სამტრედიელი გიორგი ადეიშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სახლში დაბრუნებული 19 წლის ახალგაზრდა სასტიკადაა ნაცემი და ის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს . მათივე ინფორმაციით, ადეიშვილს სხეულზე მრავლობითი სილურჯეები აღენიშნება და საუბარი უჭირს.
"ვერ ლაპარაკობს და სიარულიც უჭირს. ისე სასტიკად ჰყავთ სამართალდამცველებს ნაცემი",- აცხადებს ოჯახის ერთ ერთი წევრი ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი ადეიშვილი ორი დღის წინ დაიკარგა და მას ოჯახის წევრები ეძებდნენ. როგორც დაკარგულის დედა აცხადებდა, მისი შვილი სავრაუდოდ სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული და ნაცემი.