Faceამბები
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარიანში სასულიერო პირმა მრავალშვილიან ოჯახს მიწები გადასცა
ვარიანში სასულიერო პირმა მრავალშვილიან ოჯახს მიწები გადასცა

გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­რი­ან­ში მცხოვ­რებ ზუ­ბაშ­ვი­ლე­ბის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს მამა გრი­გოლ­მა (გო­გი­ჩა­ძე) სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი მო­უ­ტა­ნა. ნაძ­ვის ხის, ტკბი­ლე­უ­ლის, სა­თა­მა­შო­ე­ბის და პრო­დუქ­ტის გარ­და, მამა გრი­გოლ­მა ოჯა­ხის წევ­რებს მი­წე­ბიც გა­დას­ცა.

"დი­ლით დაგ­ვი­რე­კა მა­მა­ომ. წა­იყ­ვა­ნა ბავ­შვე­ბი გორ­ში. ნაძ­ვის ხე, სა­თა­მა­შო­ე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი და პრო­დუქ­ტი უყი­და. დიდი ხა­ნია ისე­დაც დიდ ყუ­რა­დღე­ბას გვაქ­ცევს. მე­დი­კა­მენ­ტე­ბი თუ დამ­ჭირ­დე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის, აუ­ცი­ლებ­ლად მეხ­მა­რე­ბა. ხში­რად ნი­სი­ად თუ რამე წა­მოგ­ვი­ღია მა­ღა­ზი­ი­დან ან აფ­თი­ა­ქი­დან, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თქვე­ნი ვალი მა­მა­ომ გა­და­ი­ხა­დაო", - აცხა­დე­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

გე­ნა­დი და ხა­თუ­ნა ზუ­ბაშ­ვი­ლებს ამ­ჟა­მად 5 შვი­ლი ჰყავთ. სი­დუ­ხ­ჭი­რის და საკ­ვე­ბის სიმ­ცი­რის გამო კი მა­ნამ­დე 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლათ. ბოლო ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი ამ ოჯახ­ში 2009 წელს მოხ­და.

"გახ­სოვთ, ამა­თი ტრა­გე­დია მა­შინ. ამ ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბის გამო სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი შეგ­ვხვდა იმ დროს, და­მი­პი­რის­პი­რეს ხალ­ხი, მაგ­რამ დღეს ამას არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ იმ მი­წებს გა­დავ­ცემ, რო­მელ­საც მე ამ სო­ფელ­ში ვფლობ", - ამ­ბობს მამა გრი­გო­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვარიანში სასულიერო პირმა მრავალშვილიან ოჯახს მიწები გადასცა

ვარიანში სასულიერო პირმა მრავალშვილიან ოჯახს მიწები გადასცა

გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრებ ზუბაშვილების მრავალშვილიან ოჯახს მამა გრიგოლმა (გოგიჩაძე) საახალწლო საჩუქრები მოუტანა. ნაძვის ხის, ტკბილეულის, სათამაშოების და პროდუქტის გარდა, მამა გრიგოლმა ოჯახის წევრებს მიწებიც გადასცა.

"დილით დაგვირეკა მამაომ. წაიყვანა ბავშვები გორში. ნაძვის ხე, სათამაშოები, ტკბილეული და პროდუქტი უყიდა. დიდი ხანია ისედაც დიდ ყურადღებას გვაქცევს. მედიკამენტები თუ დამჭირდება ბავშვებისთვის, აუცილებლად მეხმარება. ხშირად ნისიად თუ რამე წამოგვიღია მაღაზიიდან ან აფთიაქიდან, გვეუბნებიან, რომ თქვენი ვალი მამაომ გადაიხადაო", - აცხადებენ ოჯახის წევრები.

გენადი და ხათუნა ზუბაშვილებს ამჟამად 5 შვილი ჰყავთ. სიდუხჭირის და საკვების სიმცირის გამო კი მანამდე 3 მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალათ. ბოლო ასეთი ტრაგიკული ფაქტი ამ ოჯახში 2009 წელს მოხდა.

"გახსოვთ, ამათი ტრაგედია მაშინ. ამ ამბის გახმაურების გამო სერიოზული წინააღმდეგობები შეგვხვდა იმ დროს, დამიპირისპირეს ხალხი, მაგრამ დღეს ამას არა აქვს მნიშვნელობა. სრულიად უსასყიდლოდ იმ მიწებს გადავცემ, რომელსაც მე ამ სოფელში ვფლობ", - ამბობს მამა გრიგოლი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა