პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა, Sony Pictures-ის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის სა­პა­სუ­ხოდ. "ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ბა­რაქ ობა­მამ ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რო­მე­ლიც სამი ჩრდი­ლო­ეთ­კო­რე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და 10 პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­სა და ია­რა­ღის ექ­სპორ­ტი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­საც.

თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის პა­სუ­ხი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პრო­ვო­კა­ცი­ულ, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მომ­წვევ და რეპ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებ­ზე. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქნცი­ე­ბის სი­ა­ში მოხ­ვედ­რილ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და კერ­ძო პი­რებს შე­უ­ჩერ­დათ აშშ-ის ფი­ნან­სურ სის­ტე­მას­თან წვდო­მა, აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ებს კი აეკ­რძა­ლათ მათ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის წი­ნა­აღ­მდეგ აშშ-ის უკვე აქვს სან­ქცი­ე­ბი და­წე­სე­ბუ­ლი ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის სა­პა­სუ­ხოდ.

კომ­პა­ნია Sony Pictures-ზე კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში სტუ­დი­ის ახა­ლი ფილ­მის "ინ­ტერ­ვი­უს" გა­მოს­ვლამ­დე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და. აშშ-ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამის უკან სწო­რედ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგას. ფილ­მის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ორი ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­თან კიმ ჩენ ინ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას ცდი­ლო­ბენ და რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო შე­ი­ტყობს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რის ლიკ­ვი­და­ცი­ის ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვას შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

შე­ტე­ვის შე­დე­გად Sony-ის სტუ­დი­ას და Sony Pictures-ის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი მი­ად­გა. ჰა­კე­რებ­მა კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, მათ შო­რის, კონ­ტრაქ­ტო­რი მსა­ხი­ო­ბე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ანა­ზღა­უ­რე­ბა და მათი სო­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა, Sony Pictures-ის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის საპასუხოდ. "ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სამი ჩრდილოეთკორეული ორგანიზაციისა და 10 პირის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. სანქციები შეეხო ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო სამსახურსა და იარაღის ექსპორტიორ ორგანიზაციასაც.

თეთრი სახლის განცხადებით, ეს არის პასუხი ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციულ, დესტაბილიზაციის გამომწვევ და რეპრესიულ ქმედებებზე. გავრცელებული ინფორმაციით, საქნციების სიაში მოხვედრილ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შეუჩერდათ აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან წვდომა, აშშ-ის მოქალაქეებს კი აეკრძალათ მათთან საქმიანი ურთიერთობები. ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აშშ-ის უკვე აქვს სანქციები დაწესებული ბირთვული პროგრამის საპასუხოდ.

კომპანია Sony Pictures-ზე კინოგაქირავებაში სტუდიის ახალი ფილმის "ინტერვიუს" გამოსვლამდე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. აშშ-ის სპეცსამსახურების განცხადებით, ამის უკან სწორედ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დგას. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ორი ამერიკელი ჟურნალისტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობენ და როდესაც ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შეიტყობს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმვას შესთავაზებენ.

შეტევის შედეგად Sony-ის სტუდიას და Sony Pictures-ის მონაცემთა ბაზებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ჰაკერებმა კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების, მათ შორის, კონტრაქტორი მსახიობების კონფიდენციალური ინფორმაცია, ანაზღაურება და მათი სოციალური უსაფრთხოების ნორმები გაასაჯაროეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა