სასწრაფო დახმარების ექიმის ინფორმაციით, დიღმის მასივში გარდაცვლილ ძმებს ნასროლი ჭრილობები არ აღენიშნებათ. როგორც ექიმმა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ ძმები უკვე გარდაცვლილები იყვნენ. სხვა დეტალებზე საუბრისგან ექიმმა თავი შეიკავა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, დიღმის მასივში ძმები ალექსანდრე და დენის ატარშიკოვები ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ მოკლეს. მათივე ინფორმაციით, ძმები წუხელ მოკლეს, თუმცა მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ.
იხილეთ: დიღმის მასივში ძმები ჯერ გაძარცვეს და შემდეგ მოკლეს - მეზობლები სასტიკი მკვლელობის შესახებ