პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ფილმებით ხვდებიან შობა-ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში
რომელი ფილმებით ხვდებიან შობა-ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში

ახა­ლი წლის პირ­ველ დღე­ებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეკ­რა­ნე­ბის წინ მო­ი­კა­ლა­თონ და სა­ა­ხალ­წლო ფილ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბა შე­იქ­მნან. სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი წელი ალ­ბათ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია "ბე­დის ირო­ნი­ი­სა" და "მარ­ტო სახ­ლშის" გა­რე­შე. მო­დით ვნა­ხოთ, რო­მე­ლიც ფილ­მე­ბით ხვდე­ბი­ან ახა­ლი წლის დღე­ებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში.

აშშ- Home Alone (1990)

ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხი ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად ჩი­კა­გო­დან ევ­რო­პა­ში აპი­რებს ჩას­ვლას. სიჩ­ქა­რე­ში მშობ­ლებს სახ­ლში ერთ-ერთი შვი­ლი რჩე­ბათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სახ­ლში მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვი გო­ნი­ე­რე­ბის სა­ო­ცარ უნარს ავ­ლენს და რო­დე­საც სახ­ლში ნამ­დვი­ლი მძარ­ცვე­ლე­ბი შე­ი­პა­რე­ბი­ან, ისი­ნი არა­ერ­თხელ ინა­ნე­ბენ პა­ტა­რას­თან შეხ­ვედ­რას.

საფ­რან­გე­თი - Le Père Noël Est Une Ordure (1982)

ფილ­მის ყუ­რე­ბი­სას ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­რჩე­ბათ, თით­ქოს, მთე­ლი საფ­რან­გე­თის შეშ­ლი­ლებ­მა ახა­ლი წლის ერ­თად შეხ­ვედ­რა გა­და­წყვი­ტეს. პი­ე­რი და ტე­რე­ზა ნდო­ბის ტე­ლე­ფო­ნის ოპე­რა­ტო­რე­ბი არი­ან, ჟო­ზე­ტა გა­რე­უ­ბან­ში მცხოვ­რე­ბი ჭკუ­ამ­ხი­ა­რუ­ლი ქა­ლია, ხოლო მისი მე­გო­ბა­რი ფე­ლიქ­სი პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში თოვ­ლის ბა­ბუ­ად მუ­შა­ობს. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა, ვინც კადრში მოხ­ვდე­ბა, ამარ­თლებს აბ­ზა­ცის პირ­ველ წი­ნა­და­დე­ბას.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი - Love Actually (2003)

სიყ­ვა­რუ­ლი - და­უ­ვი­წყა­რი, მი­უწ­ვდო­მე­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ამო­უხ­სნე­ლია. სიყ­ვა­რუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტად მარ­თავს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ჩვენს გარ­შე­მო. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­დან და­წყე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი აპა­რა­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­უყ­ვარ­დე­ბა და მწერ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა, რათა გა­ტე­ხი­ლი გული გა­იმ­რთე­ლოს.

იტა­ლია - The Christmas That Almost Wasn't (1966)

შო­ბის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, სემ უიპ­ლის სან­ტა კლა­უ­სი ეს­ტუმ­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­ახ­სე­ნებს, რომ ბავ­შვო­ბა­ში მან სან­ტას წე­რი­ლი მის­წე­რა, სა­დაც მად­ლო­ბას უხ­დი­და სა­ჩუქ­რე­ბის გამო და პი­რო­ბა მის­ცა, თუკი ოდეს­მე თოვ­ლის ბა­ბუ­ას მისი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბო­და, იგი ყვე­ლა­ფერს იღო­ნებ­და. საქ­მე კი ის იყო, რომ მო­ხუ­ცი ფი­ნე­ას პრი­ნი, რო­მელ­საც ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუ­სი ეკუთ­ვნის, სან­ტას მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და სა­ჩუ­ქა­რე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხნის იჯა­რის გა­დახ­დას სთხოვს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მფლო­ბე­ლი, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ელ­ფე­ბის გა­სახ­ლე­ბი­თა და სა­თა­მა­შო­ე­ბის ქარ­ხნის წარ­თმე­ვით ემუქ­რე­ბა. სან­ტამ და სემ­მა უნდა იპო­ვონ გა­მო­სა­ვა­ლი, რათა შობა გა­და­არ­ჩი­ნონ.

ფი­ნე­თი - Rare Exports: A Christmas Tale (2010)

ეს არის ფილ­მი ყვე­ლა­სათ­ვის, ვინც ფიქ­რობს, რომ არ სჯე­რა თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის. ლაპ­ლან­დი­ის და­თოვ­ლი­ლი მთე­ბის მახ­ლობ­ლად, 486 მეტ­რის სიღ­რმე­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ა­ჩე­ნა გა­ა­კე­თეს. ახლა დროა, აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ შე­ი­ტყოს.

გერ­მა­ნია - Der 90. Geburtstag oder Dinner for One (1963)

მო­ხუც ქალს სურს, სა­კუ­თარ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ივახ­შმოს სა­შო­ბა­ოდ, მაგ­რამ იმის გამო, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი უკვე დიდი ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, მის მსა­ხურს უწევს თი­თო­ე­უ­ლი მე­გო­ბა­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა...

ნორ­ვე­გია - Journey to the Christmas Star (2012)

პა­ტა­რა პრინ­ცე­სა გი­ულ­ტოპს ძა­ლი­ან უნ­დო­და სა­შო­ბაო ვარ­სკვლა­ვის პოვ­ნა, რის გა­მოც, მშობ­ლე­ბის­გან მა­ლუ­ლად სახ­ლი­დან გა­ი­პა­რე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბას ბო­რო­ტი გრა­ფი გა­და­წყვეტს, რო­მე­ლიც ტახ­ტის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, ყვე­ლა შა­საძ­ლო ღო­ნეს ხმა­რობს, რომ პრინ­ცე­სა და­ი­ღუ­პოს. დე­დო­ფა­ლი ცდი­ლობს იპო­ვოს სა­კუ­თა­რი შვი­ლი, მაგ­რამ ძი­ე­ბის დროს თვი­თო­ნაც იკარ­გე­ბა. მეფე მიხ­ვდე­ბა, რომ მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას მხო­ლოდ სა­შო­ბაო ვარ­სკვლა­ვის პოვ­ნით მო­ა­ხერ­ხებს. თუმ­ცა, ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პრინ­ცე­სა გა­დარ­ჩე­ბა. მას მო­ხე­ტი­ა­ლე მუ­სი­კო­სე­ბის ჯგუ­ფი გა­და­არ­ჩენს. მრა­ვა­ლი თავ­გა­და­სავ­ლის შემ­დეგ, ტყის ფე­რი­ე­ბის და კე­თი­ლი სუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს მა­ინც შეხ­ვდე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

რომელი ფილმებით ხვდებიან შობა-ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში

რომელი ფილმებით ხვდებიან შობა-ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში

ახალი წლის პირველ დღეებში ადამიანები ცდილობენ სატელევიზიო ეკრანების წინ მოიკალათონ და საახალწლო ფილმების მეშვეობით სადღესასწაულო განწყობა შეიქმნან. საქართველოში ახალი წელი ალბათ, წარმოუდგენელია "ბედის ირონიისა" და "მარტო სახლშის" გარეშე. მოდით ვნახოთ, რომელიც ფილმებით ხვდებიან ახალი წლის დღეებს სხვადასხვა ქვეყნებში.

აშშ- Home Alone (1990)

ამერიკული ოჯახი ახალი წლის შესახვედრად ჩიკაგოდან ევროპაში აპირებს ჩასვლას. სიჩქარეში მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. მიუხედავად ამისა, სახლში მარტო დარჩენილი ბავშვი გონიერების საოცარ უნარს ავლენს და როდესაც სახლში ნამდვილი მძარცველები შეიპარებიან, ისინი არაერთხელ ინანებენ პატარასთან შეხვედრას.

საფრანგეთი - Le Père Noël Est Une Ordure (1982)

ფილმის ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს, მთელი საფრანგეთის შეშლილებმა ახალი წლის ერთად შეხვედრა გადაწყვიტეს. პიერი და ტერეზა ნდობის ტელეფონის ოპერატორები არიან, ჟოზეტა გარეუბანში მცხოვრები ჭკუამხიარული ქალია, ხოლო მისი მეგობარი ფელიქსი პარიზის ქუჩებში თოვლის ბაბუად მუშაობს. გარდა ამისა, ყველა, ვინც კადრში მოხვდება, ამართლებს აბზაცის პირველ წინადადებას.

დიდი ბრიტანეთი - Love Actually (2003)

სიყვარული - დაუვიწყარი, მიუწვდომელი, მოულოდნელი, ამოუხსნელია. სიყვარული ჭეშმარიტად მართავს ყველას და ყველაფერს ჩვენს გარშემო. პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, რომელსაც საკუთარი აპარატის თანამშრომელი შეუყვარდება და მწერლით დამთავრებული, რომელიც საფრანგეთის სამხრეთში გაემგზავრება, რათა გატეხილი გული გაიმრთელოს.

იტალია - The Christmas That Almost Wasn't (1966)

შობის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, სემ უიპლის სანტა კლაუსი ესტუმრება, რომელიც შეახსენებს, რომ ბავშვობაში მან სანტას წერილი მისწერა, სადაც მადლობას უხდიდა საჩუქრების გამო და პირობა მისცა, თუკი ოდესმე თოვლის ბაბუას მისი დახმარება დასჭირდებოდა, იგი ყველაფერს იღონებდა. საქმე კი ის იყო, რომ მოხუცი ფინეას პრინი, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსი ეკუთვნის, სანტას მისი საცხოვრებელი სახლისა და საჩუქარების მწარმოებელი ქარხნის იჯარის გადახდას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მფლობელი, მისი ოჯახის წევრებისა და ელფების გასახლებითა და სათამაშოების ქარხნის წართმევით ემუქრება. სანტამ და სემმა უნდა იპოვონ გამოსავალი, რათა შობა გადაარჩინონ.

ფინეთი - Rare Exports: A Christmas Tale (2010)

ეს არის ფილმი ყველასათვის, ვინც ფიქრობს, რომ არ სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის. ლაპლანდიის დათოვლილი მთების მახლობლად, 486 მეტრის სიღრმეზე მნიშვნელოვანი აღმოაჩენა გააკეთეს. ახლა დროა, აღმოჩენის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყოს.

გერმანია - Der 90. Geburtstag oder Dinner for One (1963)

მოხუც ქალს სურს, საკუთარ მეგობრებთან ერთად ივახშმოს საშობაოდ, მაგრამ იმის გამო, რომ ყველა მათგანი უკვე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მის მსახურს უწევს თითოეული მეგობარის განსახიერება...

ნორვეგია - Journey to the Christmas Star (2012)

პატარა პრინცესა გიულტოპს ძალიან უნდოდა საშობაო ვარსკვლავის პოვნა, რის გამოც, მშობლებისგან მალულად სახლიდან გაიპარება. სიტუაციით სარგებლობას ბოროტი გრაფი გადაწყვეტს, რომელიც ტახტის მოპოვების მიზნით, ყველა შასაძლო ღონეს ხმარობს, რომ პრინცესა დაიღუპოს. დედოფალი ცდილობს იპოვოს საკუთარი შვილი, მაგრამ ძიების დროს თვითონაც იკარგება. მეფე მიხვდება, რომ მეუღლისა და შვილის დაბრუნებას მხოლოდ საშობაო ვარსკვლავის პოვნით მოახერხებს. თუმცა, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, პრინცესა გადარჩება. მას მოხეტიალე მუსიკოსების ჯგუფი გადაარჩენს. მრავალი თავგადასავლის შემდეგ, ტყის ფერიების და კეთილი სულების დახმარებით, ოჯახის წევრები ერთმანეთს მაინც შეხვდებიან.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება