დიღმის მასივში ძმების მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

დიღმის მასივში ძმების მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

თბილისში, დიღმის მასივში ძმები ატარშიკოვების მკვლელობის საქმე გახსნილია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

"საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადეს შსს-ში.

ძმები ატარშიკოვები სავაურაუდოდ წუხელ მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, ძმები ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი მოკლეს, თუმცა მეზობლები აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ. ძმების გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად, გაზით გაგუდვაც სახელდება. ამის შესახებ ალექსანდრე და დენის ატარშიკოვების ცხედრების პროზექტურაში გადასვენების შემდეგ, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა განუცხადა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით კი, გარდაცვლილ ძმებს სხეულზე ნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებათ.

ალექსანდრე და დენის ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ