პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქი აზროვნებით და მოღვაწეობით, ძალიან შორს არის იმ ბნელი მღვდლებისგან, რომლებიც საზოგადოებას ასე აღიზიანებენ"
"პატრიარქი აზროვნებით და მოღვაწეობით, ძალიან შორს არის იმ ბნელი მღვდლებისგან, რომლებიც საზოგადოებას ასე აღიზიანებენ"

სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს პოსტს უძღვნის.

"გუ­შინ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი 82 წლის გახ­და და ამ ადა­მი­ან­ზე მინ­და რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ვთქვა:

რა თქმა უნდა, სა­პატ­რი­არ­ქო­ში, ისე­ვე რო­გორც სამ­ღვრდე­ლო­ე­ბა­ში, უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა. არის ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც სიბ­ნე­ლეს ქა­და­გებს, ან მხო­ლოდ თა­ვის პი­რად ინ­ტე­რეს­ზე ზრუ­ნავს. სის­ტე­მა ცუ­დად მუ­შა­ობს და მრევ­ლის დიდი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ბევრ ადა­მი­ანს მო­ი­ცავს, ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნო­ბი­დან ნამ­დვი­ლად შორს არის. ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აზ­რით, ამის მი­ზე­ზი ერთი რამ არის: რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ინ­გრა, ეკ­ლე­სი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი გახ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის ქრის­ტი­ა­ნო­ბის­კენ მობ­რუ­ნე­ბა. აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, არა ხა­რისხზე და ეს იყო პატ­რი­არ­ქის მთა­ვა­რი შეც­დო­მა.

მღვრდლე­ბად აკურ­თხეს ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც შორს იყ­ვნენ სუ­ლი­ე­რი სიწ­მინ­დის­გან და ისი­ნი ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის მზად სა­ერ­თოდ არ იყ­ვნენ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა წლე­ბის შემ­დეგ თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ზოგ­მა თა­ვის პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ზე და­ი­წყო ფიქ­რი, ზო­გიც კი უბ­რა­ლოდ გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი იყო. სა­ბო­ლო­ოდ ეს ხალ­ხი მომ­რავ­ლდა, გაჩ­ნდა უამ­რა­ვი "სას­ტა­ვი," დაჯ­გუ­ფე­ბა და ყვე­ლამ თა­ვი­სი "მრევ­ლი" შე­ი­ძი­ნა, რომ­ლე­ბიც დღეს ბანდ-ფორ­მი­ე­რე­ბებს უფრო გვა­ნან ვიდ­რე სი­ნა­ნუ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნებს. ეს ხალ­ხი იმ­დე­ნად გამ­რავ­ლდა, რომ ასაკ­ში მყო­ფი პატ­რი­არ­ქის­თვის უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და მათი კონ­ტრო­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა პატ­რი­არ­ქის პი­როვ­ნე­ბას, იგი, ჩემი აზ­რით, თა­ვი­სი აზ­როვ­ნე­ბით და მოღ­ვა­წე­ო­ბით, ძა­ლი­ან შორს არის იმ ბნე­ლი მღვრდლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე აღი­ზი­ა­ნე­ბენ. ერთხელ ვნა­ხე პატ­რი­არ­ქის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც იგი თა­ვის ბავ­შო­ვა­ზე სა­უბ­რობ­და და ამ­ბობ­და, თუ რო­გორ გა­ი­ტა­ცეს იგი ლე­კებ­მა. არა­ვინ იცო­და რა მოხ­დე­ბო­და, რო­დე­საც ღამე, ერთ-ერ­თმა ლეკ­მა ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი და მისი ძმა ტყვე­ო­ბი­დან იხ­სნა და გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ილია მე­ო­რე ინ­ტერ­ვი­უ­ში აქ­ცენტს იმა­ზე აკე­თებ­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­სულ­მა­ნე­ბი იყ­ნენ და რომ არა ეს მუ­სულ­მა­ნე­ბი, იგი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ვე­ღარ გახ­დე­ბო­და. ამ ინ­ტერ­ვი­უს გახ­სე­ნე­ბით იმის თქმა მინ­და, რომ ილია მე­როე არის გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი, სიყ­ვა­რუ­ლის მქა­და­გე­ბე­ლი ადა­მა­ი­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ასაკ­ში შე­ვი­და და სა­და­ვე­ე­ბი ხელთ მის­მა გა­რე­მოც­ვამ ჩა­იგ­დო. ამ გა­რე­მოც­ვის ასე­თი მომ­რავ­ლე­ბა და მათი მენ­ტა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა კი, ჩემი აზ­რით, მარ­თლაც პატ­რი­არ­ქის შეც­დო­მაა, რო­გორც ზე­მოთ ავღ­ნიშ­ნე, თა­ვის დრო­ზე აქ­ცენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და არა ხა­რისხზე გა­კე­თე­ბის გამო.

რო­დე­საც პატ­რი­არ­ქზე ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის დრო და ეპო­ქა, რო­მელ­შიც ამ ადა­მი­ან­მა იმოღ­ვა­წე­ვა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი იყო სა­ყო­ველ­თაო ათე­იზ­მის და უღ­მერ­თო­ბის ეპო­ქა. ეკ­ლე­სი­ა­ში შეს­ვლა იკ­რძა­ლე­ბო­და და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ჩემს გარ­შე­მო კი უამ­რა­ვი უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ პატ­რი­არ­ქის პრი­ვო­ნე­ბის გამო მობ­რუნ­დნენ ეკ­ლე­სი­ის­კენ და ჭეშ­მა­რი­ტად ქრის­ტი­ა­ნუ­ლად ცხოვ­რე­ბა და­ი­წყეს. პატ­რი­არ­ქის პი­როვ­ნე­ბამ უამ­რა­ვი ადა­მა­ი­ნი ქრის­ტი­ა­ნო­ბის­კენ მო­აბ­რუ­ნა და ეს მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვაა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ დღეს სა­პატ­რი­არ­ქო­ში რა პრობ­ლე­მე­ბიც არის, ილია მე­რო­ეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეს პრობ­ლე­მე­ბი კი არ გაქ­რე­ბა, არა­მედ გა­ათ­მაგ­დე­ბა", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

მარი
4

ეს ზურაბიშვილი მგონი ცოტას აფრენს. საით ხარ შვილო, გაღმა ხარ თუ გამოღმა ვერ მიგიხვდი. პატრიარქი ძალიან დიდხანს იცოცხლებს და არც არასოდეს მიგვატოვებს განსაცდელში ! "გარდაცვალება" სიტყვა მეორედ არ ახსენო, და გულშიც არ გაიფიქრო. ეგ შენი საქმე არ არის, ეს უფლის საქმეა !!!! 

"პატრიარქი აზროვნებით და მოღვაწეობით, ძალიან შორს არის იმ ბნელი მღვდლებისგან, რომლებიც საზოგადოებას ასე აღიზიანებენ"

"პატრიარქი აზროვნებით და მოღვაწეობით, ძალიან შორს არის იმ ბნელი მღვდლებისგან, რომლებიც საზოგადოებას ასე აღიზიანებენ"

სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქს პოსტს უძღვნის.

"გუშინ ჩვენი პატრიარქი 82 წლის გახდა და ამ ადამიანზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა:

რა თქმა უნდა, საპატრიარქოში, ისევე როგორც სამღვრდელოებაში, უამრავი პრობლემაა. არის ძალიან ბევრი სასულიერო პირი, რომელიც სიბნელეს ქადაგებს, ან მხოლოდ თავის პირად ინტერესზე ზრუნავს. სისტემა ცუდად მუშაობს და მრევლის დიდი ნაწილი, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს მოიცავს, ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან ნამდვილად შორს არის. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამის მიზეზი ერთი რამ არის: როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ეკლესიის მთავარი მიზანი გახდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ქრისტიანობისკენ მობრუნება. აქცენტი გაკეთდა რაოდენობაზე, არა ხარისხზე და ეს იყო პატრიარქის მთავარი შეცდომა.

მღვრდლებად აკურთხეს ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც შორს იყვნენ სულიერი სიწმინდისგან და ისინი ამხელა პასუხისმგებლობისთვის მზად საერთოდ არ იყვნენ. ამ ყველაფერმა წლების შემდეგ თავისი შედეგი გამოიღო. ზოგმა თავის პირად ინტერესებზე დაიწყო ფიქრი, ზოგიც კი უბრალოდ გაუნათლებელი იყო. საბოლოოდ ეს ხალხი მომრავლდა, გაჩნდა უამრავი "სასტავი," დაჯგუფება და ყველამ თავისი "მრევლი" შეიძინა, რომლებიც დღეს ბანდ-ფორმიერებებს უფრო გვანან ვიდრე სინანულით სავსე ადამიანებს. ეს ხალხი იმდენად გამრავლდა, რომ ასაკში მყოფი პატრიარქისთვის უკვე შეუძლებელი გახდა მათი კონტროლი.

რაც შეეხება პატრიარქის პიროვნებას, იგი, ჩემი აზრით, თავისი აზროვნებით და მოღვაწეობით, ძალიან შორს არის იმ ბნელი მღვრდლებისგან, რომლებიც საზოგადოებას ასე აღიზიანებენ. ერთხელ ვნახე პატრიარქის ინტერვიუ, სადაც იგი თავის ბავშოვაზე საუბრობდა და ამბობდა, თუ როგორ გაიტაცეს იგი ლეკებმა. არავინ იცოდა რა მოხდებოდა, როდესაც ღამე, ერთ-ერთმა ლეკმა ჩვენი პატრიარქი და მისი ძმა ტყვეობიდან იხსნა და გაქცევის საშუალება მისცა. ილია მეორე ინტერვიუში აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ ეს ადამიანები მუსულმანები იყნენ და რომ არა ეს მუსულმანები, იგი მართლმადიდებლური საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ვეღარ გახდებოდა. ამ ინტერვიუს გახსენებით იმის თქმა მინდა, რომ ილია მეროე არის გონებაგახსნილი, სიყვარულის მქადაგებელი ადამაინი, რომელიც ძალიან ასაკში შევიდა და სადავეები ხელთ მისმა გარემოცვამ ჩაიგდო. ამ გარემოცვის ასეთი მომრავლება და მათი მენტალური მდგომარეობა კი, ჩემი აზრით, მართლაც პატრიარქის შეცდომაა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, თავის დროზე აქცენტის რაოდენობაზე და არა ხარისხზე გაკეთების გამო.

როდესაც პატრიარქზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის დრო და ეპოქა, რომელშიც ამ ადამიანმა იმოღვაწევა. საბჭოთა კავშირი იყო საყოველთაო ათეიზმის და უღმერთობის ეპოქა. ეკლესიაში შესვლა იკრძალებოდა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყველაფერი თავიდან იყო გასაკეთებელი. ჩემს გარშემო კი უამრავი უფროსი თაობის ადამიანია, რომლებიც მხოლოდ პატრიარქის პრივონების გამო მობრუნდნენ ეკლესიისკენ და ჭეშმარიტად ქრისტიანულად ცხოვრება დაიწყეს. პატრიარქის პიროვნებამ უამრავი ადამაინი ქრისტიანობისკენ მოაბრუნა და ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა. დარწმუნებული ვარ დღეს საპატრიარქოში რა პრობლემებიც არის, ილია მეროეს გარდაცვალების შემდეგ ეს პრობლემები კი არ გაქრება, არამედ გაათმაგდება", - წერს ზურაბიშვილი.

სკანდალური სტატუსი ლევან კობიაშვილზე, რომელზეც თორნიკე ოქრიაშვილი განმარტებას ავრცელებს - "ძალიან ვწუხვარ..."

"ვერ მოვიწონებ გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ.. ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა" - შოთა არველაძე ერთა ლიგის წაგებულ ფინალს ეხმიანება

"ამ ეტაპზე ერთადერთი შეგვიძლია, ხალხი გარეთ დავტოვოთ და ბლატებით სტადიონზე მოვხვდეთ" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ფეხბურთელების გუშინდელ მარცხს "ფეისუქზე"