პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა
The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან­მა ბრი­ტა­ნულ­მა ფი­ნან­სურ­მა ჟურ­ნალ­მა The Banker, რო­მელ­საც Financial Times Group ფლობს, ევ­რო­პის 2014 წლის სა­უ­კე­თე­სო ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის მმარ­თვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე და­ა­სა­ხე­ლა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ავ­რცე­ლებს.

"მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი გა­მო­ცე­მა, ყო­ველ­წლი­უ­რად იკ­ვლევს და ავ­ლენს წამ­ყვან ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებს და სა­უ­კე­თე­სო ბან­კი­რებს 149 ქვე­ყა­ნა­ში. გა­მარ­ჯვე­ბულ­თა შე­ფა­სე­ბა წინა წლის მო­ნა­ცემ­ზე დაყ­რდნო­ბით ხდე­ბა. The Banker-ის ყო­ველ­წლი­უ­რი და­ჯილ­დო­ე­ბა ავ­ლენს იმ ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდის სტი­მუ­ლი­რე­ბას და სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას სა­უ­კე­თე­სოდ გა­არ­თვეს თავი", - აცხა­დე­ბენ ეროვ­ნულ ბან­კში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, The Banker-ი მი­იჩ­ნევს, რომ კარ­გად კა­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი სა­ბან­კო სექ­ტო­რი, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა მდგრა­დო­ბა ძი­რი­თა­დი შო­კე­ბის მი­მართ, იყო მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბოლო წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში, იმ­დე­ნად, რომ მსოფ­ლიო ბან­კის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი ქა­და­გი­ძემ 2014 წელს სა­ბან­კო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ყა­ზა­ხე­თის, ტა­ჯი­კე­თი­სა და სხვა ცენ­ტრა­ლურ ბან­კებს გა­უ­ზი­ა­რა.

გა­სუ­ლი წლის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა, ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო ბან­კი­რის წო­დე­ბა ჩეხ მი­როს­ლავ სინ­გერს მი­ა­ნი­ჭეს.

The Banker მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი სა­ბან­კო და სა­ფი­ნან­სო რე­სურ­სია, რო­მელ­საც 180 ქვე­ყა­ნა­ში კი­თხუ­ლო­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა

The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა

მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker, რომელსაც Financial Times Group ფლობს, ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაასახელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა, ყოველწლიურად იკვლევს და ავლენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და საუკეთესო ბანკირებს 149 ქვეყანაში. გამარჯვებულთა შეფასება წინა წლის მონაცემზე დაყრდნობით ხდება. The Banker-ის ყოველწლიური დაჯილდოება ავლენს იმ ხელმძღვანელ პირებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და სტაბილიზაციას საუკეთესოდ გაართვეს თავი", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე განმარტებით, The Banker-ი მიიჩნევს, რომ კარგად კაპიტალიზებული და სტაბილური საბანკო სექტორი, რომელმაც აჩვენა მდგრადობა ძირითადი შოკების მიმართ, იყო მთავარი მახასიათებელი ბოლო წლების საქართველოში, იმდენად, რომ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2014 წელს საბანკო ზედამხედველობის გამოცდილება ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ცენტრალურ ბანკებს გაუზიარა.

გასული წლის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, ევროპის საუკეთესო ბანკირის წოდება ჩეხ მიროსლავ სინგერს მიანიჭეს.

The Banker მსოფლიოს პირველი საბანკო და საფინანსო რესურსია, რომელსაც 180 ქვეყანაში კითხულობენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია