შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენის მუშაობა გახანგრძლივდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, მეტროპოლიტენი 04:30 საათამდე იმუშავებს და მგზავრთა გადაადგილება 23:00 საათიდან 04:30 საათამდე უფასო იქნება.
7 იანვარს, "ალილოს" მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. მსვლელობა 7 იანვარს, 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.
თბილისის მერიამ "ალილოს" მსვლელობისთვის ოთხი ავტობუსი გამოყო. "ალილოს" მონაწილეები შემოწირულობებს ავტობუსების საშუალებით ბავშვთა სახლებს გადასცემენ.
"ინტერპრესნიუსი"