პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის ბოლშევიკების მიერ ტაძრების ნგრევის ტოლფასი" - ირაკლი კაკაბაძე დის საქციელის გამო ბოდიშს იხდის
"ეს არის ბოლშევიკების მიერ ტაძრების ნგრევის ტოლფასი" - ირაკლი კაკაბაძე დის საქციელის გამო ბოდიშს იხდის

პუბ­ლი­ცის­ტი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე პატ­რი­არ­ქს იუ­ბი­ლეს ულო­ცავს და ამ თე­მა­ზე სა­კუ­თა­რი დის, ჟურ­ნა­ლისტ ნი­ნია კა­კა­ბა­ძის პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა. მარ­თა­ლია, მწე­რა­ლი პოს­ტში დის სა­ხელ­სა და გვარს არ ახ­სე­ნებს, თუმ­ცა, პოს­ტის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს სი­ტყვე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მას ეძღვნე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ და-ძმას შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის გამო და­პი­რის­პი­რე­ბა ად­რეც მოს­ვლი­ათ.

"ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ლი­გი­უ­რი და ეროვ­ნუ­ლი გრძნო­ბე­ბის მას­ხრად აგ­დე­ბა, და­ცინ­ვა წარ­მო­ად­გენს კულ­ტუ­რულ ძა­ლა­დო­ბას, რაც ყო­ველ­თვის ქმნის პირ­და­პი­რი ძა­ლა­დო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას. ჩვე­ნი ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი ინ­წი­ლი­გენ­ცი­ის ვი­თომ პროგ­რე­სუ­ლი ნა­წი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკვე დიდი ხა­ნია ამ ძა­ლა­დო­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რო­დე­საც ყო­ველ დღე და ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე სა­კუ­თა­რი და­ცინ­ვით შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას თუ ნე­ბის­მი­ერ სხვას. დღეს, ილია მე­ო­რის 82-ე წლის­თავ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი ვი­თომ სა­ხუ­მა­რო სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა არის ძა­ლა­დო­ბა იმ ხალ­ხზე, რო­მელ­საც სე­კუ­ლა­რუ­ლი ის­ტაბ­ლიშ­მენ­ტი არა­ნა­ირ იმედს არ უტო­ვებს ცხოვ­რე­ბა­ში. თუკი ამ ადა­მი­ა­ნებს უნ­დათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მეტი გა­ნათ­ლე­ბა იყოს, მა­შინ გეგ­მა­ზო­მი­ე­რად მხა­რი და­უ­ჭი­რონ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მას, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს სხვი­სი და სა­კუ­თა­რი რწმე­ნის პა­ტი­ვის­ცე­მას ას­წავ­ლი­ან. რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რე­ბის სა­ხალ­ხო შე­უ­რა­ცხყო­ფა დიდ ტკი­ვილს აყე­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს და ამი­ტო­მაც არის კულ­ტუ­რუ­ლი ძა­ლა­დო­ბის აქტი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ეთი­კის კო­დექ­სით მი­უ­ღე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. ეს არის ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ ტაძ­რე­ბის დან­გრე­ვის და წარ­წყმე­დის ტოლ­ფა­სი. ამან რა შე­დე­გიც გა­მო­ი­ღო, ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს. თუკი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია რლი­გი­ურ დე­ნო­მი­ნა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამის გა­და­წყვე­ტის სა­უ­კე­თე­სო გზა არის დი­ა­ლო­გი და სა­უ­ბა­რი - სა­უ­ბა­რი ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნას­წორ სა­ფუძ­ველ­ზე და არა ამ­პარ­ტავ­ნუ­ლი პო­ზის და­ჭე­რა აქა­ო­და 'მე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ვარ და შენ ბნე­ლი და სა­ლა­პა­რა­კო არა­ფე­რი გვაქ­ვსო'. ეს კი­დევ უფრო ამ­წვა­ვებს სი­ტუ­ა­ცი­ას. ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, რო­დე­საც თვი­თონ სოკ­რა­ტე, ბერ­ძნუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის მამა ამ­ბობ­და: მე მხო­ლოდ ის ვიცი, რომ არა­ფე­რი ვი­ციო. გა­ნათ­ლე­ბით ბრე­ქი­ა­ო­ბა­ზე და ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ზე ბნე­ლი საქ­ცი­ე­ლი არ არ­სე­ბობს. მი­თუ­მე­ტეს, როცა მთე­ლი ერის სა­თაყ­ვა­ნო სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლოს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ სრუ­ლი­ად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და ძა­ლა­დობ­რი­ვი ენით. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ ძა­ლა­დო­ბა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაა - ეს ასე არ არის. ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი სი­ტყვი­ე­რი ძა­ლა­დო­ბაა, რო­მელ­საც პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნი მოკ­ლას. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ჩვე­ნი ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი 'გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა' ასეთ უმეც­რე­ბას იჩენს და პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ძა­ლა­დო­ბას ჩა­დის. ნამ­დვი­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ამას მა­ინც სიყ­ვა­რუ­ლით უპა­სუ­ხე­ბენ და მათ ეს არა­ფერს და­აკ­ლებთ. უბ­რა­ლოდ ვწუხ­ვარ, რომ ასეთ ძა­ლა­დობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ. მე მინ­და ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მა­გივ­რად, ვინც ასეთ ძა­ლა­დო­ბას სჩა­დის - რა­მე­თუ არ იცი­ან, რას აკე­თე­ბენ. იმე­დია ადრე თუ გვი­ან გა­ი­გე­ბენ", - წერს ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე 82 წლის გახ­და. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა ნი­ნია კა­კა­ბა­ძემ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. კო­მენ­ტა­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ნე­გა­ტი­უ­რი ში­ნა­არ­სი­საა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე - "ჩემს პო­ლი­ტი­კურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რად სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბელ დას და სი­ძეს ბოვ­შვი გას­ჩე­ნი­ათ"

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე - "საყ­ვა­რე­ლო ელიტ-დე­ი­დე­ბო და ბი­ძე­ბო, მე ჩემი და თქვენ­ზე ბევ­რად მე­ტად მიყ­ვარს"

"ყალ­ბად ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ზე­გაპ­რან­ჭუ­ლი კას­ტის ლი­დე­რი" - ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე გოგი გვა­ხა­რი­ა­ზე

"ყვე­ლა დრო­ის კა­რი­ე­რის­ტი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით დე­გე­ნე­რა­ტია" - ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე გოგი გვა­ხა­რი­ას უპი­რის­პირ­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ეს არის ბოლშევიკების მიერ ტაძრების ნგრევის ტოლფასი" - ირაკლი კაკაბაძე დის საქციელის გამო ბოდიშს იხდის

"ეს არის ბოლშევიკების მიერ ტაძრების ნგრევის ტოლფასი" - ირაკლი კაკაბაძე დის საქციელის გამო ბოდიშს იხდის

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე პატრიარქს იუბილეს ულოცავს და ამ თემაზე საკუთარი დის, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის პოსტს ეხმაურება. მართალია, მწერალი პოსტში დის სახელსა და გვარს არ ახსენებს, თუმცა, პოსტის შინაარსიდან გამომდინარე, ეს სიტყვები, სავარაუდოდ, სწორედ მას ეძღვნება. ცნობილია, რომ და-ძმას შეხედულებების განსხვავებულობის გამო დაპირისპირება ადრეც მოსვლიათ.

"ადამიანების რელიგიური და ეროვნული გრძნობების მასხრად აგდება, დაცინვა წარმოადგენს კულტურულ ძალადობას, რაც ყოველთვის ქმნის პირდაპირი ძალადობის საშიშროებას. ჩვენი ეგრეთწოდებული ლიბერალური ინწილიგენციის ვითომ პროგრესული ნაწილის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია ამ ძალადობაზე გადავიდნენ, როდესაც ყოველ დღე და ყოველ ნაბიჯზე საკუთარი დაცინვით შეურაცხყოფას აყენებენ მართლმადიდებლურ ეკლესიას თუ ნებისმიერ სხვას. დღეს, ილია მეორის 82-ე წლისთავზე ნებისმიერი ასეთი ვითომ სახუმარო საჯარო განცხადების გაკეთება არის ძალადობა იმ ხალხზე, რომელსაც სეკულარული ისტაბლიშმენტი არანაირ იმედს არ უტოვებს ცხოვრებაში. თუკი ამ ადამიანებს უნდათ, რომ ქვეყანაში მეტი განათლება იყოს, მაშინ გეგმაზომიერად მხარი დაუჭირონ განათლების რეფორმას, სადაც ადამიანებს სხვისი და საკუთარი რწმენის პატივისცემას ასწავლიან. რელიგიური ლიდერების სახალხო შეურაცხყოფა დიდ ტკივილს აყენებს მოსახლეობის დიდ ნაწილს და ამიტომაც არის კულტურული ძალადობის აქტი, რომელიც ნებისმიერი ეთიკის კოდექსით მიუღებელია ნებისმიერი განათლების მქონე ადამიანისათვის. ეს არის ბოლშევიკების მიერ ტაძრების დანგრევის და წარწყმედის ტოლფასი. ამან რა შედეგიც გამოიღო, ყველას კარგად გვახსოვს. თუკი საზოგადოებაში გარკვეული პრობლემებია რლიგიურ დენომინაციებთან დაკავშირებით, ამის გადაწყვეტის საუკეთესო გზა არის დიალოგი და საუბარი - საუბარი ადამიანებთან თანასწორ საფუძველზე და არა ამპარტავნული პოზის დაჭერა აქაოდა 'მე განათლებული ვარ და შენ ბნელი და სალაპარაკო არაფერი გვაქვსო'. ეს კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. ვინ შეიძლება იყოს განათლებული, როდესაც თვითონ სოკრატე, ბერძნული ფილოსოფიის მამა ამბობდა: მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო. განათლებით ბრექიაობაზე და ამპარტავნებაზე ბნელი საქციელი არ არსებობს. მითუმეტეს, როცა მთელი ერის სათაყვანო სიყვარულის სიმბოლოს შეურაცხყოფას აყენებ სრულიად უპასუხისმგებლო და ძალადობრივი ენით. ბევრს ჰგონია, რომ ძალადობა მხოლოდ ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფაა - ეს ასე არ არის. ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არანაკლები სიტყვიერი ძალადობაა, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლია ადამიანი მოკლას. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ეგრეთწოდებული 'განათლებული საზოგადოება' ასეთ უმეცრებას იჩენს და პირდაპირი მნიშვნელობით ძალადობას ჩადის. ნამდვილი ქრისტიანები ამას მაინც სიყვარულით უპასუხებენ და მათ ეს არაფერს დააკლებთ. უბრალოდ ვწუხვარ, რომ ასეთ ძალადობრივ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. მე მინდა ბოდიში მოვიხადო ყველა იმ ადამიანის მაგივრად, ვინც ასეთ ძალადობას სჩადის - რამეთუ არ იციან, რას აკეთებენ. იმედია ადრე თუ გვიან გაიგებენ", - წერს ირაკლი კაკაბაძე.

შეგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 82 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებელთა აქტიური განხილვის საგნად იქცა. კომენტარების უმრავლესობა ნეგატიური შინაარსისაა.

იხილეთ ასევე: ირაკლი კაკაბაძე - "ჩემს პოლიტიკურ-ფილოსოფიურად სრულიად მიუღებელ დას და სიძეს ბოვშვი გასჩენიათ"

ირაკლი კაკაბაძე - "საყვარელო ელიტ-დეიდებო და ბიძებო, მე ჩემი და თქვენზე ბევრად მეტად მიყვარს"

"ყალბად ინტელექტუალური და ზეგაპრანჭული კასტის ლიდერი" - ირაკლი კაკაბაძე გოგი გვახარიაზე

”ყველა დროის კარიერისტი და შემოქმედებითი თვალსაზრისით დეგენერატია” - ირაკლი კაკაბაძე გოგი გვახარიას უპირისპირდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს