ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შოუ "ნიჭიერის" სცენაზე დღეს 36 "პავლოვიოჩი" წარსდგა.
კონკურსანტის შოუმ ჟიურის წევრების და დარბაზის გაოცება გამოიწვია და ნიკა გვარამიამ გულისტკივილი გაამხილა.
"შენ რომ გადარეული იყავი ბატონო ჩემო, კი ვიცოდი, მაგრამ ამდენი გადარეული ერთად სად იპოვე?" - იკითხა პავლოვიჩების ხილვით გაოგნებულმა ჭოლამ.
"გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ როგორც ტელეპროდიუსერსა და ტელემენეჯერს მგონია რომ პავლოვიჩი სერიოზული მონაპოვარია ტელევიზიისთვის და ჩემი პროდიუსერების გასაგონად ვამბობ ამ კაცისგან ერთი კარგი ტელეპროდუქტი აუცილებლად გამოვა. ძალიან გატეხილი მაქვს გული იმის გამო რომ პავლოვიჩი ახალი წლის შოუებში არ გამოჩნდა როგორც წამყვანიც კი"..