ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან ცხენები ბალახობენ. 10-მდე ცხოველი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან გამოჩნდა.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სპეციალურ კომპანიას, რომელსაც უპატრონო ცხოველების აყვანა და დაკავება ევალება, წლის ბოლოს ვადა ამოეწურა, რის გამოც ისინი ცხენების დაკავებას ვერ შეძლებენ.