მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2014 წლის ყველაზე სკანდალური ფოტოები ინსტაგრამზე
2014 წლის ყველაზე სკანდალური ფოტოები ინსტაგრამზე

მა­ი­ლი სა­ი­რუ­სი თა­ვი­სი ეპა­ტა­ჟუ­რი ქცე­ვით უფრო ცნო­ბა­დია, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი მუ­სი­კით. სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე მომ­ღე­რალ­მა წელს ზე­ვით შიშ­ვე­ლი ფოტო გა­ნა­თავ­სა, რი­თაც შე­უ­ერ­თდა ლი­ფის ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ას. ინ­სტაგ­რამ­მა ფოტო დაბ­ლო­კა, რის შემ­დე­გაც სა­ი­რუს­მა ცო­ტა­თი ცენ­ზუ­რა­გავ­ლი­ლი ვა­რი­ან­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

იგი­ვე კამ­პა­ნი­ას შე­უ­ერ­თდა ბრუს უი­ლი­სის და დემი მუ­რის ქა­ლიშ­ვი­ლი სკა­უტ უი­ლი­სი. იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ მან ქუ­ჩა­შიც წელს ზე­ვით შიშ­ველ­მა გა­ი­ა­რა.უილ სმი­ტის და ჯადა პინ­კეტ სმი­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა, ცა­მე­ტი წლის უი­ლოუ სმიტ­მა ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც სა­წოლ­ში 20 წლის წელს ზე­ვით შიშ­ველ მა­მა­კაც­თან არის. ამან დიდი აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ფო­ტოც მალე წა­შა­ლეს.ჩელ­სი ჩენდლე­რიც შე­უ­ერ­თდა ლი­ფის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ას და სა­კუ­თა­რი, წელს ზე­ვით შიშ­ვე­ლი ფოტო რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ფო­ტოს გვერ­დით გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ინ­სტაგ­რამ­მა რამ­დენ­ჯე­რაც ფოტო წა­შა­ლა, ჩენდლერ­მა იმ­დენ­ჯერ ხე­ლახ­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით "ამ ფო­ტოს წაშ­ლა სექ­სიზ­მია. მე ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა მაქვს ხალ­ხს ვაჩ­ვე­ნო, რომ პუ­ტინ­ზე უკე­თე­სი ტანი მაქვს".მომ­ღე­რალ­მა რი­ა­ნამ ჟურ­ნალ "ლუის" გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­დი­ლი სა­კუ­თა­რი შიშ­ვე­ლი ფოტო რო­დე­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ინ­სტაგ­რამ­მა არა მხო­ლოდ ფოტო, არა­მედ მისი პრო­ფი­ლიც წა­შა­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ რი­ა­ნას მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ინ­სტაგ­რამ­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.ბი­ონ­სეს ფა­ნე­ბი ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი იყ­ვნენ, რო­დე­საც მომ­ღე­რალ­მა ეს ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­სტაგ­რამ­ზე. საქ­მე ის არის, რომ ფოტო აშ­კა­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ფო­ტო­შოფ­ში და ბი­ონ­სეს ბარ­ძა­ყე­ბი იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით წვრი­ლი და არა­ბუ­ნებ­რი­ვია, ვიდ­რე სხვა ფო­ტო­ებ­ში.მომ­ზა­დე­ბუ­ლია cosmopolitan.com-ს მი­ხედ­ვით.

2014 წლის ყველაზე სკანდალური ფოტოები ინსტაგრამზე

2014 წლის ყველაზე სკანდალური ფოტოები ინსტაგრამზე

მაილი საირუსი თავისი ეპატაჟური ქცევით უფრო ცნობადია, ვიდრე საკუთარი მუსიკით. სოციალურ ქსელ ”ინსტაგრამის” გვერდზე მომღერალმა წელს ზევით შიშველი ფოტო განათავსა, რითაც შეუერთდა ლიფის ტარების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. ინსტაგრამმა ფოტო დაბლოკა, რის შემდეგაც საირუსმა ცოტათი ცენზურაგავლილი ვარიანტი გამოაქვეყნა.

იგივე კამპანიას შეუერთდა ბრუს უილისის და დემი მურის ქალიშვილი სკაუტ უილისი. იმ განსხვავებით, რომ მან ქუჩაშიც წელს ზევით შიშველმა გაიარა. უილ სმიტის და ჯადა პინკეტ სმიტის ქალიშვილმა, ცამეტი წლის უილოუ სმიტმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც საწოლში 20 წლის წელს ზევით შიშველ მამაკაცთან არის. ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში და ფოტოც მალე წაშალეს. ჩელსი ჩენდლერიც შეუერთდა ლიფის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას და საკუთარი, წელს ზევით შიშველი ფოტო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფოტოს გვერდით გამოაქვეყნა. ინსტაგრამმა რამდენჯერაც ფოტო წაშალა, ჩენდლერმა იმდენჯერ ხელახლა გამოაქვეყნა წარწერით ”ამ ფოტოს წაშლა სექსიზმია. მე ყველანაირი უფლება მაქვს ხალხს ვაჩვენო, რომ პუტინზე უკეთესი ტანი მაქვს”. მომღერალმა რიანამ ჟურნალ "ლუის" გარეკანზე დაბეჭდილი საკუთარი შიშველი ფოტო როდესაც გამოაქვეყნა, ინსტაგრამმა არა მხოლოდ ფოტო, არამედ მისი პროფილიც წაშალა სოციალური ქსელიდან. რამდენიმე თვის შემდეგ რიანას მიეცა საშუალება ინსტაგრამზე დაბრუნებულიყო. ბიონსეს ფანები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ, როდესაც მომღერალმა ეს ფოტო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე. საქმე ის არის, რომ ფოტო აშკარად დამუშავებულია ფოტოშოფში და ბიონსეს ბარძაყები იმაზე გაცილებით წვრილი და არაბუნებრივია, ვიდრე სხვა ფოტოებში. მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება