პოლიციელების ნაცემი 19 წლის გიორგი ადეიშვილი მეალილოებმა ერთ-ერთ სოფელში, ხეზე იპოვეს. სამტრედიაში 19 წლის ახალგაზრდას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ადეიშვილის ახლობლები აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდას სამართალდამცავებმა სცემეს, ხოლო შემდეგ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა გადაწყვიტეს, რა დროსაც ადეიშვილი სამართალდამცავებს გაექცა.
გიორგი ადეიშვილის დედა თეა თელია აცხადებს, რომ მის შვილს შიშისგან საუბარი არ შეუძლია.
წყარო: topnews.com.ge