ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილებს ერთი და იგივე თაყვანისმცემლები ჰყავთ

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილებს ერთი და იგივე თაყვანისმცემლები ჰყავთ

ცნობილი დები ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები საახალწლო თემაზე ჩავწერეთ, თუმცა ბევრი რამ მათი ურთიერთობის შესახებაც შევიტყვეთ.

ცნობილი დები ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები საახალწლო თემაზე ჩავწერეთ, თუმცა ბევრი რამ მათი ურთიერთობის შესახებაც შევიტყვეთ.

ნანუკა:

- ყოველი ახალი წელი ერთმანეთს ჰგავს იმით, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთად ვხვდებით. ბაბუმ დაამკვიდრა ასეთი ტრადიცია, 12 საათის შესრულებამდე 1 წუთით ადრე წინასწარ მომზადებულ ფურცელზე ვწერთ სურვილს, ვწვავთ, ფერფლს ვყრით შამპანურში და სასწრაფოდ ვსვამთ. მაგრამ რეალურად მე ვერასდროს ვერ ვსვამ ამ ფერფლს, შამპანური მომწონს, მაგრამ ჭიქის ძირას, ნალექში რჩება სურვილების უდიდესი ნუსხა, რომელსაც ვერაფრით ვყლაპავ.

- საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ გაქვთ?

- დედა ყოველთვის ზრუნავს, რომ ჩვენთვის ბოლომდე თოვლის ბაბუად დარჩეს, ამ ასაკშიც კი. ბებო და ბაბუ პირდაპირ გადმოგვცემენ ხოლმე საჩუქრებს, დედა და მამა კი ნაძვის ხესთან გვახვედრებენ. სახლში სამი ნაძვის ხე გვაქვს, ვიცით, ერთ-ერთთან რომ საჩუქარი დაგვხვდება და დილაობით დიდი ინტერესით მივდივართ.

ნინი:

- ჩვენც ძალიან გვიყვარს საჩუქრების გაკეთება, მაგრამ შარშან სხვა რაღაცებზე ვიყავით გადართულები და ისე გამოვიდა, რომ ოჯახის წევრებისთვის საჩუქრების შეძენა ვერ მოვახერხეთ, თუმცა ჩვენ ოჯახის წევრები ყოველთვის გვახარებენ, ჩვენთვის ამ ასაკშიც კი არსებობს თოვლის ბაბუა.

- ოჯახში სამი ნაძვის ხე რატომ გაქვთ?

ნანუკა:

- ნათიას ფანტაზია ხომ უსაზღვროა, ამიტომ ყოველთვის განსხვავებული ნაძვის ხეები გვაქვს, 90-იანებში პირველად ნათიამ დაკიდა ჭერში ნაძვის ხე, მერე შემოვიდა ეს პარიზში, ნიუ-იორკში და ა.შ. ისეთ რაღაცებს იგონებს, რაც 2-3 წლის შემდეგ აუცილებლად შემოდის მოდაში.

ნინი:

- ნათიამ ჭაღის ადგილას დაკიდა ნაძვის ხე, ვინც კი მოდიოდა, გაკვირვებული უყურებდა. დღესაც უცნაურად გვაქვს ნაძვის ხეები.

ნანუკა:

- წელს პირველი ახალი წელია, როცა დაგეგმილი არ მაქვს, სად მივდივარ და მინდა, სახლში დავრჩე, წელს რატომღაც ასეთი განწყობა მაქვს.

ნინი:

- მეც სახლში შევხვდები, მაგრამ მერე ზუსტად ვიცი, რომ კარგ დროს გავატარებ. ორივეს ისეთი დატვირთული პერიოდი გვაქვს, ბოლო 4-5 დღე ვზრუნავთ საახალწლო სამოსზე, ახლაც იმედი მაქვს, ასე იქნება, მაგრამ დაახლოებით ვიცი, როგორი კაბა მინდა.

ნანუკა:

- მე რატომღაც გადავწყვიტე, ბიჭურად შევხვდე ახალ წელს, რაღაც ძალიან თავდაყირა ახალი წელი მექნება (იცინის). შარვლითა და პიჯაკით გამიხარდებოდა ყოფნა, თავისუფალ სტილში.

- წინასაახალწლო პერიოდში, ან უშუალოდ ამ დღესასწაულის დროს საზღვარგარეთ თუ ყოფილხართ?

- ამერიკაში რომ ვიყავი, შემეძლო, ახალ წელსაც დავრჩენილიყავი, მაგრამ აქაურობა და ჩემი ოჯახი ისე მენატრებოდა, რომ რაც სანახავი იყო, ყველაფერი ვნახე და აქეთ წამოვედი. ნიუ-იორკში პომპეზურად არ აღნიშნავენ ახალ წელს, აქვთ ქუჩის აქტივობები და შემდეგ რესტორანში მიდიან. ერთი თვით ადრე ისეთი სამზადისი იწყება, ყველაფრის ნახვა მაინც მოვასწარი.

ნინი:

- მე გერმანიაში გახლდით, ამერიკისგან განსხვავებით, ეს პროცესი იქ ძალიან საინტერესოა. ამ ქვეყანაში ახალ წელზე მეტ დატვირთვას შობას და წმინდა ნიკოლოზის დღეს ანიჭებენ. ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემის განსხვავებული სპეციფიკა აქვთ, წინდებს უკიდებენ და თუ კარგად მოიქცევა, წმინდა ნიკოლოზი ბავშვს კანფეტებს ახვედრებს, ცუდად მოქცევის შემთხვევაში კი პატარა წკეპლას, რომელსაც ბოლოში კანფეტი აქვს მობმული.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება