Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ მარტო ვარ, ისე, როგორც არასდროს..." - ამალიას ახალ წელს დავალიანების გამო ინტერნეტი ჩაუჭრეს
"სულ მარტო ვარ, ისე, როგორც არასდროს..." - ამალიას ახალ წელს დავალიანების გამო ინტერნეტი ჩაუჭრეს

"ნი­ჭი­ე­რის" ფი­ნა­ლის­ტი, სკან­და­ლუ­რი ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე, კონ­კი­ას ის­ტო­რი­ი­თა და რთუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით, ამ სე­ზონ­ზე პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე აღ­მოჩ­ნდა. მის შე­სა­ხებ ბევ­რი ით­ქვა, მისი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რნა­ირ­მა ვერ­სი­ამ გა­იჟ­ღე­რა. თუმ­ცა, ერ­თზე ყვე­ლა თან­ხმდე­ბა - ამა­ლია უდა­ოდ ნი­ჭი­ე­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ჩვენ ამა­ლია ჯიბ­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. მას პრო­ექ­ტის ფი­ნალ­ში საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მო­უ­წევს თა­ვის გა­ტა­ნა.

- ფი­ნალ­ში ეს­პა­ნურ სიმ­ღე­რას შე­ვას­რუ­ლებ. ძა­ლი­ან მინ­დო­და ჯაზი, მაგ­რამ ამა­ზე შევ­ჩერ­დით. სი­ახ­ლეა ჩემ­თვის, არას­დროს მიმ­ღე­რია ეს­პა­ნუ­რად.

- საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გყავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ვო­კა­ლის­ტე­ბი. რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ?

- გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, არ მჯე­რა, რომ გა­მარ­ჯვე­ბის რა­ი­მე შან­სი მაქვს. ამის ბევ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს: ჩემი კონ­კუ­რენ­ტე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან, ზოგს კონ­სერ­ვა­ტო­რია და მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ინც აქვს დას­რუ­ლე­ბუ­ლი. აქვთ სცე­ნის გა­მოც­დი­ლე­ბაც. გარ­და ამი­სა, მე მარ­ტო­ხე­ლა ვარ, არ მყავს ბევ­რი ნაც­ნო­ბი, არც მე­გობ­რე­ბი. ხალ­ხი კი არ ვიცი, რამ­დე­ნად და­მი­ჭერს მხარს. რაც მთა­ვა­რია, არ მჯე­რა გა­მარ­ჯვე­ბის იმი­ტომ, რომ ბედი არას­დროს მწყა­ლობს. ცხოვ­რე­ბამ იმ­დენ­ჯერ მიმ­ტყუ­ნა, არც "ნი­ჭი­ე­რის" ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი ალ­ბათ...

- თქვე­ნი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. ხომ არ აპი­რებს ფი­ნა­ლის­თვის ჩა­მო­ვი­დეს და აქ გი­გულ­შე­მატ­კივ­როთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ჩა­მო­ვა, გზე­ბი გა­და­კე­ტი­ლია. თვითმფრი­ნა­ვის­თვის კი თან­ხე­ბი არ ექ­ნე­ბა. სკა­ი­პით მა­ინც ვკონ­ტაქ­ტობ­დით, ახლა ამა­საც ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ. სა­ა­ხალ­წლოდ ინ­ტერ­ნე­ტი ჩა­მიჭ­რეს გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო. ახლა მგო­ნია, რომ სულ მარ­ტო ვარ. ისე, რო­გორც არას­დროს...

სა­ლო­მე ახა­ლა­ია

AMBEBI.GE

"სულ მარტო ვარ, ისე, როგორც არასდროს..." - ამალიას ახალ წელს დავალიანების გამო ინტერნეტი ჩაუჭრეს

"სულ მარტო ვარ, ისე, როგორც არასდროს..." - ამალიას ახალ წელს დავალიანების გამო ინტერნეტი ჩაუჭრეს

"ნიჭიერის" ფინალისტი, სკანდალური ამალია ჯიბლაძე, კონკიას ისტორიითა და რთული პირადი ცხოვრებით, ამ სეზონზე პროექტის ყველაზე ხმაურიანი მონაწილე აღმოჩნდა. მის შესახებ ბევრი ითქვა, მისი რეალური ცხოვრების შესახებ ბევრნაირმა ვერსიამ გაიჟღერა. თუმცა, ერთზე ყველა თანხმდება - ამალია უდაოდ ნიჭიერი შემსრულებელია. ჩვენ ამალია ჯიბლაძეს დავუკავშირდით. მას პროექტის ფინალში საკმაოდ სერიოზული კონკურენციის პირობებში მოუწევს თავის გატანა.

- ფინალში ესპანურ სიმღერას შევასრულებ. ძალიან მინდოდა ჯაზი, მაგრამ ამაზე შევჩერდით. სიახლეა ჩემთვის, არასდროს მიმღერია ესპანურად.

- საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავთ, განსაკუთრებით ვოკალისტები. რა მოლოდინები გაქვთ?

- გულწრფელად რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ გამარჯვების რაიმე შანსი მაქვს. ამის ბევრი მიზეზი არსებობს: ჩემი კონკურენტები პროფესიონალი შემსრულებლები არიან, ზოგს კონსერვატორია და მუსიკალური სასწავლებელი მაინც აქვს დასრულებული. აქვთ სცენის გამოცდილებაც. გარდა ამისა, მე მარტოხელა ვარ, არ მყავს ბევრი ნაცნობი, არც მეგობრები. ხალხი კი არ ვიცი, რამდენად დამიჭერს მხარს. რაც მთავარია, არ მჯერა გამარჯვების იმიტომ, რომ ბედი არასდროს მწყალობს. ცხოვრებამ იმდენჯერ მიმტყუნა, არც "ნიჭიერის" ფინალი იქნება გამონაკლისი ალბათ...

- თქვენი უფროსი ქალიშვილი რუსეთში ცხოვრობს. ხომ არ აპირებს ფინალისთვის ჩამოვიდეს და აქ გიგულშემატკივროთ?

- სამწუხაროდ, ვერ ჩამოვა, გზები გადაკეტილია. თვითმფრინავისთვის კი თანხები არ ექნება. სკაიპით მაინც ვკონტაქტობდით, ახლა ამასაც ვეღარ ვახერხებ. საახალწლოდ ინტერნეტი ჩამიჭრეს გადაუხდელობის გამო. ახლა მგონია, რომ სულ მარტო ვარ. ისე, როგორც არასდროს...

სალომე ახალაია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია