პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პავლოვიჩი თამარ სანიკიძესთან შეხვედრას ითხოვს - "კაბინეტში მინდა ვუთხრა, რა მინდა"
პავლოვიჩი თამარ სანიკიძესთან შეხვედრას ითხოვს - "კაბინეტში მინდა ვუთხრა, რა მინდა"

შალ­ვა ჯა­ნი­აშ­ვილს მა­ყუ­რე­ბე­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექ­ტე­ბი­დან იც­ნობს. ეპა­ტა­ჟუ­რი პავ­ლო­ვი­ჩი "ნი­ჭი­ე­რის" ფი­ნალ­ში ვერ მოხ­ვდა, რის გა­მოც გულ­გა­ტე­ხი­ლია, თუმ­ცა იმედს არ კარ­გავს, რომ მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს.

- ყვე­ლა­ფერს მა­ყუ­რებ­ლის­თვის ვა­კე­თებ, სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ჩემი "ჟილ­კით", ჩემი მო­ტი­ვა­ცი­ით და მონ­დო­მე­ბით ვარ გა­მორ­ჩე­უ­ლი. მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ხალ­ხის­თვის ვცხოვ­რობ და მინ­და, ხალ­ხთან ერ­თად მი­ვი­ღო სი­ა­მოვ­ნე­ბა. ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი რომ არა, არ ვიცი, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და, მათ გა­რე­შე შე­მარ­თე­ბა არ მექ­ნე­ბო­და.

- სა­კუ­თარ იმიჯ­ზე თა­ვად ზრუ­ნავ?

- ჩე­მით ვარ­ჩევ, რა ჩა­ვიც­ვა. რაც მაც­ვია, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გე­მოვ­ნე­ბით არის შერ­ჩე­უ­ლი, ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბაა. მოგ­წონ­ვართ, ხო?

- ასე­თი ჩაც­მუ­ლი გა­დი­ხართ ქუ­ჩა­ში?

- როცა მსი­ა­მოვ­ნებს ასე გავ­დი­ვარ ქუ­ჩა­ში. ხალ­ხი მო­დის ქუ­ჩა­ში, "სელ­ფებს" ვი­ღებთ, ყვა­ვი­ლებს მჩუქ­ნი­ან. მა­მა­კა­ცი ვარ, მაგ­რამ მეც მიყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი. ხალ­ხის სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი აქამ­დეც არ მაკ­ლდა.

- რა გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი?

- სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბა მაქვს. მას­წავ­ლებ­ლებ­თან დავ­დი­ო­დი. პო­ლი­ტი­კაც მეს­მის და ფეხ­ბურ­თის თა­მა­შიც ვიცი. ხალ­ხის­თვის მინ­და არ­სე­ბო­ბა, მათი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რო და ჩემი სა­ხე­ლი უნდა ვუკ­ვდავ­ყო. სო­ცი­ა­ლუ­რად წელ­ში გა­მარ­თუ­ლი უნდა იყო, ეს რომ მო­ა­ხერ­ხო და მე ამის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. "ნი­ჭი­ე­რიც" მეხ­მა­რე­ბა ამა­ში, როცა იქ­ნე­ბა გა­მი­მარ­თლებს. დიდი გეგ­მე­ბი მაქვს, ქვე­ყა­ნა უნდა ავაყ­ვა­ვო, წელ­ში გავ­მარ­თო ყვე­ლა­ფე­რი. ფული ჯი­ბე­ში არ უნდა შე­ვი­ნა­ხოთ. კოც­ნის ორ­გი­ად უნდა გა­და­იქ­ცეს შენი ხალ­ხში გას­ვლა, ისე­თი სა­ხე­ლი უნდა გქონ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ხელ­შე­წყო­ბა არ მაქვს, მაგ­რამ არ ვნებ­დე­ბი. დის­ციპ­ლი­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ემო­ცი­უ­რი კაცი ვარ, ქუ­ჩაც მეს­მის და სუფ­რაც. დიდ­თან დიდი ვარ, პა­ტა­რას­თან პა­ტა­რა და მი­ნის­ტრთან მი­ნის­ტრი. თა­მარ სა­ნი­კი­ძეს­თან მინ­და შეხ­ვედ­რა, რამ­დე­ნი ხა­ნია ამას ვცდი­ლობ. კა­ბი­ნეტ­ში მინ­და ვუ­თხრა, რა მინ­და. ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ჭა­ობ­შია. რე­პე­ტი­ტო­რის ცოდ­ნა უფრო ფას­დე­ბა და ამა­ზე მინ­და ვე­სა­უბ­რო.

- გო­გო­ებს სად ეპა­ტი­ჟე­ბი გა­სარ­თო­ბად?

- კლუბ­შიც ვყო­ფილ­ვართ, ზომა და წონა ვიცი, ლა­მა­ზი გოგო მიყ­ვარს და არა ბოზი. 200 კაც­თან რომ დაწ­ვე­ბა, ეგ არის ბოზი. არ­ცერ­თი ღა­მის­თვის არ მინ­და ბოზი. მო­დე­ლი, ქერა, სლა­ვუ­რი გა­რეგ­ნო­ბის, გრძელ­ფე­ხე­ბა გოგო მინ­და, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს არის ცინ­ცხა­ლი. "ლა­მაზ თა­ი­გულს მო­გარ­თმევ მე შენ, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, არას­დროს არ თქვა ძვირ­ფა­სო, რომ შენ არა­ვინ არა გყავს". არ მიყ­ვარს ორ­გი­ე­ბი და ხმა­უ­რი­ა­ნი გარ­თო­ბე­ბი. ქალს ფეხი უხ­დე­ბა, ქა­ლის ფეხი შავ "კალ­გოტ­კა­შია" ლა­მა­ზი. მე ასე­თი ქა­ლე­ბი მიყ­ვარს. შიშ­ვე­ლი ქალი არ მიყ­ვარს, ჩაც­მუ­ლი ქა­ლია სექ­სუ­ა­ლუ­რი.

- ცნო­ბი­ლი ქა­ლე­ბი­დან ვინ მოგ­წონს?

- გა­რეგ­ნო­ბის მხრივ ცოტა მომ­წონს სოფო ნი­ჟა­რა­ძე, მაგ­რამ არ ვგიჟ­დე­ბი. რომ გიჟ­დე­ბი­ან ნი­ნა­ზე, ასე­თი სტი­ლის გო­გო­ე­ბი არ მიყ­ვარს, თუკი ასე გა­ფა­სე­ბენ, ხე­ლოვ­ნუ­რი არ უნდა იყო. ყვე­ლა გიჟ­დე­ბა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­ზე, მაგ­რამ ეგეც ხე­ლოვ­ნუ­რია, არ მომ­წონს. ბუ­ნებ­რი­ვი ქალი მიყ­ვარს, არ მიყ­ვარს მა­კი­ა­ჟი­ა­ნი ქალი. არ ილე­ვა ვნე­ბა და ნება.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პავლოვიჩი თამარ სანიკიძესთან შეხვედრას ითხოვს - "კაბინეტში მინდა ვუთხრა, რა მინდა"

პავლოვიჩი თამარ სანიკიძესთან შეხვედრას ითხოვს - "კაბინეტში მინდა ვუთხრა, რა მინდა"

შალვა ჯანიაშვილს მაყურებელი "რუსთავი 2"-ის პროექტებიდან იცნობს. ეპატაჟური პავლოვიჩი "ნიჭიერის" ფინალში ვერ მოხვდა, რის გამოც გულგატეხილია, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ მომავალში წარმატებას მიაღწევს.

- ყველაფერს მაყურებლისთვის ვაკეთებ, სანახაობაზე ვარ ორიენტირებული. ჩემი "ჟილკით", ჩემი მოტივაციით და მონდომებით ვარ გამორჩეული. მიზანდასახული ადამიანი ვარ, ხალხისთვის ვცხოვრობ და მინდა, ხალხთან ერთად მივიღო სიამოვნება. ლამაზი გოგონები რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა, მათ გარეშე შემართება არ მექნებოდა.

- საკუთარ იმიჯზე თავად ზრუნავ?

- ჩემით ვარჩევ, რა ჩავიცვა. რაც მაცვია, ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის შერჩეული, ჩემი შემოქმედებაა. მოგწონვართ, ხო?

- ასეთი ჩაცმული გადიხართ ქუჩაში?

- როცა მსიამოვნებს ასე გავდივარ ქუჩაში. ხალხი მოდის ქუჩაში, "სელფებს" ვიღებთ, ყვავილებს მჩუქნიან. მამაკაცი ვარ, მაგრამ მეც მიყვარს ყვავილები. ხალხის სითბო და სიყვარული აქამდეც არ მაკლდა.

- რა განათლება გაქვთ მიღებული?

- სამსახიობო განათლება მაქვს. მასწავლებლებთან დავდიოდი. პოლიტიკაც მესმის და ფეხბურთის თამაშიც ვიცი. ხალხისთვის მინდა არსებობა, მათი ცხოვრებით ვიცხოვრო და ჩემი სახელი უნდა ვუკვდავყო. სოციალურად წელში გამართული უნდა იყო, ეს რომ მოახერხო და მე ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. "ნიჭიერიც" მეხმარება ამაში, როცა იქნება გამიმართლებს. დიდი გეგმები მაქვს, ქვეყანა უნდა ავაყვავო, წელში გავმართო ყველაფერი. ფული ჯიბეში არ უნდა შევინახოთ. კოცნის ორგიად უნდა გადაიქცეს შენი ხალხში გასვლა, ისეთი სახელი უნდა გქონდეს. სამწუხაროდ, ხელშეწყობა არ მაქვს, მაგრამ არ ვნებდები. დისციპლინის მოყვარული ადამიანი ვარ. ემოციური კაცი ვარ, ქუჩაც მესმის და სუფრაც. დიდთან დიდი ვარ, პატარასთან პატარა და მინისტრთან მინისტრი. თამარ სანიკიძესთან მინდა შეხვედრა, რამდენი ხანია ამას ვცდილობ. კაბინეტში მინდა ვუთხრა, რა მინდა. ქართული განათლების სისტემა ჭაობშია. რეპეტიტორის ცოდნა უფრო ფასდება და ამაზე მინდა ვესაუბრო.

- გოგოებს სად ეპატიჟები გასართობად?

- კლუბშიც ვყოფილვართ, ზომა და წონა ვიცი, ლამაზი გოგო მიყვარს და არა ბოზი. 200 კაცთან რომ დაწვება, ეგ არის ბოზი. არცერთი ღამისთვის არ მინდა ბოზი. მოდელი, ქერა, სლავური გარეგნობის, გრძელფეხება გოგო მინდა, რომელიც ამავე დროს არის ცინცხალი. "ლამაზ თაიგულს მოგართმევ მე შენ, ძალიან მიყვარხარ, არასდროს არ თქვა ძვირფასო, რომ შენ არავინ არა გყავს". არ მიყვარს ორგიები და ხმაურიანი გართობები. ქალს ფეხი უხდება, ქალის ფეხი შავ "კალგოტკაშია" ლამაზი. მე ასეთი ქალები მიყვარს. შიშველი ქალი არ მიყვარს, ჩაცმული ქალია სექსუალური.

- ცნობილი ქალებიდან ვინ მოგწონს?

- გარეგნობის მხრივ ცოტა მომწონს სოფო ნიჟარაძე, მაგრამ არ ვგიჟდები. რომ გიჟდებიან ნინაზე, ასეთი სტილის გოგოები არ მიყვარს, თუკი ასე გაფასებენ, ხელოვნური არ უნდა იყო. ყველა გიჟდება შორენა ბეგაშვილზე, მაგრამ ეგეც ხელოვნურია, არ მომწონს. ბუნებრივი ქალი მიყვარს, არ მიყვარს მაკიაჟიანი ქალი. არ ილევა ვნება და ნება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები