პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა" - ირაკლი ვაჭარაძე საშობაო ეპისტოლეს აკრიტიკებს
"ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა" - ირაკლი ვაჭარაძე საშობაო ეპისტოლეს აკრიტიკებს

ლგბტ პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს ეხ­მა­უ­რე­ბა და თე­მას რამ­დე­ნი­მე პოსტს უძღვნის:

"ისევ სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი: ქმა­რი არის ოჯა­ხის თავი და ა.შ.

შე­და­რე­ბით კარ­გია. ჭკუა უს­წავ­ლი­ათ. ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბის ლან­ძღვას შე­ეშ­ვნენ. მე­ტიც, არც კი უხ­სე­ნე­ბი­ათ მთელ ეპის­ტო­ლე­ში.

სა­მა­გი­ე­როდ, ქა­ლე­ბის მი­მართ მავ­ნებ­ლუ­რი ტექ­სტე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს მთე­ლი ტექ­სტი.

***

ჭი­კა­ი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქრის­ტეს შო­ბის მა­გი­ერ დღეს პატ­რი­არ­ქის შობა აღი­ნიშ­ნე­ბა.

ეს ხუმ­რო­ბით და ისე კი, სე­რი­ო­ზუ­ლად, თუ არ გჯე­რავთ, პირ­ველ არხზე სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს ტრანსლა­ცი­ას უყუ­რეთ. იმ დროს, რო­დე­საც იესო ქრის­ტეს შო­ბის მო­მენ­ტი დგე­ბო­და, ხალ­ხი გა­რეთ გაც­ვივ­და პატ­რი­არ­ქის და­სახ­ვედ­რას. დაბ­ნე­უ­ლი ვარ: ვერ გა­ვი­გე, ქრის­ტი­ა­ნი ვარ თუ ილი­ა­ნი ან ირაკ­ლი­ანi? კონ­კრე­ტუ­ლად რა ქვია კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბის ამ ნა­ირ­სა­ხე­ო­ბას?

ფაქ­ტია, ქრის­ტეს შო­ბის დღე რო­მაა, ეს იქ თით­ქმის ყვე­ლამ და­ი­ვი­წყა და ეს დღე­სას­წა­უ­ლი პატ­რი­არ­ქის იუ­ბი­ლედ აქ­ცი­ეს. რო­გო­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაა ღმერ­თის, არა? აი, აქ­ტი­უ­რი მორ­წმუ­ნე რომ ვიყო, ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დე­ბო­დი. გავ­ბრაზ­დე­ბო­დი იმის გამო, რომ ღმერ­თს პა­ტივს არ სცე­მენ და მის მა­გი­ერ, ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­აღ­მერ­თეს!

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა ეს ტვირ­თი მოხ­სნი­ლი მაქვს. ვინც თავს აქ­ტი­ურ მორ­წმუ­ნედ მი­იჩ­ნევთ, აი ისი­ნი კი აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი უნდა ბრძან­დე­ბო­დეთ, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხე­ლით კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბა­ში გხვე­ვენ. და ეს ხდე­ბა სა­ე­რო ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში. მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში, რო­მელ­საც რო­მელ­საც თქვენ­ვე აფი­ნან­სებთ თქვე­ნი გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით. სრუ­ლი დომ­ხა­ლია: ამ ქვე­ყა­ნა­ში თეთ­რი-შა­ვია და შავი-თეთ­რი.

მოკ­ლედ, რო­გორც წარ­მარ­თებს შვე­ნით, ქრის­ტე რომ ჩვენ შო­რის იყოს, ტა­ბუ­რე­ტე­ბით ჩა­ი­ქო­ლე­ბო­და სი­მარ­თლის თქმის­თვის, ისე­ვე რო­გორც მე ჩა­ვი­ქო­ლე­ბი ამ სტა­ტუ­სის­თვის.

***

"ქა­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია შვი­ლის ყო­ლაა" თქვა ილია მე­ო­რემ. ცნო­ბი­ლია, რომ მის ტექ­სტებს შო­რე­ნა წერს. რა გა­მო­დის?

ა) მო­ნა­ზო­ნი არაა ქალი ან,

ბ) ყვე­ლა მო­ნა­ზო­ნი სას­წრა­ფოდ უნდა და­ორ­სულ­დეს და გახ­დეს დედა.

გ) ქალი, ვი­საც შვი­ლი არ ყავს, არის უფუნ­ქციო, და ამას­თა­ნა­ვე

დ) შარ­შან დაგ­მო ის უშ­ვი­ლო ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით/სუ­რო­გა­ცი­ით ხდე­ბი­ან დე­დე­ბი.

ე) შო­რე­ნა ვერ იტანს სა­კუ­თარ მოდ­გმას ან ვერ გარ­კვე­უ­ლა თა­ვად რა არის

ამი­ტომ, სა­პატ­რი­არ­ქოს უნდა ვა­ჩუ­ქოთ:

1) ლო­გი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო

2) ბიბ­ლია

3) ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დეკ­ლა­რა­ცია

***

მე რომ ქალი ვიყო, სა­პატ­რი­არ­ქო კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მე­ყო­ლე­ბოდ ახლა გახ­ვე­უ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ცია მექ­ნე­ბო­და და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია პირ­და­პირ მო­უ­წო­დებს, ამარ­თლებს და იდე­ო­ლო­გი­უ­რად აყა­ლი­ბებს ჩემი მოკ­ვლის სის­ტე­მას. მე რომ ქალი ვიყო, ეს ტრა­გე­დია აუ­ცი­ლებ­ლად მექ­ნე­ბო­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და იქ ვიდ­გე­ბო­დი, სა­ი­და­ნაც ქა­და­გე­ბენ რომ ჩემი მკვლე­ლო­ბა უბ­რა­ლოდ გა­რე­მო­ე­ბა­თა დამ­თხვე­ვაა, მეტი არა­ფე­რი.

მე რომ ქალი ვიყო ახლა ბა­რი­კა­დებ­ზე ვიდ­გე­ბო­დი.

მაგ­რამ, აბა მე ხომ ქალ­თმო­ძუ­ლე ვარ და თა­ნაც კაცი. რა უფ­ლე­ბა მაქვს ფე­მი­ნის­ტე­ბის წმინ­და და სა­ი­დუმ­ლო ერ­თო­ბა­ში გა­ვე­რიო?

მოკ­ლედ, გული მის­კდე­ბა: ამ­დე­ნი ასე­უ­ლი ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და ყვე­ლა დუმს ან ექ­სკლუ­ზი­ურ ფე­შენ-ფე­მი­ნიზმს აწ­ვე­ბა.

ქა­რა­ვა­ნი კი მი­დის. წელს კი­დევ რამ­დენ ქალს და­ხო­ცა­ვენ?

***

ეკ­ლე­სი­ის ურ­ყევ ავ­ტო­რი­ტეტს, მა­თი­ვე დაშ­ვე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო, წყა­ლი შე­უდ­გა. თუ კვლავ გა­აგ­რძე­ლე­ბენ ქალ­თმო­ძუ­ლე­ო­ბას, ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბის ქა­და­გე­ბას, ჰო­მო­ფო­ბი­ის დას­პონ­სო­რე­ბას, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ჩაგ­ვრას - ეს ეკ­ლე­სია ჩა­მო­იქ­ცე­ვა. მე­გობ­რუ­ლად გა­ვაფრ­თხი­ლე ას­ჯერ და არ ეს­მით. ჰგო­ნი­ათ, რომ უკ­ვდა­ვე­ბი არი­ან და არა­ფე­რი ემუქ­რე­ბათ. მლიქ­ვნე­ლე­ბის მოს­მე­ნა ურ­ჩევ­ნი­ათ, ჯან­საღ, ჰუ­მა­ნურ კრი­ტი­კას.

იხი­ლეთ პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა" - ირაკლი ვაჭარაძე საშობაო ეპისტოლეს აკრიტიკებს

"ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა" - ირაკლი ვაჭარაძე საშობაო ეპისტოლეს აკრიტიკებს

ლგბტ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე სოციალურ ქსელში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება და თემას რამდენიმე პოსტს უძღვნის:

"ისევ საშინელებები: ქმარი არის ოჯახის თავი და ა.შ.

შედარებით კარგია. ჭკუა უსწავლიათ. ჰომოსექსუალობის ლანძღვას შეეშვნენ. მეტიც, არც კი უხსენებიათ მთელ ეპისტოლეში.

სამაგიეროდ, ქალების მიმართ მავნებლური ტექსტებით არის გაჯერებული საშობაო ეპისტოლეს მთელი ტექსტი.

***

ჭიკაიძის ინიციატივით, ქრისტეს შობის მაგიერ დღეს პატრიარქის შობა აღინიშნება.

ეს ხუმრობით და ისე კი, სერიოზულად, თუ არ გჯერავთ, პირველ არხზე საშობაო ეპისტოლეს ტრანსლაციას უყურეთ. იმ დროს, როდესაც იესო ქრისტეს შობის მომენტი დგებოდა, ხალხი გარეთ გაცვივდა პატრიარქის დასახვედრას. დაბნეული ვარ: ვერ გავიგე, ქრისტიანი ვარ თუ ილიანი ან ირაკლიანi? კონკრეტულად რა ქვია კერპთაყვანისმცემლობის ამ ნაირსახეობას?

ფაქტია, ქრისტეს შობის დღე რომაა, ეს იქ თითქმის ყველამ დაივიწყა და ეს დღესასწაული პატრიარქის იუბილედ აქციეს. როგორი შეურაცხყოფაა ღმერთის, არა? აი, აქტიური მორწმუნე რომ ვიყო, ძალიან გავბრაზდებოდი. გავბრაზდებოდი იმის გამო, რომ ღმერთს პატივს არ სცემენ და მის მაგიერ, ცოცხალი ადამიანი გააღმერთეს!

საბედნიეროდ, ახლა ეს ტვირთი მოხსნილი მაქვს. ვინც თავს აქტიურ მორწმუნედ მიიჩნევთ, აი ისინი კი აღშფოთებულები უნდა ბრძანდებოდეთ, რომ ქრისტიანობის სახელით კერპთაყვანისმცემლობაში გხვევენ. და ეს ხდება საერო ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში. მაუწყებლის ეთერში, რომელსაც რომელსაც თქვენვე აფინანსებთ თქვენი გადახდილი გადასახადებით. სრული დომხალია: ამ ქვეყანაში თეთრი-შავია და შავი-თეთრი.

მოკლედ, როგორც წარმართებს შვენით, ქრისტე რომ ჩვენ შორის იყოს, ტაბურეტებით ჩაიქოლებოდა სიმართლის თქმისთვის, ისევე როგორც მე ჩავიქოლები ამ სტატუსისთვის.

***

"ქალის მთავარი ფუნქცია შვილის ყოლაა" თქვა ილია მეორემ. ცნობილია, რომ მის ტექსტებს შორენა წერს. რა გამოდის?

ა) მონაზონი არაა ქალი ან,

ბ) ყველა მონაზონი სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს და გახდეს დედა.

გ) ქალი, ვისაც შვილი არ ყავს, არის უფუნქციო, და ამასთანავე

დ) შარშან დაგმო ის უშვილო ქალები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით/სუროგაციით ხდებიან დედები.

ე) შორენა ვერ იტანს საკუთარ მოდგმას ან ვერ გარკვეულა თავად რა არის

ამიტომ, საპატრიარქოს უნდა ვაჩუქოთ:

1) ლოგიკის სახელმძღვანელო

2) ბიბლია

3) ადამიანის უფლებათა დეკლარაცია

***

მე რომ ქალი ვიყო, საპატრიარქო კრიტიკის ქარცეცხლში მეყოლებოდ ახლა გახვეული. პარალელურად აქცია მექნებოდა დაანონსებული ამ დაწესებულებასთან. ეს ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს, ამართლებს და იდეოლოგიურად აყალიბებს ჩემი მოკვლის სისტემას. მე რომ ქალი ვიყო, ეს ტრაგედია აუცილებლად მექნებოდა გაცნობიერებული და იქ ვიდგებოდი, საიდანაც ქადაგებენ რომ ჩემი მკვლელობა უბრალოდ გარემოებათა დამთხვევაა, მეტი არაფერი.

მე რომ ქალი ვიყო ახლა ბარიკადებზე ვიდგებოდი.

მაგრამ, აბა მე ხომ ქალთმოძულე ვარ და თანაც კაცი. რა უფლება მაქვს ფემინისტების წმინდა და საიდუმლო ერთობაში გავერიო?

მოკლედ, გული მისკდება: ამდენი ასეული ქალთა ორგანიზაციაა და ყველა დუმს ან ექსკლუზიურ ფეშენ-ფემინიზმს აწვება.

ქარავანი კი მიდის. წელს კიდევ რამდენ ქალს დახოცავენ?

***

ეკლესიის ურყევ ავტორიტეტს, მათივე დაშვებული სტრატეგიული შეცდომების გამო, წყალი შეუდგა. თუ კვლავ გააგრძელებენ ქალთმოძულეობას, ძალადობისკენ მოწოდების ქადაგებას, ჰომოფობიის დასპონსორებას, უმცირესობების ჩაგვრას - ეს ეკლესია ჩამოიქცევა. მეგობრულად გავაფრთხილე ასჯერ და არ ესმით. ჰგონიათ, რომ უკვდავები არიან და არაფერი ემუქრებათ. მლიქვნელების მოსმენა ურჩევნიათ, ჯანსაღ, ჰუმანურ კრიტიკას.

იხილეთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს სრული ვერსია

"ბიჭო, ბიჭო, ბიჭო… ნოვოსიბირსკიო... თავიდან ღადაობა მეგონა. ახლა აღარაა მტერი რუსეთი?" - რას წერს ინგა გრიგოლია ნინო ანანიაშვილზე

"შობაა, მაგრამ შევცოდავ, ეს რომ არ ვთქვა... ღმერთი დაგვსჯის, სანამ ქართველები ამ ქალბატონის მსგავსად მოიქცევიან" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ანანიაშვილზე

"შაქარ, ზეცაში აუცილებლად შევხვდებით... სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ" - რას წერდა ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი შაქარაშვილზე?