საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, სოფელ მარანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებიდან რამდენიმე ადამიანი თბილისში გადმოიყვანეს, მათ შორის არის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
როგორც კვარაცხელიამ ,,ინტეპრესსნიუსს" განუცხადა, ბავშვს მრავლობითი ტრავმები აქვს, მათ შორის- გულ-მკერდისა და თავის არეში, ერთ ქალბატონს კი ორივე ბარძაყი აქვს მოტეხილი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს ჩავა თავად სამტრედიასა და ქუთაისში, სადაც კიდევ რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობას გაეცნობა. აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩაქროსნულ მატარებებლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ახლობლების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ შეამჩნია.