პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიკვებოთ, რომ ჭარბი წონა ავიცილოთ და კვირაში რამდენჯერ უნდა განვტვირთოთ ორგანიზმი - ლაშა უჩავა გირჩევთ
როგორ ვიკვებოთ, რომ ჭარბი წონა ავიცილოთ და კვირაში რამდენჯერ უნდა განვტვირთოთ ორგანიზმი - ლაშა უჩავა გირჩევთ

რო­გორ ვებ­რძო­ლოთ ჭარ­ბი წო­ნით ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს, თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-ს ინ­ტერ­ნეტ­კონ­ფე­რენ­ცი­ის რუბ­რი­კა­ში მკი­თხვე­ლის მიერ დას­მულ შე­კი­თხვებს ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა პა­სუ­ხობს.

- სა­ლო­მე: რო­მე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გვეხ­მა­რე­ბა ცხი­მე­ბის დაწ­ვა­ში?

- კონ­კრე­ტუ­ლად არ არ­სე­ბობს პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ცხი­მის დაწ­ვა­ში, თუმ­ცა არის კვლე­ვე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, არ­სე­ბობს ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ანა­ნას­ში შე­დის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და იწ­ვევს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დაჩ­ქა­რე­ბას, რის შე­დე­გა­დაც ხდე­ბა ცხი­მე­ბის დაწ­ვა ორ­გა­ნიზ­მში. აგ­რეთ­ვე ტარ­ტრო­ნის მჟა­ვა, რო­მე­ლიც არის კომ­ბოს­ტო­ში, ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დაჩ­ქა­რე­ბას და ამის ხარ­ჯზე ხდე­ბა ცხი­მე­ბის დაწ­ვა. სხვა მხრივ, ვერ­ცერ­თი პრო­დუქ­ტი ცხი­მებს ვერ წვავს. თუ გვსურს ცხი­მე­ბის დაწ­ვა ორ­გა­ნიზ­მში, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რათა ენერ­გი­ის წყა­როდ გა­მო­ი­ყე­ნოს ორ­გა­ნიზ­მმა ჩვე­ნი ცხი­მი და მო­ახ­დი­ნოს მისი დაშ­ლა. ასე­ვე უნდა მივ­მარ­თოთ და­ბალ­კა­ლო­რი­ულ კვე­ბას, უნდა შევ­ზღუ­დოთ ცხი­მე­ბის, ასე­ვე ნახ­შირ­წყლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ჩავ­რთოთ კვე­ბა­ში უფრო მე­ტად ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბი.

- ნინი: რო­გორ უნდა მო­ვა­წყო გან­ტვირ­თვა ორ­გა­ნიზ­მის­თვის და რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით?

- გან­ტვირ­თვა უნდა მო­ვა­წყოთ ათ დღე­ში ერთხელ (გა­აჩ­ნია რა კვე­ბის სტი­ლი გვაქვს ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში), თუ არის დატ­ვირ­თუ­ლი ის ცხი­მე­ბით, ნარ­ში­წყლე­ბით და შემ­წვა­რი პრო­დუქ­ტე­ბით. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი არის კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ მა­ინც იყოს. გან­ტვირ­თვა არ გუ­ლის­ხმობს სრულ შიმ­შილს და მხო­ლოდ წყალ­ზე ყოფ­ნას. გან­ტვირ­თვის დღეს უნდა ავირ­ჩი­ოთ და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­რა­ლე­ლუ­რად ორ­გა­ნიზმს და­ეხ­მა­რე­ბა გაწ­მენ­და­ში, ტოქ­სი­ნე­ბის დაშ­ლა­სა და შლა­კე­ბის გა­მო­დევ­ნა­ში და თან შე­ივ­სე­ბა ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით.

ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ხი­ლით გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ვა­წყოთ ცი­ლო­ვა­ნი გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბი, ანუ ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი და რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვირ­თვათ ბოსტნე­უ­ლი. ეს ით­ვლე­ბა წო­ნის და სი­მაღ­ლის მი­ხედ­ვით. ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ყვე­ლას­თვის ერთი ტი­პის გან­ტვირ­თვა არ შე­იძ­ლე­ბა. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, რა ჩი­ვი­ლებს აღ­ნიშ­ნავს პა­ცი­ენ­ტი და რო­გო­რია მისი ცხოვ­რე­ბის წესი. ვი­ნა­ი­დან რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, თუ არის პა­ცი­ენ­ტი ჯან­საღ კვე­ბა­ზე, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ათ დღე­ში ერთი დღე და­ვუთ­მოთ გან­ტვირ­თვას, მაგ­რამ თუ ჩვე­ნი კვე­ბის წესი ყო­ველ­დღი­უ­რად არის ცხი­მი­ა­ნი და შემ­წვა­რი პრო­დუქ­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა კონ­სერ­ვან­ტე­ბით და ემულ­გა­ტო­რე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია კვი­რა­ში ერთხელ მო­ვი­წყოთ გან­ტვირ­თვა.

- ლიკა: ვარ 1 მეტ­რი და 63სმ. 50 კილო. მინ­და ცოტა და­ვიკ­ლო, 3 კილო მა­ინც, რა გა­ვა­კე­თო?

- მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში 163 სმ და 50 კი­ლოგ­რა­მი წონა ასა­ხავს იმას, რომ მას აქვს სხე­უ­ლის სწო­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლია მან ვერ მი­აღ­წი­ოს სა­სურ­ველ შე­დეგს, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ორ­გა­ნიზმს ესა­ჭი­რო­ე­ბა რო­გორც ცხი­მი, ასე­ვე ცი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი. მან უნდა გან­სა­ზღვროს, რამ­დე­ნია მის ორ­გა­ნიზ­მში ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი, რაც ისა­ზღვრე­ბა გარ­კვე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით. არ­სე­ბობს ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ზო­მე­ბი, უნდა მი­მარ­თოს ერთხელ მა­ინც სპე­ცი­ა­ლისტს, რომ გა­ნი­სა­ზღვროს რამ­დე­ნია მას­ში ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი, შეძ­ლებს თუ არა ის ამ ცხი­მო­ვა­ნი მა­სის დაკ­ლე­ბას, ვი­ნა­ი­დან ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დაკ­ლე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ორ­გა­ნიზმს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ზრდას­რულ ასაკ­ში იჩენს თავს და გა­მო­იწ­ვევს გარ­კვე­ულ პა­თო­ლო­გი­ურ ცვლი­ლე­ბებს.

- ნანა: ვარ­ჯი­შის გა­რე­შე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა და­იკ­ლოს წო­ნა­ში?

- 40 წლის ზე­მოთ ყვე­ლა ქალ­ბა­ტონ­ში ფი­ზი­ო­ლო­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა ჰორ­მონ­თა ცვლი­ლე­ბე­ბი. გარ­კვე­უ­ლი ჰორ­მო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს, გარ­კვე­უ­ლი იკ­ლებს. ხდე­ბა არე­ვა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მის. დგე­ბა პრე­მე­ნო­პა­უ­ზა, შემ­დგომ ამას მოჰ­ყვე­ბა მე­ნო­პა­უ­ზა, რაც შემ­დგომ­ში იძ­ლე­ვა ეფექტს, ჭარ­ბი ცხი­მის დაგ­რო­ვე­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა არის ბევ­რად შე­ნე­ლე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­ვი­ღოთ ზო­მე­ბი: ჯე­რა­დი კვე­ბა უნდა იყოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად. უნდა შე­ი­ზღუ­დოს ნახ­შირ­წყლე­ბი და ცხი­მე­ბი იმი­სათ­ვის, რომ წო­ნის კლე­ბა მოხ­დეს.

უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რაც ჩვენს კვე­ბის რა­ცი­ონ­ში უნდა შე­ვი­ტა­ნოთ, ეს არის ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი. მაგ: რძის პრო­დუქ­ტე­ბი; ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი და გავ­ზარ­დოთ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, ვიდ­რე გვქონ­და მა­ნამ­დე. ანუ, ამ ასაკ­ში გა­ი­ზარ­დოს ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფიტ­ნე­სი. სა­სურ­ვე­ლია სი­ა­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 კი­ლო­მეტ­რი, იმის მი­ხედ­ვით თუ რა წო­ნის ვართ, რა სი­მაღ­ლის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვაქვს. ამ ასაკ­ში გარ­და ჭარ­ბი წო­ნის გა­ჩე­ნი­სა, თავს იჩენს ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბი და ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს უჭირს ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, თუმ­ცა ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მცი­რე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, იმი­სათ­ვის, რომ ხრტი­ლო­ვა­ნი მასა არ შემ­ცირ­დეს და მუდ­მი­ვად იყოს ტო­ნუს­ში ორ­გა­ნიზ­მი.

- ანა: სამი შვი­ლი გა­ჩე­ნის შემ­დეგ დამ­რჩა თხე­ლი ქო­ნის ფენა მუ­ცელ­ზე და ვე­რაფ­რით ვი­შო­რებ. რო­გორ ვებ­რძო­ლო ამ პრობ­ლე­მას?

- მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგომ რჩე­ბა გარ­კვე­უ­ლი ცხი­მო­ვა­ნი ნა­დე­ბი მუც­ლის არე­ში, ამი­სათ­ვის მხო­ლოდ სა­სურ­ვე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის გაზ­რდა. პრე­სის გა­კე­თე­ბა, იმის­თვის, რომ მოხ­დეს კუნ­თის გამ­კვრი­ვე­ბა და კუმ­შვა­დო­ბა იყოს უფრო მა­ღა­ლი. ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ხდე­ბა კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის გაზ­რდა მუც­ლის არე­ში, ხდე­ბა მო­დუ­ნე­ბა, ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. ამი­ტომ სა­ჭი­როა კვე­ბა­ში ჩარ­თოს ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბი. ორ­სუ­ლო­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია კალ­ცი­უ­მის მი­ღე­ბა, რად­გან ბავ­შვს დე­დის ორ­გა­ნიზ­მი­დან მი­აქვს კალ­ცი­უ­მი და ამ შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­უ­ლი სიპ­ტო­მა­ტი­კა ჩნდე­ბა. ეს არის: თმის ცვე­ნა, ფრჩხი­ლე­ბის მტვრე­ვა­დო­ბა, კა­ნის სტრუქ­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა და ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ჩარ­თვა.

- თაკო: მა­ინ­ტე­რე­სებს, დი­ე­ტის სწორ წარ­მარ­თვას უწყობს თუ არა ხელს ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი?

- სიმ­სუქ­ნე ზო­გა­დად არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მას სჭირ­დე­ბა კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. სიმ­სუქ­ნეს არ მარ­თავს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი. ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ჩა­ერ­თოს სხვა კონ­სულ­ტან­ტე­ბი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ნევ­რო­პა­თო­ლო­გი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­რო ხდე­ბა სიმ­სუქ­ნის პე­რი­ოდ­ში კარ­დი­ო­ლო­გის ჩარ­თვა, რო­გორც კონ­სულ­ტან­ტის, რად­გან სიმ­სუქ­ნე არ არის მხო­ლოდ ერთი და­ა­ვა­დე­ბა. ასე­ვე სა­ჭი­როა ჩა­ერ­თოს ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში ეფექ­ტი იქ­ნე­ბა უფრო კარ­გი და მი­სა­ღე­ბი.

- თა­მი­ლა: მაქვს ვე­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და ამას­თა­ნა­ვე კიფო-სქო­ლი­ო­ზი, თუ არის რა­ი­მე სა­ხის დი­ე­ტა ჩემ­თვის სა­ზი­ა­ნო?

- რო­დე­საც არის ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა და ამას­თან კიფო-სქო­ლი­ო­ზი, აქ უნდა ჩა­ერ­თოს ან­გი­ო­ლო­გი. ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლი არის გარ­კვე­უ­ლი ტი­პის მა­სა­ჟე­ბი, იმის­თვის, რომ კიფო-სქო­ლი­ო­ზის პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ნურ უკ­მა­რი­სო­ბას, ამ დროს რა თქმა უნდა, ამო­ვი­ღოთ კვე­ბი­დან მა­რი­ლი, იმი­სათ­ვის რომ სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა არ შე­კავ­დეს ორ­გა­ნიზ­მში და არ გამ­წვავ­დეს ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­დუქ­ტებს, რო­მე­ლიც უნდა იყოს ამო­ღე­ბუ­ლი, ეს არის კონ­სერ­ვან­ტე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ანუ ძეხ­ვე­უ­ლი, სო­სი­სი, მა­ი­ო­ნე­ზის მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბი - ისე­თი, რომ­ლე­ბიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ კონ­სერ­ვან­ტებს. ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბი ხელს უწყო­ბენ ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის გამ­წვა­ვე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, შე­შუ­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ქვე­მო კი­დუ­რებ­ზე.

მა­რი­ლი უნდა იყოს მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, უნდა იყოს წყლის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლი. ლო­გი­კუ­რია, რომ მა­რი­ლის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად ორ­გა­ნიზმს წყლის მო­თხოვ­ნა უმ­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ უნდა ჩავ­თვა­ლოთ, რომ ეს არის ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი წა­მა­ლი. წყლის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მი­ნი­მუმ ლიტრნა­ხევ­რამ­დე, იმი­სათ­ვის, რომ ორ­გა­ნიზ­მი გა­იწ­მინ­დოს ტოქ­სი­ნე­ბის­გან და შლა­კე­ბის­გან.

- მარი: რა რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხის მი­ღე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის და რა სა­ხის სი­თხე მი­ვი­ღოთ?

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სი­თხით შე­ვავ­სოთ ორ­გა­ნიზ­მი. ის აუ­ცი­ლე­ბელ კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. მი­ნი­მუმ ლიტ­რა­ნა­ხე­ვა­რი უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. იმის მი­ხედ­ვით, თუ რა წო­ნის და სი­მაღ­ლის ვართ, მაქ­სი­მუმ ორი-სამი ლიტ­რი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად შარდ-სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­დე­საც შე­ზღუ­დუ­ლი უნდა იყოს სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არის მხო­ლოდ ერთი ლიტ­რი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ასე­ვე არ­სე­ბობს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლის დრო­საც სი­თხის მი­ღე­ბის შე­ზღუდ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ესეც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

- ნანა: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ჯან­მრთე­ლია თუ არა ადა­მი­ა­ნი, უკუ­რე­აქ­ცი­ას რამ­დე­ნად იწ­ვევს ნახ­შირ­წყლებ­ზე ხან­გრძლი­ვად უა­რის თქმა?

- ნახ­შირ­წყლებ­ზე ძა­ლი­ა­ნაც რომ მო­ვინ­დო­მოთ, უარს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვი­ტყვით, რად­გან ნახ­შირ­წყლე­ბი შე­დის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა პრო­დუქ­ტში, მათ შო­რის ხორ­ცში, რძის ნა­წარმ­ში, ბოსტნე­ულ­ში და ხილ­ში. თუ სა­უ­ბა­რია ისეთ ნახ­შირ­წყლებ­ზე, რო­მე­ლიც არის მარ­ტი­ვი ნახ­შირ­წყლე­ბი, ანუ, შა­ქა­რი, ტკბი­ლე­უ­ლი და ცო­მე­უ­ლი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ეს ზი­ანს არ მო­უ­ტანს ორ­გა­ნიზმს, რად­გან იმ რა­ო­დე­ნო­ბა ნახ­შირ­წყლებს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ჩვენ ვღე­ბუ­ლობთ რძის პრო­დუქ­ტე­ბი­დან, ხორ­ცი­დან, ხი­ლი­დან და ბოსტნე­უ­ლი­დან.

იხი­ლეთ ვი­დეო

ფოტო: კუ­ლინART

როგორ ვიკვებოთ, რომ ჭარბი წონა ავიცილოთ და კვირაში რამდენჯერ უნდა განვტვირთოთ ორგანიზმი - ლაშა უჩავა გირჩევთ

როგორ ვიკვებოთ, რომ ჭარბი წონა ავიცილოთ და კვირაში რამდენჯერ უნდა განვტვირთოთ ორგანიზმი - ლაშა უჩავა გირჩევთ

როგორ ვებრძოლოთ ჭარბი წონით ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს, თემასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-ს ინტერნეტკონფერენციის რუბრიკაში მკითხველის მიერ დასმულ შეკითხვებს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა პასუხობს.

- სალომე: რომელი პროდუქტები გვეხმარება ცხიმების დაწვაში?

- კონკრეტულად არ არსებობს პროდუქტები, რომლებიც დაგვეხმარება ცხიმის დაწვაში, თუმცა არის კვლევები ჩატარებული, არსებობს ნივთიერება, რომელიც ანანასში შედის დიდი რაოდენობით და იწვევს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას, რის შედეგადაც ხდება ცხიმების დაწვა ორგანიზმში. აგრეთვე ტარტრონის მჟავა, რომელიც არის კომბოსტოში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას და ამის ხარჯზე ხდება ცხიმების დაწვა. სხვა მხრივ, ვერცერთი პროდუქტი ცხიმებს ვერ წვავს. თუ გვსურს ცხიმების დაწვა ორგანიზმში, ამისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, რათა ენერგიის წყაროდ გამოიყენოს ორგანიზმმა ჩვენი ცხიმი და მოახდინოს მისი დაშლა. ასევე უნდა მივმართოთ დაბალკალორიულ კვებას, უნდა შევზღუდოთ ცხიმების, ასევე ნახშირწყლების რაოდენობა და ჩავრთოთ კვებაში უფრო მეტად ცილოვანი კომპონენტები.

- ნინი: როგორ უნდა მოვაწყო განტვირთვა ორგანიზმისთვის და რა ინტენსივობით?

- განტვირთვა უნდა მოვაწყოთ ათ დღეში ერთხელ (გააჩნია რა კვების სტილი გვაქვს ათი დღის განმავლობაში), თუ არის დატვირთული ის ცხიმებით, ნარშიწყლებით და შემწვარი პროდუქტებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც იყოს. განტვირთვა არ გულისხმობს სრულ შიმშილს და მხოლოდ წყალზე ყოფნას. განტვირთვის დღეს უნდა ავირჩიოთ დაბალკალორიული პროდუქტები, რომლებიც პარალელურად ორგანიზმს დაეხმარება გაწმენდაში, ტოქსინების დაშლასა და შლაკების გამოდევნაში და თან შეივსება ვიტამინებით და მინერალებით.

ეს შეიძლება იყოს ხილით განტვირთვის დღეები, შესაძლებელია მოვაწყოთ ცილოვანი განტვირთვის დღეები, ანუ ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები, ასევე შესაძლებელია დღის განმავლობაში მივირთვათ ბოსტნეული. ეს ითვლება წონის და სიმაღლის მიხედვით. ეს არის ინდივიდუალური და ყველასთვის ერთი ტიპის განტვირთვა არ შეიძლება. ასევე გასათვალისწინებელია გარკვეული გენეტიკური ფაქტორები, რა ჩივილებს აღნიშნავს პაციენტი და როგორია მისი ცხოვრების წესი. ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნე, თუ არის პაციენტი ჯანსაღ კვებაზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ათ დღეში ერთი დღე დავუთმოთ განტვირთვას, მაგრამ თუ ჩვენი კვების წესი ყოველდღიურად არის ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტები, სხვადასხვა კონსერვანტებით და ემულგატორებით გაჯერებული პროდუქტები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია კვირაში ერთხელ მოვიწყოთ განტვირთვა.

- ლიკა: ვარ 1 მეტრი და 63სმ. 50 კილო. მინდა ცოტა დავიკლო, 3 კილო მაინც, რა გავაკეთო?

- მოზარდობის პერიოდში 163 სმ და 50 კილოგრამი წონა ასახავს იმას, რომ მას აქვს სხეულის სწორი მაჩვენებელი. შესაბამისად, შესაძლებელია მან ვერ მიაღწიოს სასურველ შედეგს, იქედან გამომდინარე, რომ ორგანიზმს ესაჭიროება როგორც ცხიმი, ასევე ცილოვანი ქსოვილი. მან უნდა განსაზღვროს, რამდენია მის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი, რაც ისაზღვრება გარკვეული დიაგნოსტიკის საშუალებით. არსებობს ასევე სპეციალური საზომები, უნდა მიმართოს ერთხელ მაინც სპეციალისტს, რომ განისაზღვროს რამდენია მასში ცხიმოვანი ქსოვილი, შეძლებს თუ არა ის ამ ცხიმოვანი მასის დაკლებას, ვინაიდან ცხიმოვანი ქსოვილის დაკლება არ არის მიზანშეწონილი და მოზარდობის პერიოდში შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, რაც საბოლოო ჯამში ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს და გამოიწვევს გარკვეულ პათოლოგიურ ცვლილებებს.

- ნანა: ვარჯიშის გარეშე როგორ შეიძლება 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა დაიკლოს წონაში?

- 40 წლის ზემოთ ყველა ქალბატონში ფიზიოლოგიიდან გამომდინარე ხდება ჰორმონთა ცვლილებები. გარკვეული ჰორმონების რაოდენობა იმატებს, გარკვეული იკლებს. ხდება არევა ენდოკრინოლოგიური სისტემის. დგება პრემენოპაუზა, შემდგომ ამას მოჰყვება მენოპაუზა, რაც შემდგომში იძლევა ეფექტს, ჭარბი ცხიმის დაგროვების. შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლა არის ბევრად შენელებული. აუცილებელია მივიღოთ ზომები: ჯერადი კვება უნდა იყოს დღის განმავლობაში აუცილებლად. უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლები და ცხიმები იმისათვის, რომ წონის კლება მოხდეს.

უფრო დიდი რაოდენობით რაც ჩვენს კვების რაციონში უნდა შევიტანოთ, ეს არის ცილოვანი პროდუქტები. მაგ: რძის პროდუქტები; ხორცის პროდუქტები და გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვა, ვიდრე გვქონდა მანამდე. ანუ, ამ ასაკში გაიზარდოს ფიზიკური აქტივობა. არ არის აუცილებელი ფიტნესი. სასურველია სიარული დღის განმავლობაში დაახლოებით 5-6 კილომეტრი, იმის მიხედვით თუ რა წონის ვართ, რა სიმაღლის და აქედან გამომდინარე რა შესაძლებლობები გვაქვს. ამ ასაკში გარდა ჭარბი წონის გაჩენისა, თავს იჩენს ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები და ზოგიერთ ადამიანს უჭირს ფეხით სიარული, თუმცა ძვალსახსროვანი სისტემისთვისაც აუცილებელია მცირე ფიზიკური დატვირთვა, იმისათვის, რომ ხრტილოვანი მასა არ შემცირდეს და მუდმივად იყოს ტონუსში ორგანიზმი.

- ანა: სამი შვილი გაჩენის შემდეგ დამრჩა თხელი ქონის ფენა მუცელზე და ვერაფრით ვიშორებ. როგორ ვებრძოლო ამ პრობლემას?

- მშობიარობის შემდგომ რჩება გარკვეული ცხიმოვანი ნადები მუცლის არეში, ამისათვის მხოლოდ სასურველია ფიზიკური აქტივობის გაზრდა. პრესის გაკეთება, იმისთვის, რომ მოხდეს კუნთის გამკვრივება და კუმშვადობა იყოს უფრო მაღალი. ორსულობის პერიოდში, როდესაც ხდება კუნთოვანი ქსოვილის გაზრდა მუცლის არეში, ხდება მოდუნება, ცილოვანი კომპონენტების ნაკლებობა. ამიტომ საჭიროა კვებაში ჩართოს ცილოვანი კომპონენტები. ორსულობის შემდგომ პერიოდში აუცილებელია კალციუმის მიღება, რადგან ბავშვს დედის ორგანიზმიდან მიაქვს კალციუმი და ამ შემთხვევაში გარკვეული სიპტომატიკა ჩნდება. ეს არის: თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სტრუქტურის ცვლილება და ამიტომ აუცილებელია ცილოვანი კომპონენტების ჩართვა.

- თაკო: მაინტერესებს, დიეტის სწორ წარმართვას უწყობს თუ არა ხელს ფსიქოლოგთან კონსულტაციები?

- სიმსუქნე ზოგადად არის ქრონიკული დაავადება და მას სჭირდება კომპლექსური მკურნალობა. სიმსუქნეს არ მართავს მხოლოდ და მხოლოდ ენდოკრინოლოგი. ამისთვის აუცილებელია რიგ შემთხვევებში ჩაერთოს სხვა კონსულტანტები. ეს შეიძლება იყოს ფსიქოთერაპევტი, ნევროპათოლოგი, ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება სიმსუქნის პერიოდში კარდიოლოგის ჩართვა, როგორც კონსულტანტის, რადგან სიმსუქნე არ არის მხოლოდ ერთი დაავადება. ასევე საჭიროა ჩაერთოს ფსიქოთერაპევტი, მსგავს შემთხვევებში ეფექტი იქნება უფრო კარგი და მისაღები.

- თამილა: მაქვს ვენების პრობლემები და ამასთანავე კიფო-სქოლიოზი, თუ არის რაიმე სახის დიეტა ჩემთვის საზიანო?

- როდესაც არის ვენური უკმარისობა და ამასთან კიფო-სქოლიოზი, აქ უნდა ჩაერთოს ანგიოლოგი. ამ დროს აუცილებელი არის გარკვეული ტიპის მასაჟები, იმისთვის, რომ კიფო-სქოლიოზის პრობლემა მოგვარდეს. რაც შეეხება ვენურ უკმარისობას, ამ დროს რა თქმა უნდა, ამოვიღოთ კვებიდან მარილი, იმისათვის რომ სითხის რაოდენობა არ შეკავდეს ორგანიზმში და არ გამწვავდეს ვენური უკმარისობა. რაც შეეხება პროდუქტებს, რომელიც უნდა იყოს ამოღებული, ეს არის კონსერვანტებით გამდიდრებული პროდუქტები, ანუ ძეხვეული, სოსისი, მაიონეზის მსგავსი პროდუქტები - ისეთი, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ კონსერვანტებს. ასეთი პროდუქტები ხელს უწყობენ ვენური უკმარისობის გამწვავებას და შესაბამისად, შეშუპების განვითარებას ქვემო კიდურებზე.

მარილი უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და ასეთ შემთხვევაში, უნდა იყოს წყლის რაოდენობა გაზრდილი. ლოგიკურია, რომ მარილის შემცირებასთან ერთად ორგანიზმს წყლის მოთხოვნა უმცირდება, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი წამალი. წყლის რაოდენობა უნდა შევინარჩუნოთ მინიმუმ ლიტრნახევრამდე, იმისათვის, რომ ორგანიზმი გაიწმინდოს ტოქსინებისგან და შლაკებისგან.

- მარი: რა რაოდენობის სითხის მიღებაა აუცილებელი ორგანიზმისთვის და რა სახის სითხე მივიღოთ?

- დღის განმავლობაში აუცილებელია სითხით შევავსოთ ორგანიზმი. ის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მინიმუმ ლიტრანახევარი უნდა იყოს მიღებული დღის განმავლობაში. იმის მიხედვით, თუ რა წონის და სიმაღლის ვართ, მაქსიმუმ ორი-სამი ლიტრი შეიძლება მივიღოთ. არსებობს გარკვეული დაავადებები, მაგალითად შარდ-სასქესო ორგანოების სისტემის დაავადებები, როდესაც შეზღუდული უნდა იყოს სითხის რაოდენობა და დღის განმავლობაში არის მხოლოდ ერთი ლიტრი რეკომენდებული. ასევე არსებობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც სითხის მიღების შეზღუდვა აუცილებელია. ესეც ინდივიდუალურია.

- ნანა: მიუხედავად იმისა, ჯანმრთელია თუ არა ადამიანი, უკურეაქციას რამდენად იწვევს ნახშირწყლებზე ხანგრძლივად უარის თქმა?

- ნახშირწყლებზე ძალიანაც რომ მოვინდომოთ, უარს ვერანაირად ვერ ვიტყვით, რადგან ნახშირწყლები შედის აბსოლუტურად ყველა პროდუქტში, მათ შორის ხორცში, რძის ნაწარმში, ბოსტნეულში და ხილში. თუ საუბარია ისეთ ნახშირწყლებზე, რომელიც არის მარტივი ნახშირწყლები, ანუ, შაქარი, ტკბილეული და ცომეული, ასეთ შემთხვევაში ეს ზიანს არ მოუტანს ორგანიზმს, რადგან იმ რაოდენობა ნახშირწყლებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, ჩვენ ვღებულობთ რძის პროდუქტებიდან, ხორციდან, ხილიდან და ბოსტნეულიდან.

იხილეთ ვიდეო

ფოტო: კულინART

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას