ადამიანის ფსიქიკა ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა მის შესახებ მრავალი საინტერესო ფაქტი იციან და ადამიანის ქცევის წინასწარმეტყველებაც კი შეუძლიათ, მრავალი ასპექტი მაინც შეუსწავლელი რჩება.
ჩვენ ხშირად გვიყვარდება ჩვენი მშობლების მსგავსი ადამიანები. ამის მიზეზი ბავშვობაში გადაუჭრელი პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც არაცნობიერად, მოზრდილ ასაკში ვცდილობთ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა, რა რიგითობით არის ასოები განლაგებული, ჩვენ მაინც სწორად ვკითხულობთ ტექსტს, მნიშვნელოვანია, რომ პირველი და ბოლო ასო იყოს სწორი.
ისეთმა ბედნიერმა მოვლენებმა, როგორიცაა უნივერსიტეტის დამთავრება, ჩაბარება, ქორწინება ან ახალი სამსახური, შეიძლება დეპრესიამდე მიგვიყვანონ.
ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი პრინციპი: რაც უფრო მაღალია მოლოდინები რაიმე მოვლენასთან დაკავშირებით, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ იმედგაცრუებულები დარჩებით. მეტს ელი - ნაკლებს იღებ, ნაკლებს ელი - მეტს იღებ.
უცნობ ადგილზე აღმოჩენილი ადამიანების უმეტესობა მარჯვნივ ბრუნდება. ამ ფაქტის ცოდნა ძალიან გამოგადგებათ, თუკი არ გსურთ, საცობში დგომა, მაშინ დაიკავეთ ადგილი მარცხნივ.
იმ შემთხვევაში, თუ "კოშმარები" გაწუხებთ, შესაძლოა, ძილის დროს გცივათ. მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ რაც უფრო ცივა ოთახში, მით მეტია ცუდი სიზმრის ნახვის ალბათობა.