ჯულიანა ბარ-გნარი შეყვარებულია - ''პირველად რომ გავიგე, რასაც ჩემზე ამბობდნენ, ბევრი ვიტირე"

ჯულიანა ბარ-გნარი შეყვარებულია - ''პირველად რომ გავიგე, რასაც ჩემზე ამბობდნენ, ბევრი ვიტირე"

''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ხუთი სეზონის განმავლობაში ყველა აღნიშნავდა, რომ ჯულიანა ბარ-გნარი ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე იყო, მაგრამ ფინალში პირველად გადავიდა. ამაში დიდი წვლილი მისმა მეწყვილემ, ნოდიკო ტატიშვილმა შეიტანა, რომელიც ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ცეკვა მაყურებლამდე კარგად მიიტანონ. ჯულიანას ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდით.

- ჯულიანა, როგორი განცდაა ფინალში ყოფნა?

- ფანტასტიკური და არაჩვეულებრივი განცდაა. ხუთი სეზონის განმავლობაში ფინალში პირველად ვარ. მე და ნოდიკოს იმედი კი გვქონდა, რომ ფინალში ვიქნებოდით, მაგრამ აუტსაიდერობაში დგომის გარეშე არ მოველოდით. როცა დუტამ მეორე აუტსაიდერად მზიკო და ზურა დაასახელა, შოკში ვიყავი და ხმამაღლა ვიყვირე, მერე ვამბობდი, ბოდიში, ცოტა ზედმეტად მომივიდა ემოციების გამოხატვა-მეთქი.

- შენი პარტნიორებიდან ყველაზე მშრომელი რომელი იყო? ყველაზე კარგად რომელი ცეკვავდა?

- განსხვავებული და განსაკუთრებული პარტნიორები მყავდა. ყოველთვის მიმართლებდა. გიორგი ყიფშიძეს მანამდე არასდროს უცეკვია, მაგრამ საერთოდ არ გამჭირვებია მასთან ერთად ცეკვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პროფესიონალთან ვცეკვავ, იმავე კომფორტს ვგრძნობდი გიორგისთან ცეკვისას. ძალიან ბევრს შრომობდა. ზოგი გიორგიზე ამბობდა, ცოტათი ზარმაციაო, მაგრამ მე მთელი პროექტის განმავლობაში მასში სიზარმაცე საერთოდ ვერ დავინახე. როგორც კი პირველი ტური დაიწყო, ბოლომდე დაიხარჯა. ესეც ძალიან დასაფასებელია. ნოდიკო ტატიშვილი კი, პირველ რიგში, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ის არის ჩემი მეორე ძლიერი ვარსკვლავი პარტნიორი. მას და გიორგის ცეკვის განსხვავებული სტილი აქვთ, მაგრამ ორივე ძალიან ბევრს შრომობდა.

- ყველაზე მეტად შენი რომელი ცეკვა მოგეწონა?

- ნოდიკოსთან ერთად შესრულებული ტანგო ჩემთვის განსაკუთრებული იყო. მე და ნოდიკომ მთელი სული და გული ჩავდეთ ამ ცეკვაში. დაგვიფასდა შრომა, როდესაც გოჩამ თქვა, ეს ცეკვა ხუთ სეზონში ყველაზე ძლიერი იყოო. როცა ცეკვას გულით გრძნობ და მარტო ელემენტები არ გაქვს დამახსოვრებული, სულ სხვა ენერგეტიკა მოდის მოცეკვავეებისგან. ტანგო ათიანზე გამოგვივიდა, რაც ძალიან მიხარია. როდესაც ვიმარჯვებ, ყოველთვის მინდა, რომ ეს დამსახურებულად მოხდეს და ახლა, ჩემი აზრით, დამსახურებულად გადავედით ფინალში.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება