სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოდიან ცნობილი ქართველები ნაბახუსევზე და მათი საახალწლო თავგადასავლები
როგორ გამოდიან ცნობილი ქართველები ნაბახუსევზე და მათი საახალწლო თავგადასავლები

ახა­ლი წელი ქრო­ნი­კულ ნა­ბა­ხუ­სევს იწ­ვევს და ამ დღე­სას­წა­ულს გარ­კვე­უ­ლი სხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბიც ახ­ლავს, რის გა­მოც მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მის დაბ­რუ­ნე­ბა ჭირს. თუმ­ცა ფორ­მა­ში ჩა­სად­გო­მად ნე­ბის­მი­ერს თა­ვი­სე­ბუ­რი მე­თო­დი აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ზო­გი­ერთს ეს სა­ერ­თოდ არც სჭირ­დე­ბა...

ზა­ლი­კო სუ­ლა­კა­უ­რი, კა­რი­კა­ტუ­რის­ტი:

- ამ ახალ წელს სტამ­ბოვლში შევ­ხვდი. ორი დღეა, რაც ჩა­მო­ვე­დი და სი­მარ­თლე რომ გი­თხრა, ქე­იფს ახლა ვი­წყებ.

- ზო­გა­დად, რა ხერ­ხი გაქვს ნა­ბა­ხუევი­დან გა­მოსლისა და ფორ­მა­ში ჩად­გო­მის­თვის?

- მე სულ ფორ­მა­ში ვარ (სი­ცი­ლით ამ­ბობს)... ხომ იცი, კა­ხელს რომ ჰკი­თხეს, - "პახ­მე­ლი­ა­ზე" ხარ ხოლ­მეო? და პა­სუ­ხობს: ვიც­ლი, რო ვიყო "პახ­მე­ლი­ა­ზეო"... მოკ­ლედ, მე "გა­მოს­ვა-შეს­ვლა" არ მა­წუ­ხებს. რო­გორც შევ­დი­ვარ, ისე­ვე, "უხ­მა­უ­როდ" გა­მოვ­დი­ვარ (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- ამ სა­ა­ხალ­წლოდ სტამბლში რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ხომ არ გა­დაგხდა?

- გინ­და გი­თხრა, ჩემ­თვის თოვ­ლის პაპა რო­დის "დამ­თავ­რდა"?

- რო­დის?

- როცა ჩემი მშობ­ლე­ბი, ჩემს უფ­როს ძმას, ბა­კურს თოვ­ლის პა­პის ფორ­მა­ში რთავ­დნენ, მაგ დროს, მე და ჩემ­მა ტყუ­პის ცალ­მა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შემ­თხვე­ვით შე­ვი­ხე­დეთ, ანუ იქ, სა­დაც ბა­კუ­რი ირ­თვე­ბო­და... ჰოდა, იმის მერე აღარ მჯე­რა თოვ­ლის პა­პის... მა­შინ მა­გა­რი შოკი მი­ვი­ღე...

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რაც მინ­და, გა­ვიხ­სე­ნო: 80-იან წლებ­ში, 31 დე­კემ­ბერს, 11:55 წუთ­ზე სახ­ლში ხან­ძა­რი გაგ­ვიჩ­ნდა და ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბას 1-ელ სა­ათ­ზე მოვ­რჩით... მოკ­ლედ, ეს იქი­თა სა­უ­კუ­ნე­ში იყო...

- ცე­ცხლი რას გა­უჩ­ნდა?

- ნაძ­ვის ხეს და სულ ახა­ლი ნაძ­ვის ხე დაგ­ვეწ­ვა... ბამ­ბა­ზე "ხლა­პუშ­კა" აფეთ­ქდა და ცე­ცხლიც ასე გაჩ­ნდა. მა­შინ ვა­კე­ში ვცხოვ­რობ­დით. ხომ მძი­მე იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ის ახა­ლი წელი მახ­სოვს.

- მერე რო­გორ წა­ვი­და ის წელი, ანუ ს ამ­ბა­ვი კარ­გის ნი­შა­ნი იყო?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა, რო­გორც ყო­ველ­თვის, უბ­რა­ლოდ, ხან­ძარ­მა გა­ამ­ძაფ­რა თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი და მერე დარ­ჩა ის­ტო­რი­ად.

ზურა ნი­ჟა­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- მორ­ჩა, სახ­ლი­დან აღარ გა­ვალ და ტე­ლე­ფონ­საც გა­მოვ­რთავ, თო­რემ მე­გობ­რე­ბი მე­ძა­ხი­ან და ვიცი, და­მა­ლე­ვი­ნე­ბენ...

- ახალ წელს ნას­ვა­მი შეხ­ვდი?

- არა, სა­ღა­მო მიმ­ყავ­და. როცა საქ­მე მაქვს, არ ვსვამ. ისე, 1-ელში, 2-ში კი დავ­ლიე, 3-შიც - ცოტა, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე.

- ჰოდა, რო­გორ გა­მო­დი­ხარ მაგ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ფორ­მა­ში რო­გორ დგე­ბი - ამის­თვის რა­ი­მე მე­თო­დი გაქვს?

- გა­აჩ­ნია რამ­დე­ნი მაქვს წინა დღით მირ­თმე­უ­ლი. თუ ბევ­რი მაქვს და­ლე­უ­ლი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი და ძილი მშვე­ლის. თუ ცოტა მაქვს და­ლე­უ­ლი, მა­შინ წვნი­ა­ნი კერ­ძი და 1 ბოთ­ლი ლუდი.

- ამ ახალ წელს რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ხომ არ გა­დაგხდე­ნია?

- ახ­ლაც "პახ­მე­ლი­ა­ზე" ვარ და და­მი­ჯე­რე, ვერც კი ვფიქ­რობ...

ზაქ­რო ინწკირ­ვე­ლი, იუ­მო­რის­ტი:

- არ ვარ დიდი მსმე­ლი... წელ­საც მხო­ლოდ და­ვი­ლო­ცე... ასე რომ, ფორ­მა­ში ჩა­სად­გო­მად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა არ მჭირ­დე­ბა, სულ ფორ­მა­ში ვარ.

- არც რა­ი­მე სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი გა­დაგხდე­ნია?

- ამ­ბა­ვი არა და ერთი ფაქ­ტი გა­მახ­სენ­და: სა­ხა­ლი­სო ის იყო, რომ გუ­რი­ა­ში შევ­ხვდი ერთხელ ახალ წელს და 9-ის წუ­თებ­ზე სრო­ლა ატყდა. 12-მდე ვერ მო­ით­მი­ნეს გუ­რუ­ლებ­მა (სი­ცი­ლით ამ­ბობს) და 10 წუთ­ში გა­ჩერ­დნენ...

ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი:

- ქუ­თა­ის­ში ბე­დო­ბას სა­ღა­მო მიმ­ყავ­და და ცხა­დია, და­ლე­ვამ მო­მი­წია. გა­ვერ­თეთ. 1-ელში, 2-ში მე და ნიკა არა­ბი­ძე სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. ერ­თმა­ნეთს და­ვე­ბე­დეთ.

- ორი­ვე კი­დევ მაყრე­ბელს, რად­გან ტე­ლე­ვი­ზორ­ში მხო­ლოდ თქვენ ჩან­დით...

- (იცი­ნის) ჰო... ფორ­მა­ში ჩად­გო­მას ახლა ვა­პი­რებ, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამას არ სჭირ­დე­ბა. ახლა ბავ­შვის გა­სე­ირ­ნე­ბი­თა და გარ­თო­ბით დავ­კავ­დე­ბი, მოკ­ლედ, ოჯახს და­ვუბ­რუნ­დე­ბი და ეგ არის.

- სა­ა­ხალ­წლოდ რა­ი­მე ხომ გა­დაგხდენია თავს?

- არა­ფე­რი ისე­თი, მაგ­რამ ერთი მახ­სოვს მწა­რედ და მძი­მედ, ცოტა კი მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა ამის მო­ყო­ლა, მაგ­რამ მა­ინც გე­ტყვი: 31-ში მცხე­თა­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში სა­ღა­მო მიმ­ყავ­და. 12 სა­ა­თი ხდე­ბო­და, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეს­ვლა მო­მინ­და, არა­და, არ მინ­დო­და, რომ იქ შევ­ხვედ­რო­დი ახალ წელს და თა­ვის შე­კა­ვე­ბას ვცდი­ლობ­დი. მოკ­ლედ, სა­ში­ნელ დღე­ში ვი­ყა­ვი, არა­და, მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რიც მქონ­და დარ­ბაზ­ში გა­მო­სა­ცხა­დე­ბე­ლი და გო­ნე­ბა ამე­რია, სიმ­წრის ოფ­ლმა და­მას­ხა...

მოკ­ლედ, რო­გორ­ღაც გა­დავ­რჩი, "სირ­თუ­ლე­ე­ბი" დავძლიე. თუმ­ცა რო­გორ გახ­და 12 სა­ა­თი და რო­გორ მო­ვი­და ახა­ლი წელი, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. სა­პირ­ფა­რე­შო­ში პირ­ვე­ლის წუ­თებ­ზე შე­ვე­დი, ანუ უკვე 2015 წელს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ გამოდიან ცნობილი ქართველები ნაბახუსევზე და მათი საახალწლო თავგადასავლები

როგორ გამოდიან ცნობილი ქართველები ნაბახუსევზე და მათი საახალწლო თავგადასავლები

ახალი წელი ქრონიკულ ნაბახუსევს იწვევს და ამ დღესასწაულს გარკვეული სხვა გართულებებიც ახლავს, რის გამოც მანამდე არსებული ცხოვრების რიტმის დაბრუნება ჭირს. თუმცა ფორმაში ჩასადგომად ნებისმიერს თავისებური მეთოდი აქვს შემუშავებული, ზოგიერთს ეს საერთოდ არც სჭირდება...

ზალიკო სულაკაური, კარიკატურისტი:

- ამ ახალ წელს სტამბოვლში შევხვდი. ორი დღეა, რაც ჩამოვედი და სიმართლე რომ გითხრა, ქეიფს ახლა ვიწყებ.

- ზოგადად, რა ხერხი გაქვს ნაბახუევიდან გამოსლისა და ფორმაში ჩადგომისთვის?

- მე სულ ფორმაში ვარ (სიცილით ამბობს)... ხომ იცი, კახელს რომ ჰკითხეს, - "პახმელიაზე" ხარ ხოლმეო? და პასუხობს: ვიცლი, რო ვიყო ''პახმელიაზეო''... მოკლედ, მე "გამოსვა-შესვლა" არ მაწუხებს. როგორც შევდივარ, ისევე, "უხმაუროდ" გამოვდივარ (სიცილით ამბობს)...

- ამ საახალწლოდ სტამბლში რაიმე სახალისო ამბავი ხომ არ გადაგხდა?

- გინდა გითხრა, ჩემთვის თოვლის პაპა როდის "დამთავრდა"?

- როდის?

- როცა ჩემი მშობლები, ჩემს უფროს ძმას, ბაკურს თოვლის პაპის ფორმაში რთავდნენ, მაგ დროს, მე და ჩემმა ტყუპის ცალმა სამზარეულოში შემთხვევით შევიხედეთ, ანუ იქ, სადაც ბაკური ირთვებოდა... ჰოდა, იმის მერე აღარ მჯერა თოვლის პაპის... მაშინ მაგარი შოკი მივიღე...

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წლის შეხვედრაც მინდა, გავიხსენო: 80-იან წლებში, 31 დეკემბერს, 11:55 წუთზე სახლში ხანძარი გაგვიჩნდა და ცეცხლის ჩაქრობას 1-ელ საათზე მოვრჩით... მოკლედ, ეს იქითა საუკუნეში იყო...

- ცეცხლი რას გაუჩნდა?

- ნაძვის ხეს და სულ ახალი ნაძვის ხე დაგვეწვა... ბამბაზე "ხლაპუშკა" აფეთქდა და ცეცხლიც ასე გაჩნდა. მაშინ ვაკეში ვცხოვრობდით. ხომ მძიმე იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის ახალი წელი მახსოვს.

- მერე როგორ წავიდა ის წელი, ანუ ს ამბავი კარგის ნიშანი იყო?

- ჩვეულებრივად ჩაიარა, როგორც ყოველთვის, უბრალოდ, ხანძარმა გაამძაფრა თავიდან ყველაფერი და მერე დარჩა ისტორიად.

ზურა ნიჟარაძე, მსახიობი:

- მორჩა, სახლიდან აღარ გავალ და ტელეფონსაც გამოვრთავ, თორემ მეგობრები მეძახიან და ვიცი, დამალევინებენ...

- ახალ წელს ნასვამი შეხვდი?

- არა, საღამო მიმყავდა. როცა საქმე მაქვს, არ ვსვამ. ისე, 1-ელში, 2-ში კი დავლიე, 3-შიც - ცოტა, ნაბახუსევზე.

- ჰოდა, როგორ გამოდიხარ მაგ მდგომარეობიდან, ფორმაში როგორ დგები - ამისთვის რაიმე მეთოდი გაქვს?

- გააჩნია რამდენი მაქვს წინა დღით მირთმეული. თუ ბევრი მაქვს დალეული, მინერალური წყალი და ძილი მშველის. თუ ცოტა მაქვს დალეული, მაშინ წვნიანი კერძი და 1 ბოთლი ლუდი.

- ამ ახალ წელს რაიმე სახალისო ამბავი ხომ არ გადაგხდენია?

- ახლაც "პახმელიაზე" ვარ და დამიჯერე, ვერც კი ვფიქრობ...

ზაქრო ინწკირველი, იუმორისტი:

- არ ვარ დიდი მსმელი... წელსაც მხოლოდ დავილოცე... ასე რომ, ფორმაში ჩასადგომად დიდი ძალისხმევა არ მჭირდება, სულ ფორმაში ვარ.

- არც რაიმე სახალისო ამბავი გადაგხდენია?

- ამბავი არა და ერთი ფაქტი გამახსენდა: სახალისო ის იყო, რომ გურიაში შევხვდი ერთხელ ახალ წელს და 9-ის წუთებზე სროლა ატყდა. 12-მდე ვერ მოითმინეს გურულებმა (სიცილით ამბობს) და 10 წუთში გაჩერდნენ...

ვახო ბიჭიკაშვილი:

- ქუთაისში ბედობას საღამო მიმყავდა და ცხადია, დალევამ მომიწია. გავერთეთ. 1-ელში, 2-ში მე და ნიკა არაბიძე სულ ერთად ვიყავით. ერთმანეთს დავებედეთ.

- ორივე კიდევ მაყრებელს, რადგან ტელევიზორში მხოლოდ თქვენ ჩანდით...

- (იცინის) ჰო... ფორმაში ჩადგომას ახლა ვაპირებ, რაიმე განსაკუთრებული ამას არ სჭირდება. ახლა ბავშვის გასეირნებითა და გართობით დავკავდები, მოკლედ, ოჯახს დავუბრუნდები და ეგ არის.

- საახალწლოდ რაიმე ხომ გადაგხდენია თავს?

- არაფერი ისეთი, მაგრამ ერთი მახსოვს მწარედ და მძიმედ, ცოტა კი მეუხერხულება ამის მოყოლა, მაგრამ მაინც გეტყვი: 31-ში მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში საღამო მიმყავდა. 12 საათი ხდებოდა, რომ საპირფარეშოში შესვლა მომინდა, არადა, არ მინდოდა, რომ იქ შევხვედროდი ახალ წელს და თავის შეკავებას ვცდილობდი. მოკლედ, საშინელ დღეში ვიყავი, არადა, მრავალჟამიერიც მქონდა დარბაზში გამოსაცხადებელი და გონება ამერია, სიმწრის ოფლმა დამასხა...

მოკლედ, როგორღაც გადავრჩი, "სირთულეები" დავძლიე. თუმცა როგორ გახდა 12 საათი და როგორ მოვიდა ახალი წელი, ვერაფერი გავიგე. საპირფარეშოში პირველის წუთებზე შევედი, ანუ უკვე 2015 წელს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება