სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ალილო და როგორ აღნიშნავდნენ მას ქართველები
რა არის ალილო და როგორ აღნიშნავდნენ მას ქართველები

სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პან­დე­მი­ის გამო, 7 იან­ვარს „ალი­ლო" სა­ხეც­ვლი­ლად ჩა­ტარ­დე­ბა. კერ­ძოდ კი, არ მო­ე­წყო­ბა მსვლე­ლო­ბა, თუმ­ცა, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას და ბავ­შვებს მან­ქა­ნე­ბი­დან კმე­ვით, გა­ლო­ბით და ნა­კურ­თხი წყლის სხუ­რე­ბით მი­უ­ლო­ცავს შო­ბას.

„სა­შო­ბაო მსა­ხუ­რე­ბა და­ი­წყე­ბა ოთხშა­ბათს, სა­ღა­მოს 23:00 სა­ათ­ზე, რო­მელ­საც აღას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ალი­ლოს ტრა­დი­ცი­ას მრა­ვალ­წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც ჩვენ­ში კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს და­ირ­ღვა, მაგ­რამ 1990-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ ის აღად­გი­ნა.

დღეს­დღე­ო­ბით ალი­ლოს სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გი­ის შემ­დეგ ზე­ი­მო­ბენ, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი ალი­ლოს მსვლე­ლო­ბას უერ­თდე­ბა.

ზო­გა­დად კი "ალი­ლო" ქარ­თუ­ლი სა­წე­სო სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც შო­ბის წინა ღა­მეს სრულ­დე­ბა: რამ­დე­ნი­მე კაცი შე­იკ­რი­ბე­ბო­და, ყო­ველ ოჯახს ჩა­მო­უვ­ლი­და და სიმ­ღე­რით დღე­სას­წა­ულს მი­უ­ლო­ცავ­და. მას­პინ­ძე­ლი მომ­ღერ­ლებს სა­ნო­ვა­გით ასა­ჩუქ­რებ­და (აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ე­ტა­ნე­ბი­ნათ კვერ­ცხი - სი­ცო­ცხლი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლო). ალი­ლოს ტექ­სტებ­ში ("ოც­და­ხუთ­სა დე­კემ­ბერ­სა", "ჩიტი ღო­ბე­ზე შე­მოჯ­და", "წის­ქვილს პური და­ვა­რი­გე") გა­მოთ­ქმუ­ლი იყო ჯან­მრთე­ლო­ბის, ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და ბა­რა­ქი­ა­ნო­ბის სურ­ვი­ლე­ბი.

ალი­ლო მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ყვე­ლა კუ­თხე­ში თა­ვი­სე­ბუ­რად ას­რუ­ლებ­დნენ. სიმ­ღე­რას, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­ფუძ­ვლად უდევს წარ­მარ­თუ­ლი ჰან­გი და "ალი­ლო", რო­გორც ჩანს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ერ­ქვა (ალი­ლუ­იას­გან)...

მოკ­ლედ, ყო­ვე­ლი შო­ბის ღა­მეს, ვარ­სკვლა­ვის გა­მო­ჩე­ნი­სა და ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­ცი­ქუ­ლე­ბის წი­ნა­მორ­ბე­დი, ქრის­ტეს მა­ხა­რე­ბე­ლი მწყემ­სე­ბი მთელ ერს ამ­ცნობ­დნენ იმ უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რა­საც იესო ქრის­ტეს გან­კა­ცე­ბა ჰქვია. მწყემ­სე­ბად გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ალი­ლოს გა­ლო­ბით, თი­თო­ე­უ­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლის კარ­მი­და­მოს მო­ივ­ლიდ­ნენ და მო­უთ­მენ­ლად მომ­ლო­დი­ნე მას­პინ­ძლებს ღვთის სა­დი­დე­ბელს - ალი­ლოს მთე­ლი ქვეყ­ნის გა­სა­გო­ნად, მა­ღალ ხმა­ზე უგა­ლობ­დნენ. ჰოდა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქარ­თვე­ლი ამ სა­ო­ცა­რი ამ­ბით, სი­ხა­რუ­ლი­თა და ვარ­სკვლა­ვით გა­ნა­თე­ბულ ღა­მე­ში უხ­ვად: ფუ­ლით, ფქვი­ლით, ერ­ბო­თი, თხილ-კაკ­ლით, სა­შო­ბა­ოდ დაკ­ლუ­ლი ღო­რის ხორ­ცით და რაც მო­ე­პო­ვე­ბო­და, აჯილ­დო­ებ­და მე­ა­ლი­ლო­ებს. ვაი მას, ვინც ძღვენს და­ი­ნა­ნებ­და (მე­ა­ლი­ლო­ე­თა ძღვნის გა­რე­შე გაშ­ვე­ბა ფუ­ძის უბა­რა­ქო­ბი­სა და ზი­ა­ნის მომ­ტა­ნად მი­იჩ­ნე­ო­და). ყო­ველ სტუ­მარ­ში, ყო­ველ მე­ა­ლი­ლო­ე­ში ქარ­თვე­ლი ღმერ­თს ხე­დავ­და, რო­მელ­თათ­ვის მირ­თმე­უ­ლი ძღვე­ნი შე­სა­წი­რიც იყო და სა­ჩუ­ქა­რიც, დი­დე­ბაც და თაყ­ვა­ნის­ცე­მაც.

მა­გა­ლი­თად, თუ­შეთ­ში შო­ბას დი­ა­სახ­ლი­სი ტაბ­ლას გა­ა­წყობ­და, რო­მელ­საც ნათ­ლის­ღე­ბამ­დე ხე­ლუხ­ლებ­ლად ინა­ხავ­დნენ. მას "ქრის­ტეს სუფ­რას" ეძახ­დნენ. ტაბ­ლა­ზე უნდა ყო­ფი­ლი­ყო დიდი ქა­დე­ბი - თუ­შე­ბი ამ­ბობ­დნენ, ეს "ქრის­ტეს საგ­ძა­ლი­აო".

მოკ­ლედ, იე­სოს შო­ბის მაც­ნე­ებს უხ­ვად აჯილ­დო­ებ­დნენ და ამ დღეს მო­წყა­ლე­ბაც უხ­ვად გა­ი­ცე­მო­და. შეკ­რე­ბი­ლი ფუ­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ღა­რიბ-ღა­ტა­კებს ხმარ­დე­ბო­და, და­ნარ­ჩე­ნით კი დიდ ტრა­პეზს შლიდ­ნენ და ერ­თად ზე­ი­მობ­დნენ ქრის­ტე­შო­ბის სი­ხა­რულს.

ალი­ლოს მსგავ­სი ტრა­დი­ცია და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სამ­ყა­რო­ში, ეს ტრა­დი­ცია tricks and treats-ის ზე­იმ­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია "ჰა­ლო­უ­ინ­თან" და 31 ოქ­ტომ­ბერს ეწყო­ბა. ის ში­ნა­არ­სი­თა და ფორ­მით ქარ­თულ ალი­ლოს უახ­ლოვ­დე­ბა, რად­გან ამ დროს სა­მას­კა­რა­დო კოს­ტუ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბავ­შვე­ბი კა­ლა­თე­ბით ხელ­ში და­დი­ან კარ­და­კარ, მღე­რი­ან და მას­პინ­ძელს ტკბი­ლე­ულს სთხო­ვენ...

იონა
4

ქართველებო ვინ დაგაბრალათ ქრისტიანობა? არა თქვენ არ იცნობთ ცოცხალ ღმერთს, თქვენ რიტუალები გხიბლავთ. ხატები, სანთლები, გაფორმებული მსვლელობები, სასულიერო ერარქების ხელების დაკოცვნა, აი ამ დონეზეა დასული თქვენი რწმენა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა არის ალილო და როგორ აღნიშნავდნენ მას ქართველები

რა არის ალილო და როგორ აღნიშნავდნენ მას ქართველები

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო" სახეცვლილად ჩატარდება. კერძოდ კი, არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა, სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

„საშობაო მსახურება დაიწყება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც ჩვენში კომუნისტების დროს დაირღვა, მაგრამ 1990-იან წლებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ის აღადგინა.

დღესდღეობით ალილოს სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ზეიმობენ, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი ალილოს მსვლელობას უერთდება.

ზოგადად კი "ალილო" ქართული საწესო სიმღერაა, რომელიც შობის წინა ღამეს სრულდება: რამდენიმე კაცი შეიკრიბებოდა, ყოველ ოჯახს ჩამოუვლიდა და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი - სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში ("ოცდახუთსა დეკემბერსა", "ჩიტი ღობეზე შემოჯდა", "წისქვილს პური დავარიგე") გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილები.

ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საფუძვლად უდევს წარმართული ჰანგი და "ალილო", როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან)...

მოკლედ, ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები მთელ ერს ამცნობდნენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი მამაკაცები ალილოს გალობით, თითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს მთელი ქვეყნის გასაგონად, მაღალ ხმაზე უგალობდნენ. ჰოდა, საუკუნეების მანძილზე ქართველი ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად: ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით და რაც მოეპოვებოდა, აჯილდოებდა მეალილოებს. ვაი მას, ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად მიიჩნეოდა). ყოველ სტუმარში, ყოველ მეალილოეში ქართველი ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.

მაგალითად, თუშეთში შობას დიასახლისი ტაბლას გააწყობდა, რომელსაც ნათლისღებამდე ხელუხლებლად ინახავდნენ. მას "ქრისტეს სუფრას" ეძახდნენ. ტაბლაზე უნდა ყოფილიყო დიდი ქადები - თუშები ამბობდნენ, ეს "ქრისტეს საგძალიაო".

მოკლედ, იესოს შობის მაცნეებს უხვად აჯილდოებდნენ და ამ დღეს მოწყალებაც უხვად გაიცემოდა. შეკრებილი ფულის უმეტესი ნაწილი ღარიბ-ღატაკებს ხმარდებოდა, დანარჩენით კი დიდ ტრაპეზს შლიდნენ და ერთად ზეიმობდნენ ქრისტეშობის სიხარულს.

ალილოს მსგავსი ტრადიცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც არსებობს, მაგალითად, ინგლისურენოვან სამყაროში, ეს ტრადიცია tricks and treats-ის ზეიმთან ასოცირდება, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია "ჰალოუინთან" და 31 ოქტომბერს ეწყობა. ის შინაარსითა და ფორმით ქართულ ალილოს უახლოვდება, რადგან ამ დროს სამასკარადო კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კალათებით ხელში დადიან კარდაკარ, მღერიან და მასპინძელს ტკბილეულს სთხოვენ...

ცხინვალში შობის წირვა რუსმა მღვდელმსახურმა აღავლინა - საქართველოს ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს საკითხის შესწავლას სთხოვს

"უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნა... მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს" - რას ამბობს ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილზე

"გომბორა განიცდის ფეიერვერკებს, ვაწყნარებ და ერთად ველოდებით 12 საათს" - როგორ ულოცავს პრეზიდენტი საზოგადოებას ძველით ახალ წელს?