სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის - "ჩემს ქმარს არ სწამდა და ეხლა თვითონ მოუშვა წვერი"
ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის - "ჩემს ქმარს არ სწამდა და ეხლა თვითონ მოუშვა წვერი"

გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში ღვთის­მშობ­ლის ხატს სის­ხლი სდის. ხატი კო­ბი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. ოჯა­ხის წევ­რებ­მა მე­ზობ­ლის ნა­ჩუ­ქარ ხატ­ზე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­ნიშ­ნეს.

"2 წლის წინ, ჩემ შვილს ეს ხატი მე­ზო­ბელ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქა. ხატი მთლად სუფ­თა იყო და ახლა 2 წლის მერე, ოქ­ტომ­ბრის თვი­დან გა­უჩ­ნდა ეს ლაქა. თა­ვი­დან ორი ხაზი ჰქონ­და, მაგ­რამ ორი დღის მერე მე­სა­მე ხა­ზიც გა­უჩ­ნდა. მამა მი­ქა­ელ­თან წა­ვაბ­რძა­ნეთ ეს ხატი და მან გვი­თხრა, რომ კი­დევ მო­ე­მა­ტე­ბა და არ შე­გე­შინ­დე­თო. ვინც მო­ვი­დეს, ყვე­ლა შე­მო­უშ­ვით და ყვე­ლამ ილო­ცო­სო. ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მო­დის. სწრაფ­შემსმე­ნე­ლი და სას­წა­ულ­მოქ­მე­დი­აო მამა მი­ქა­ელ­მა თქვა. ჩემს ქმარს არ სწამ­და და ეხლა თვი­თონ მო­უშ­ვა წვე­რი", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ნა­ი­რა კო­ბი­აშ­ვილ­მა.

ხატი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მაც ნა­ხეს.

"ეს სის­ხლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ნი­კა­პთან ნა­კაწ­რია და სის­ხლის ლა­ქე­ბი იზ­რდე­ბა. მე­უ­ფემ მკი­თხა, სურ­ნე­ლო­ვა­ნი თუ იყო, მაგ­რამ არ ვი­ცით. ხატი ჩარ­ჩო­ში ზის და მისი გახ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვად ვერ მი­ვი­ღე. მე­უ­ფეს­თან ვა­პი­რებთ ხა­ტის წაბ­რძა­ნე­ბას და მა­შინ გვე­ცო­დი­ნე­ბა ზუს­ტი პა­სუ­ხი", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ჩუმ­ლაყ­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვარ­მა, მამა ბეჟან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის - "ჩემს ქმარს არ სწამდა და ეხლა თვითონ მოუშვა წვერი"

ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის - "ჩემს ქმარს არ სწამდა და ეხლა თვითონ მოუშვა წვერი"

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის. ხატი კობიაშვილების ოჯახშია დაბრძანებული. ოჯახის წევრებმა მეზობლის ნაჩუქარ ხატზე მცირე რაოდენობის სისხლი რამდენიმე თვის წინ შენიშნეს.

"2 წლის წინ, ჩემ შვილს ეს ხატი მეზობელმა დაბადების დღეზე აჩუქა. ხატი მთლად სუფთა იყო და ახლა 2 წლის მერე, ოქტომბრის თვიდან გაუჩნდა ეს ლაქა. თავიდან ორი ხაზი ჰქონდა, მაგრამ ორი დღის მერე მესამე ხაზიც გაუჩნდა. მამა მიქაელთან წავაბრძანეთ ეს ხატი და მან გვითხრა, რომ კიდევ მოემატება და არ შეგეშინდეთო. ვინც მოვიდეს, ყველა შემოუშვით და ყველამ ილოცოსო. ძალიან ბევრი ხალხი მოდის. სწრაფშემსმენელი და სასწაულმოქმედიაო მამა მიქაელმა თქვა. ჩემს ქმარს არ სწამდა და ეხლა თვითონ მოუშვა წვერი", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნაირა კობიაშვილმა.

ხატი სასულიერო პირებმაც ნახეს.

"ეს სისხლად შეიძლება ჩაითვალოს. ნიკაპთან ნაკაწრია და სისხლის ლაქები იზრდება. მეუფემ მკითხა, სურნელოვანი თუ იყო, მაგრამ არ ვიცით. ხატი ჩარჩოში ზის და მისი გახსნის გადაწყვეტილება თავად ვერ მივიღე. მეუფესთან ვაპირებთ ხატის წაბრძანებას და მაშინ გვეცოდინება ზუსტი პასუხი", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩუმლაყში მდებარე ეკლესიის მოძღვარმა, მამა ბეჟანმა.

იხილეთ ვიდეო

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა