სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბა ჰე და აბა ჰო" - კორკოტა პარლამენტში შესვლისთვის ემზადება: "არ მაინტერესებს ვინმე თუ იფიქრებს, რუსეთუმეაო"
"აბა ჰე და აბა ჰო" - კორკოტა პარლამენტში შესვლისთვის ემზადება: "არ მაინტერესებს ვინმე თუ იფიქრებს, რუსეთუმეაო"

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლი თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ახალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აყა­ლი­ბებს და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი სლო­გა­ნია - "აბა ჰე და აბა ჰო". ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცია 10 იან­ვარს უნდა შედ­გეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად Ambebi.ge გია კორ­კო­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- შეკ­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი არ და­მი­სა­ხე­ლე­ბია, არც სა­ხე­ლი ვი­ცით ჯერ. რამ­დე­ნი­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ერ­თი­ან­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­ახ­სე­ნებს მთავ­რო­ბას, რომ ცო­ცხლე­ბი ვართ და ვარ­სე­ბობთ. სა­კუ­თარ პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავს რო­გორც პარ­ტი­უ­ლი, ასე­ვე ვე­ტე­რა­ნი ძა­ლოს­ნე­ბი და ე.წ. ენ­ჯე­ო­ე­ბი. მათ შო­რის ჩემი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ახალ­გაზ­რდე­ბის ენ­ჯეო "გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე" და ა.შ. გვინ­და დავ­გეგ­მოთ სტრა­ტე­გია, რომ ავუხ­სნათ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რა არის ჩვე­ნი შეკ­რე­ბის მი­ზე­ზი.

- რა არის თქვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი?

- ეს არის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" გაწ­მენ­და. გვინ­და ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნის ნიჭს აფა­სე­ბენ და და­ა­ფა­სე­ბენ.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ ნი­ჭი­ერ­მა ხალ­ხმა ვერც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის­გან იგ­რძნო და­ფა­სე­ბა?

- ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ და­ამ­ტკი­ცა გუნ­დი, ოპ­ტი­მა­ლუ­რი გუნ­დი შეკ­რი­ბა მან, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა. როცა შეც­დო­მე­ბით და­ი­წყო ამ ხალ­ხმა ქვეყ­ნის მარ­თვა, ჩვენ გვერ­დით და­ვუ­დე­ქით და ხმა არ ამო­ვი­ღეთ, არ გვინ­დო­და ხელი შეგ­ვე­შა­ლა მათ­თვის, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გა­არ­თვეს თავი. არ აქვთ საკ­მა­რი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, შიში აქვთ, ოღონდ რისი, არ ვიცი; უი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფია. თა­ვად ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ თქვა, რომ ბევ­რმა ვერ ივარ­გა მის გუნდში და ესე­ნი არი­ან საკ­ვან­ძო ად­გი­ლებ­ზე. ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა ასე ბა­ტონ ბი­ძი­ნას.

- თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ არ ხსნი­ან ასეთ ადა­მი­ა­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან?

- ჩა­ნაც­ვლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ხო უნდა იყოს? გვინ­და მო­ვამ­ზა­დოთ მო­ე­და­ნი, ხი­ლუ­ლი იყოს საზ­გა­დო­ე­ბის­თვის, ვინ დად­გე­ბა წინ. გვინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღირ­სე­უ­ლი წევ­რე­ბი - ეკო­ნო­მის­ტე­ბი, მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბი წა­მოვ­წი­ოთ წინ. რომ შია ამ ხალ­ხს და ვხე­დავთ, ისი­ნი თავს ვერ არ­თმე­ვენ საქ­მეს, ამი­ტომ და­ვი­წყეთ მოძ­რა­ო­ბა, თო­რემ დავ­ჯდე­ბო­დი სახ­ლში. "ოც­ნე­ბამ" რა შე­მად­გენ­ლო­ბი­თაც და­ი­წყო თა­მა­ში, მათ­გან არა­ვი­ნაა დარ­ჩე­ნი­ლი. კუ­ლუ­ა­რუ­ლად ლან­ძღა­ვენ ერ­თმა­ნეთს. ვექ­ტო­რი არ აქვს სა­ხელ­მწი­ფოს. კი ვამ­ბობთ, რომ და­სავ­ლე­თის­კენ მივ­დი­ვართ, მაგ­რამ რუ­სეთს, რო­გორც მე­ზო­ბელს, ვერ­სად გა­დავ­დგამთ, ჩვე­ნი თა­ვის ტკი­ვი­ლია.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- რუ­სე­თიც ვე­შა­პია და ამე­რი­კაც. ორი­ვე ცდი­ლობს, ფი­ნია ძაღ­ლი­ვით გვა­ყე­ფოს. სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დი პრი­ო­რი­ტე­ტია, რის­თვი­საც უნდა ვიბ­რძო­ლოთ. ვინც ხელს მოგ­ვი­მარ­თავს, ეს იქ­ნე­ბა ბან­გლა­დე­ში, რუ­სე­თი თუ ამე­რი­კა, ყვე­ლას­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა გვქონ­დეს.

- ანუ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ თუ და­ვათ­ბობთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს, აღ­ვად­გენთ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ებს?

- ასე რომ იყოს, კრემლთან და­ვი­წყებ­დი შიმ­შილს, ან რა­მეს. ჩვენ ახლა ყვე­ლა­ფე­რი უნდა ვცა­დოთ. რა­საც ათი წელი ვა­კე­თებ­დით, რუ­სე­თი მტე­რია, ესა, ისა, ამით ვე­რა­ფე­რი ვერ მო­ვი­გეთ, შე­ვა­ტო­კეთ სა­ერ­თოდ? პი­რი­ქით, გად­მო­წი­ეს სა­ზღვრე­ბი. და­ვუ­წე­ქით ამე­რი­კას და რა?! ამე­რი­კას ღია კონფრონ­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლა არ უნდა რუ­სეთ­თან და ჩვენ გო­ნი­ე­რე­ბა უნდა მო­ვიხ­მა­როთ. სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს ვინ­მე თუ იფიქ­რებს, რუ­სე­თუ­მე­აო. ჩვენ თუ სწო­რად ვი­ა­რეთ, ღმერ­თია მო­წყა­ლე.

- გქო­ნი­ათ მცდე­ლო­ბა, რომ სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ან ირაკ­ლი ღარ­ბაშ­ვილ­თან და­გე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ?

- ირაკ­ლის­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი, და­ქო­ქი­ლიც იყო თემა, მაგ­რამ იმ­ხე­ლა ომში და და­ვი­და­რა­ბა­შია, ვე­ღარ შევ­ხვდით. ზუს­ტად ირაკ­ლი უნდა ენ­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რად­გან მის­თვის კარ­გია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მე­გობ­რო­ბა.

- თუ ვერ მი­აღ­წი­ეთ შე­დეგს, შემ­დე­გი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა რა იქ­ნე­ბა?

- ეს ხალ­ხის წი­აღ­ში მო­ხარ­შუ­ლი აზ­რე­ბია. თუ თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბით გა­აგ­რძე­ლა მთავ­რო­ბამ მუ­შა­ო­ბა, გა­ვერ­თი­ან­დე­ბით, ან პარ­ტი­ას გა­ვა­კე­თებთ და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"აბა ჰე და აბა ჰო" - კორკოტა პარლამენტში შესვლისთვის ემზადება: "არ მაინტერესებს ვინმე თუ იფიქრებს, რუსეთუმეაო"

"აბა ჰე და აბა ჰო" - კორკოტა პარლამენტში შესვლისთვის ემზადება: "არ მაინტერესებს ვინმე თუ იფიქრებს, რუსეთუმეაო"

ცნობილი გახდა, რომ გია კორკოტაშვილი თანამოაზრეებთან ერთად ახალ ორგანიზაციას აყალიბებს და გავრცელებული ინფორმაციით, მათი სლოგანია - "აბა ჰე და აბა ჰო". ორგანიზაციის პრეზენტაცია 10 იანვარს უნდა შედგეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციაში უკმაყოფილო მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან გაწევრიანებული. დეტალების გასარკვევად Ambebi.ge გია კორკოტაშვილს დაუკავშირდა.

- შეკრების კონკრეტული თარიღი არ დამისახელებია, არც სახელი ვიცით ჯერ. რამდენიმე საზოგადოება გაერთიანდება, რომელიც შეახსენებს მთავრობას, რომ ცოცხლები ვართ და ვარსებობთ. საკუთარ პროტესტს გამოხატავს როგორც პარტიული, ასევე ვეტერანი ძალოსნები და ე.წ. ენჯეოები. მათ შორის ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდების ენჯეო "გაბრაზებული მოქალაქე" და ა.შ. გვინდა დავგეგმოთ სტრატეგია, რომ ავუხსნათ საზოგადოებას, რა არის ჩვენი შეკრების მიზეზი.

- რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა და გაერთიანების მიზეზი?

- ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პოლიტიკური ველის "ნაციონალური მოძრაობისგან" გაწმენდა. გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანის ნიჭს აფასებენ და დააფასებენ.

- თქვენ ამბობთ, რომ ნიჭიერმა ხალხმა ვერც ბიძინა ივანიშვილის მთავრობისგან იგრძნო დაფასება?

- ბატონმა ბიძინამ დაამტკიცა გუნდი, ოპტიმალური გუნდი შეკრიბა მან, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა. როცა შეცდომებით დაიწყო ამ ხალხმა ქვეყნის მართვა, ჩვენ გვერდით დავუდექით და ხმა არ ამოვიღეთ, არ გვინდოდა ხელი შეგვეშალა მათთვის, მაგრამ ვერაფერს გაართვეს თავი. არ აქვთ საკმარისი პროფესიონალიზმი, შიში აქვთ, ოღონდ რისი, არ ვიცი; უინიციატივო ჯგუფია. თავად ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ბევრმა ვერ ივარგა მის გუნდში და ესენი არიან საკვანძო ადგილებზე. ძალიან გაუჭირდება ასე ბატონ ბიძინას.

- თქვენი აზრით, რატომ არ ხსნიან ასეთ ადამიანებს თანამდებობიდან?

- ჩანაცვლების ალტერნატივა ხო უნდა იყოს? გვინდა მოვამზადოთ მოედანი, ხილული იყოს საზგადოებისთვის, ვინ დადგება წინ. გვინდა, საზოგადოების ღირსეული წევრები - ეკონომისტები, მამულიშვილები წამოვწიოთ წინ. რომ შია ამ ხალხს და ვხედავთ, ისინი თავს ვერ ართმევენ საქმეს, ამიტომ დავიწყეთ მოძრაობა, თორემ დავჯდებოდი სახლში. "ოცნებამ" რა შემადგენლობითაც დაიწყო თამაში, მათგან არავინაა დარჩენილი. კულუარულად ლანძღავენ ერთმანეთს. ვექტორი არ აქვს სახელმწიფოს. კი ვამბობთ, რომ დასავლეთისკენ მივდივართ, მაგრამ რუსეთს, როგორც მეზობელს, ვერსად გადავდგამთ, ჩვენი თავის ტკივილია.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დარეგულირდეს რუსეთთან ურთიერთობა?

- რუსეთიც ვეშაპია და ამერიკაც. ორივე ცდილობს, ფინია ძაღლივით გვაყეფოს. საქართველოს მთლიანობა ძირითადი პრიორიტეტია, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ. ვინც ხელს მოგვიმართავს, ეს იქნება ბანგლადეში, რუსეთი თუ ამერიკა, ყველასთან კარგი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ თუ დავათბობთ რუსეთთან ურთიერთობებს, აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიებს?

- ასე რომ იყოს, კრემლთან დავიწყებდი შიმშილს, ან რამეს. ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა ვცადოთ. რასაც ათი წელი ვაკეთებდით, რუსეთი მტერია, ესა, ისა, ამით ვერაფერი ვერ მოვიგეთ, შევატოკეთ საერთოდ? პირიქით, გადმოწიეს საზღვრები. დავუწექით ამერიკას და რა?! ამერიკას ღია კონფრონტაციაში შესვლა არ უნდა რუსეთთან და ჩვენ გონიერება უნდა მოვიხმაროთ. სულ არ მაინტერესებს ვინმე თუ იფიქრებს, რუსეთუმეაო. ჩვენ თუ სწორად ვიარეთ, ღმერთია მოწყალე.

- გქონიათ მცდელობა, რომ საკუთარი პროტესტი ბიძინა ივანიშვილთან ან ირაკლი ღარბაშვილთან დაგეფიქსირებინათ?

- ირაკლისთან მქონდა საუბარი, დაქოქილიც იყო თემა, მაგრამ იმხელა ომში და დავიდარაბაშია, ვეღარ შევხვდით. ზუსტად ირაკლი უნდა ენდოს საზოგადოებას, რადგან მისთვის კარგია საზოგადოებასთან მეგობრობა.

- თუ ვერ მიაღწიეთ შედეგს, შემდეგი სამოქმედო გეგმა რა იქნება?

- ეს ხალხის წიაღში მოხარშული აზრებია. თუ თავიანთი ხედვებით გააგრძელა მთავრობამ მუშაობა, გავერთიანდებით, ან პარტიას გავაკეთებთ და საპარლამენტო არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა