სტამბულის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მან თავი პოლიციის განყოფილებაში აიფეთქა. სააგენტო "როიტერი" სტამბულის მერზე დაყრდნობით იუწყება, რომ თვითმკვლელმა თავი ხელყუმბარით პოლიციის განყოფილებაში აიფეთქა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სულთან აჰმედის მეჩეთთან მოხდა. ტერორისტი ადგილზე დაიღუპა. მიმდინარეობს გამოძიება.