Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბედის ირონია ქართულად - ''ახალი წლის ღამეს ბედი საკუთარი ფეხით მომადგა კარზე''...
ბედის ირონია ქართულად - ''ახალი წლის ღამეს ბედი საკუთარი ფეხით მომადგა კარზე''...

ამ ქალ­ბა­ტო­ნის ის­ტო­რია "ბე­დის ირო­ნი­ის" სი­უ­ჟეტს მო­გა­გო­ნებთ. ალ­ბათ ბევ­რი მას ამ კი­ნო­ფილმთან გა­ა­ი­გი­ვებს, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში არც კა­მე­რა იყო სად­მე და არც რე­ჟი­სო­რის ხმა ის­მო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ახა­ლი წლის ღა­მეს მოხ­და....

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რო­გო­რაა, რო­გორც კი 20 წელს გა­და­ცილ­დე­ბი, ნა­თე­სავ-მე­გობ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი ერ­თსა და იმა­ვე კი­თხვას გის­ვა­მენ: "არ თხოვ­დე­ბი?!" გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და ნერ­ვე­ბის მოშ­ლა თა­ვის­თა­ვად, მაგ­რამ მგო­ნი, ამა­ზე უტაქ­ტო შე­კი­თხვა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს!.. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვყო­ფილ­ვარ. რო­გორც კი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, ყვე­ლამ გა­და­წყვი­ტა, რომ ჩემი გა­თხო­ვე­ბის დრო დად­გა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყო­ველ­თვის მყავ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, მაგ­რამ მათ შო­რის ისე­თი არა­ვინ ყო­ფი­ლა, რომ მას­ზე გა­თხო­ვე­ბა გა­და­მე­წყვი­ტა.

- თქვენს რჩე­ულს რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნდა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა?

- არ იფიქ­როთ, რომ ფულ­სა და სიმ­დიდ­რე­ზე ვი­ყა­ვი და­გე­ში­ლი და ამის მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ­დი ვინ­მეს, ან ცი­დან მო­წყვე­ტილ ვარ­სკვლავს ვე­ძებ­დი, უბ­რა­ლოდ, არც ერთი მათ­გა­ნი არ მომ­წონ­და ისე, რომ ჩემი ქმა­რი გამ­ხდა­რი­ყო. 3 წლით უფ­რო­სი და მყავს, რო­მელ­მაც ოჯა­ხი 21 წლის ასაკ­ში შექ­მნა და ქმარ­თან გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ჩემი გა­თხო­ვე­ბის სა­კი­თხით ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ჩემი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი, რად­გან არ უნ­დო­დათ მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ ერთხე­ლაც ახალ წელს მა­მამ ასე­თი სა­დღეგ­რძე­ლო და­ლია: "იმე­დი მაქვს, წელს ჩვე­ნი უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლიც თა­ვის რჩე­ულს იპო­ვის და გა­ბედ­ნი­ერ­დე­ბაო". შე­იძ­ლე­ბა ამ სი­ტყვებ­ში ცუდი არა­ფე­რია, მაგ­რამ გულ­ზე ისე მომ­ხვდა, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე ლა­მის ცრემ­ლე­ბი გად­მოვ­ყა­რე. მერე მა­მა­ჩემს ჩემ­მა სი­ძემ აუბა მხა­რი, მერე ბი­ძა­ჩემ­მა, მის­მა მე­გო­ბა­რებ­მა და ასე სა­ერ­თო იე­რი­ში მო­ი­ტა­ნეს ჩემ­ზე.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ­ლი­მე მათ­გა­ნი ქორ­წილ­ში თა­მა­დის ად­გილ­საც "და­ჯავ­შნი­და"...

- მარ­თლაც ასე იყო. მა­მა­ჩე­მის ერთი ძმა­კა­ცი ამ­ბობ­და, შენი დის ქორ­წილ­ში მე ვი­თა­მა­დე და სა­ნამ სმა ჯერ კი­დევ შე­მიძ­ლია, დრო­ზე გა­თხოვ­დი, რომ შენს ქორ­წილ­შიც თა­მა­და მე ვი­ყოო... მოკ­ლედ, შე­მა­ღო­ნეს (იცი­ნის)! ამის შემ­დეგ, ახა­ლი ტაქ­ტი­კა შე­ვი­მუ­შა­ვე, ყვე­ლას ვინც მხვდე­ბო­და და გა­მარ­ჯო­ბის მა­გივ­რად მე­კი­თხე­ბო­და: "ხომ არ თხოვ­დე­ბი?" კი, მალე-მეთ­ქი ვპა­სუ­ხობ­დი. ერთხე­ლაც ასე ერთ ჩემს მე­ზო­ბელს ვუ­პა­სუ­ხე, ის კი მა­მა­ჩემ­თან მი­სუ­ლა და მი­უ­ლო­ცავს, შენ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა მი­თხრა, ვთხოვ­დე­ბი და გი­ლო­ცა­ვო! იმა­ვე სა­ღა­მოს მა­მა­ჩე­მი წყე­ნით მი­თხრა, არ გცხვე­ნია, თუ გა­თხო­ვე­ბას აპი­რებ, ამას მე­ზობ­ლე­ბის­გან უნდა ვი­გებ­დეო?! მერე ჩა­მე­ძია, შენი რჩე­უ­ლი გაგ­ვა­ცა­ნი - სახ­ლში მო­იყ­ვა­ნეო. მა­შინ­ვე და­ვე­თან­ხმე, კარ­გი, ახლა მივ­ლი­ნე­ბა­შია, რომ ჩა­მო­ვა, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და მო­ვიყ­ვან-მეთ­ქი. ერთხე­ლაც მა­მამ მი­თხრა, რა­ღაც ძა­ლი­ან გა­უგ­რძელ­და შენს ბიჭს მივ­ლი­ნე­ბა, აღარ უნდა გაგ­ვაც­ნოო?!

ახა­ლი წელი ახ­ლოვ­დე­ბო­და და მეც მო­რი­გი ტყუ­ი­ლი და­ვაბ­რეხ­ვე, კი, ამ დღე­ებ­ში ჩა­მო­ვა და სახ­ლში მო­ვიყ­ვან-მეთ­ქი... მოკ­ლედ, იმ ახალ წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ბოლო წუ­თებ­ში შე­იც­ვა­ლა. ჩვენს ერთ-ერთ მე­გო­ბარს მამა და­ე­ღუ­პა, სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა არც ერთს არ გვქონ­და და გა­დავ­წყვი­ტეთ, ყვე­ლა­ნი სახ­ლში შევ­ხვედ­რო­დით ამ დღე­სას­წა­ულს. იმ წელ­საც ჩემს ოჯახ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად 12 სა­ა­თის მერე სტუმ­რე­ბი მო­ვიდ­ნენ. მიყ­ვნენ-მოყ­ვნენ და ისევ ჩემს გა­თხო­ვე­ბა-არ­გა­თხო­ვე­ბა­ზე ჩა­მო­ვარ­და ლა­პა­რა­კი. მამა მო­მიბ­რუნ­და, ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­დის უნდა გაგ­ვაც­ნო შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიო? ძა­ლი­ან მალე-მეთ­ქი, ვთქვი და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვე­დი. სწო­რედ ამ დროს კარ­ზე ზარი გა­ის­მა, გა­ვა­ღე და იქ უზარ­მა­ზა­რი თა­ი­გუ­ლი­თა და 2 შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლით ხელ­ში უცხო მა­მა­კა­ცი დამ­ხვდა. სა­ხე­ზე დაბ­ნე­უ­ლო­ბა ეტყო­ბო­და, უკაც­რა­ვად, სა­დარ­ბა­ზო შე­მე­შა­ლაო მი­თხრა და მიბ­რუნ­და. მერე შე­მოტ­რი­ალ­და, გა­მი­ცი­ნა, მო­მი­ბო­დი­შა და ახა­ლი წელი მო­მი­ლო­ცა. მეც მი­ვუ­ლო­ცე და გა­ვი­ღი­მე. უც­ბად ერთი შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და და გა­ტყდა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბედის ირონია ქართულად - ''ახალი წლის ღამეს ბედი საკუთარი ფეხით მომადგა კარზე''...

ბედის ირონია ქართულად - ''ახალი წლის ღამეს ბედი საკუთარი ფეხით მომადგა კარზე''...

ამ ქალბატონის ისტორია ''ბედის ირონიის'' სიუჟეტს მოგაგონებთ. ალბათ ბევრი მას ამ კინოფილმთან გააიგივებს, თუმცა ამ შემთხვევაში არც კამერა იყო სადმე და არც რეჟისორის ხმა ისმოდა. ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში, რამდენიმე წლის წინ, ახალი წლის ღამეს მოხდა....

- მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში როგორაა, როგორც კი 20 წელს გადაცილდები, ნათესავ-მეგობრები, მეზობლები ერთსა და იმავე კითხვას გისვამენ: ''არ თხოვდები?!'' გაღიზიანება და ნერვების მოშლა თავისთავად, მაგრამ მგონი, ამაზე უტაქტო შეკითხვა საერთოდ არ არსებობს!.. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, ყველამ გადაწყვიტა, რომ ჩემი გათხოვების დრო დადგა. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მყავდა თაყვანისმცემლები, მაგრამ მათ შორის ისეთი არავინ ყოფილა, რომ მასზე გათხოვება გადამეწყვიტა.

- თქვენს რჩეულს რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა?

- არ იფიქროთ, რომ ფულსა და სიმდიდრეზე ვიყავი დაგეშილი და ამის მიხედვით ვირჩევდი ვინმეს, ან ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავს ვეძებდი, უბრალოდ, არც ერთი მათგანი არ მომწონდა ისე, რომ ჩემი ქმარი გამხდარიყო. 3 წლით უფროსი და მყავს, რომელმაც ოჯახი 21 წლის ასაკში შექმნა და ქმართან გადავიდა საცხოვრებლად. ჩემი გათხოვების საკითხით ყველაზე ნაკლებად ჩემი მშობლები იყვნენ დაინტერესებულები, რადგან არ უნდოდათ მარტო დარჩენილიყვნენ, მაგრამ ერთხელაც ახალ წელს მამამ ასეთი სადღეგრძელო დალია: ''იმედი მაქვს, წელს ჩვენი უმცროსი ქალიშვილიც თავის რჩეულს იპოვის და გაბედნიერდებაო''. შეიძლება ამ სიტყვებში ცუდი არაფერია, მაგრამ გულზე ისე მომხვდა, საახალწლო სუფრაზე ლამის ცრემლები გადმოვყარე. მერე მამაჩემს ჩემმა სიძემ აუბა მხარი, მერე ბიძაჩემმა, მისმა მეგობარებმა და ასე საერთო იერიში მოიტანეს ჩემზე.

- დარწმუნებული ვარ, რომლიმე მათგანი ქორწილში თამადის ადგილსაც ''დაჯავშნიდა''...

- მართლაც ასე იყო. მამაჩემის ერთი ძმაკაცი ამბობდა, შენი დის ქორწილში მე ვითამადე და სანამ სმა ჯერ კიდევ შემიძლია, დროზე გათხოვდი, რომ შენს ქორწილშიც თამადა მე ვიყოო... მოკლედ, შემაღონეს (იცინის)! ამის შემდეგ, ახალი ტაქტიკა შევიმუშავე, ყველას ვინც მხვდებოდა და გამარჯობის მაგივრად მეკითხებოდა: ''ხომ არ თხოვდები?'' კი, მალე-მეთქი ვპასუხობდი. ერთხელაც ასე ერთ ჩემს მეზობელს ვუპასუხე, ის კი მამაჩემთან მისულა და მიულოცავს, შენმა ქალიშვილმა მითხრა, ვთხოვდები და გილოცავო! იმავე საღამოს მამაჩემი წყენით მითხრა, არ გცხვენია, თუ გათხოვებას აპირებ, ამას მეზობლებისგან უნდა ვიგებდეო?! მერე ჩამეძია, შენი რჩეული გაგვაცანი - სახლში მოიყვანეო. მაშინვე დავეთანხმე, კარგი, ახლა მივლინებაშია, რომ ჩამოვა, დაველაპარაკები და მოვიყვან-მეთქი. ერთხელაც მამამ მითხრა, რაღაც ძალიან გაუგრძელდა შენს ბიჭს მივლინება, აღარ უნდა გაგვაცნოო?!

ახალი წელი ახლოვდებოდა და მეც მორიგი ტყუილი დავაბრეხვე, კი, ამ დღეებში ჩამოვა და სახლში მოვიყვან-მეთქი... მოკლედ, იმ ახალ წელს მეგობრებთან ერთად რესტორანში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ყველაფერი ბოლო წუთებში შეიცვალა. ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს მამა დაეღუპა, საზეიმო განწყობა არც ერთს არ გვქონდა და გადავწყვიტეთ, ყველანი სახლში შევხვედროდით ამ დღესასწაულს. იმ წელსაც ჩემს ოჯახში ტრადიციულად 12 საათის მერე სტუმრები მოვიდნენ. მიყვნენ-მოყვნენ და ისევ ჩემს გათხოვება-არგათხოვებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. მამა მომიბრუნდა, ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა გაგვაცნო შენი შეყვარებულიო? ძალიან მალე-მეთქი, ვთქვი და სამზარეულოში გავედი. სწორედ ამ დროს კარზე ზარი გაისმა, გავაღე და იქ უზარმაზარი თაიგულითა და 2 შამპანურის ბოთლით ხელში უცხო მამაკაცი დამხვდა. სახეზე დაბნეულობა ეტყობოდა, უკაცრავად, სადარბაზო შემეშალაო მითხრა და მიბრუნდა. მერე შემოტრიალდა, გამიცინა, მომიბოდიშა და ახალი წელი მომილოცა. მეც მივულოცე და გავიღიმე. უცბად ერთი შამპანურის ბოთლი ხელიდან გაუვარდა და გატყდა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს