოდ მძი­მედ გა­და­აქვს ეს ფაქ­ტი, სმას იწყებს და ა.შ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

დათო დარჩია ახალ წელს მამობილის გარეშე შეხვდა - ''35 წლის მერე პირველად ვერ ვთქვი...''

დათო დარჩია ახალ წელს მამობილის გარეშე შეხვდა - ''35 წლის მერე პირველად ვერ ვთქვი...''

''ახალ წელს დაკარგულების'' პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 2 იანვარს შედგა. ფილმის რეჟისორი გიორგი კიკალიშვილია, ხოლო სცენარი ნიკა რამიშვილს, იმავე დრუპის ეკუთვნის. საახალწლო, მუსიკალური ჟანრის კომედიის სიუჟეტის მიხედვით, ქართველი მომღერლები ახალ წელს კონცერტის ჩასატარებლად სამცხე-ჯავახეთში მიდიან და ტყეში დაიკარგებიან. საღამოს ორგანიზატორები იძულებული გახდებიან, ხალხი მოატყუონ და სცენაზე მოწვეული მომღერლების მსგავსი ადგილობრივი მცხოვრებლები გამოიყვანონ. ფილმში მომღერლებთან ერთად, რამდენიმე მსახიობია დაკავებული. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ როლს დათო დარჩია განასახიერებს...

- ამ საახალწლო კომედიური ჟანრს ფილმში პროდიუსერის თამაშმა მომიწია, რომელიც ქართველ ვარსკვლავებს აგროვებს და სურს, კარგი საახალწლო კონცერტი ჩაატაროს. რამდენიმე პროდიუსერს ვიცნობ, ვიცი, რას წარმოადგენენ, მაგრამ მე მაინც შევეცადე, ამ პროფესიის ადამიანის ჩემეული ვარიანტი შემექმნა. ძალიან საინტერესო იყო გადაღების პერიოდი, ფილმში ჩემი მეგობარი მომღერლები თამაშობენ, ნაწილიც ახლა გავიცანი და ახალი მეგობრები შევიძინე. ძალიან კარგი დრო გავატარეთ და იმედია, ასეთივე განწყობა შეექმნება მაყურებელს. ვფიქრობ, კარგი გასართობი ფილმი გამოვიდა, ბევრი სიცილითა და იუმორით, რაც ახალ წელს სჭირდება. აღარ გვინდა ეს დაძაბულობა და ომი. ამ ფილმს არ აქვს პრეტენზია ''ოსკარებსა'' და ''გლობუსებზე'', ეს არის ახალ წელს სანახავი კომედია, სადაც ჩვენი ბევრი მომღერალი ვარსკვლავი მღერის.

- თქვენც ხომ არ მოგიწიათ სიმღერამ?

- არა, სიმღერა არ მიწევს. მხოლოდ პროდიუსერობით შემოვიფარგლები, რომელსაც გვერდით ჰყავს ულამაზესი ასისტენტი, მარგო ლუჩკოს სახით. ჩემი ასისტენტი მღერის, მაგრამ პროდიუსერი მარტო პროდიუსერობს, გენაცვალე, ეგრე არ არის (იღიმის).

- საახალწლოდ რუსთაველის თეატრში ''ჯადოსნური ღამის'' პრემიერა გაიმართა. ამ ან სხვა ახალ სპექტაკლებში თუ ხართ დაკავებული?

- არა, თეატრი ჩემგან ისვენებს და მეც მისგან. რაღაც დროით ეს ალბათ საჭიროცაა. ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში უფრო მეტად კინოში ვარ დაკავებული, ესეც ხომ ჩემი პროფესიაა და ამაში ვერაფერს ვხედავ რაღაც კატასტროფულს, პირიქით. ალბათ, თეატრშიც წამოვა ახალ-ახალი როლები, ველოდები ამას და ვნახოთ.

- 2014 წელს კიდევ რა ფილმებზე და რომელ რეჟისორებთან იმუშავეთ?

- მიშა მშვილდაძესთან ვიმუშავე ფილმზე ''ტაქსი'', რომლის პრემიერა ზაფხულში შედგა. ''რუსთავი 2''-ზე მიშა ახალი სერიალის გადაღებას იწყებს, სადაც პირადად მე დიდი სამუშაო არ მექნება, სულ რამდენიმე სერიაში ვიქნები და პროკურორს ვითამაშებ. ძალიან საინტერესო თემაა, კარგი გუნდია და ვფიქრობ, საინტერესო სერიალი უნდა გამოვიდეს. ვიმუშავე ვანო ბურდულთან მის ახალ ფილმზე, რომელიც 2015 წელს გამოვა, ასევე კრისტოფერ კოპოლასთან და ამ ფილმის პრემიერა ამ წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

- კრისტოფერ კოპოლასთან მუშაობის თემა განვავრცოთ, თუ შეიძლება...

- ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი კრისტოფერ კოპოლა საქართველოში 2013 წელს ჩამოვიდა და ბათუმში ერთკვირიანი გადაღებები გვქონდა. ფილმში თამაშობს ქართველი გოგონა ანა გურჯი, რომელიც დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ფილმის სამუშაო სათაური ''ნათიას ოცნება'' იყო, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს. ისეთი სიუჟეტია, უფრო ტრაგიკომედიურ ჟანრს თუ მოვაკუთვნებთ, ფილმში მოთხრობილია ქართული ცირკის მფლობელი ოჯახის, ცირკის მსახიობთა ცხოვრებისა და იქ განვითარებული მოვლენების შესახებ. მე ცირკის ყოფილ მსახიობს ვთამაშობ, რომელიც მეუღლესთან ერთად მუშაობდა და თვალებახვეული ძალიან რთული ნომრებით წარდგებოდა ხოლმე მაყურებლის წინაშე. ერთ-ერთი ასეთი ნომერი ტრაგიკულად სრულდება და კაცი მეუღლეს კლავს. საკმაოდ მძიმედ გადააქვს ეს ფაქტი, სმას იწყებს და ა.შ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება