მსახიობმა ჯოზეფ გორდონ ლევიტმა საკუთარი თაყვანისმცემლები მოულოდნელი ქორწინებით გააოცა. როგორც აღმოჩნდა, მსახიობმა საიდუმლოდ იქორწინა საკუთარ მეგობარ გოგონაზე, ტაშა მაკკოლიზე. ქორწინება 20 დეკებერს, წყვილის სახლში შედგა და სავარაუდოდ დიდი ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა.
აღსანიშნავია, რომ ჯოზეფი ყოველთვის თავს არიდებდა საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრებს. მხოლოდ 2013 წლის სექტემბერში აღიარა, რომ სიყვარული იპოვა. "ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანი და ძალიან კარგი ბოიფრენდი ვარ", "არ მინდა ისეთი ქალი მყავდეს, რომელიც პატივს არ მცემს. ჩემი რჩეული არ არის შოუ-ბიზნესის სამყაროდან" - აღნიშნა ინტერვიუში მსახიობმა. 33 წლის გორდონ ლევიტისთვის და მისი რჩეულისთვის ეს პირველი ქორწინებაა. მისი მეუღლე კომანია Fელლოწ ღობოტს-ის ფუძემდებელი და გენერალური დირექტორია. შეგახსენებთ, რომ კომპანია რობოტექნიკას ქმნის და მჭიდროდ თანამშრომლობს ნასასთან.