სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო ვიზის ლიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გაგრძელებას ელოდება
საქართველო ვიზის ლიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გაგრძელებას ელოდება

2015 წელს სა­ქარ­თვე­ლო ვი­ზის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­სა და ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბას ელო­დე­ბა.

კერ­ძოდ, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნია, აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მიტ­ზე, რო­მე­ლიც რი­გა­ში 2015 წლის 21-22 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო და­ას­რუ­ლებს ვი­ზის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მე­ო­რე ფა­ზას და ევ­რო­კო­მი­სი­ის მხრი­დან და­დე­ბით შე­ფა­სე­ბას მი­ი­ღებს.

ასე­ვე, 2015 წელს გაგ­რძელ­დე­ბა ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ფი­კა­ცი­ის ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ეროვ­ნულ პარ­ლა­მენ­ტებ­ში. დღე­ის­თვის დო­კუ­მენ­ტი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აქვს ევ­რო­კავ­ში­რის 11 ქვე­ყა­ნას - ხორ­ვა­ტია, რუ­მი­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, ლიტ­ვა, ლატ­ვია, მალ­ტა, სლო­ვა­კე­თი, ეს­ტო­ნე­თი, უნ­გრე­თი, შვე­დე­თი და და­ნია. დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­კა­ცია უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­ქარ­თვე­ლომ და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2010 წლის ივ­ლის­ში და­ი­წყო, ხოლო ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის (DCFTA) კომ­პო­ნენტზე - 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში. შე­თან­ხმე­ბას მიმ­დი­ნა­რე წლის 27 ივ­ნისს, ბრი­უ­სელ­ში მო­ე­წე­რა ხელი. დო­კუ­მენ­ტის სრუ­ლად იმპლე­მენ­ტა­ცი­ამ­დე სა­ჭი­როა მისი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ყვე­ლა ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის მიერ, მა­ნამ­დე კი შე­თან­ხმე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი 2014 წლის 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან დრო­ე­ბით ამოქ­მედ­და. კერ­ძოდ, ძა­ლა­ში შე­ვი­და დო­კუ­მენ­ტის 80%, მათ შო­რის, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის სივ­რცის (DCFTA) კომ­პო­ნენ­ტი. DCFTA ით­ვა­ლის­წი­ნებს ქარ­თუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და ინ­დუსტრი­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის თა­ვი­სუ­ფალ გან­თავ­სე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე და ასე­ვე, ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე უვ­ნე­ბე­ლი და უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბას. შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის თით­ქმის ყვე­ლა პრო­დუქ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე შეს­ვლი­სას სა­ბა­ჟო ტა­რი­ფის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუმ­ცა გარ­კე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მა­ინც იარ­სე­ბებს. კერ­ძოდ, 28 და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი ევ­რო­კავ­შირ­ში იმ­პორ­ტი­სას უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დას, ამ გა­და­სა­ხა­დის ად­ვა­ლო­რუ­ლი (ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ფასი) კომ­პო­ნენ­ტის გა­რე­შე. ამას­თან, ცალ­კე ჩა­მოთ­ვლი­ლია გა­ყალ­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­ქა­ნიზმს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც იმ­პორ­ტის ზღვრუ­ლი დო­ნეა და­წე­სე­ბუ­ლი. ასე­ვე, წლი­ურ უბა­ჟო სა­ტა­რი­ფო კვო­ტას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია ნი­ო­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვო­ტა 220 ტო­ნას შე­ად­გენს, რო­მელ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და მო­უ­წევს.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, იგი სა­ქარ­თვე­ლოს 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში გად­მო­ე­ცა. სა­ქარ­თვე­ლოს მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის წარ­მა­ტე­ბით აღ­სრუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ევ­რო­კავ­ში­რის სივ­რცე­ში (შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­ში) უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი იქ­ნე­ბა შე­მო­ღე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველო ვიზის ლიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გაგრძელებას ელოდება

საქართველო ვიზის ლიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გაგრძელებას ელოდება

2015 წელს საქართველო ვიზის ლიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის გაგრძელებას ელოდება.

კერძოდ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლების, ისე საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც რიგაში 2015 წლის 21-22 მაისს გაიმართება, საქართველო დაასრულებს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზას და ევროკომისიის მხრიდან დადებით შეფასებას მიიღებს.

ასევე, 2015 წელს გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების რატიფიფიკაციის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ პარლამენტებში. დღეისთვის დოკუმენტი რატიფიცირებული აქვს ევროკავშირის 11 ქვეყანას - ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და დანია. დოკუმენტის რატიფიკაცია უკვე განახორციელეს საქართველომ და ევროპარლამენტმა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2010 წლის ივლისში დაიწყო, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტზე - 2011 წლის დეკემბერში. შეთანხმებას მიმდინარე წლის 27 ივნისს, ბრიუსელში მოეწერა ხელი. დოკუმენტის სრულად იმპლემენტაციამდე საჭიროა მისი რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტის მიერ, მანამდე კი შეთანხმების უდიდესი ნაწილი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან დროებით ამოქმედდა. კერძოდ, ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი. DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ღირებულებასთან შესაბამისობა, გამოცხადებული ფასი) კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული. ასევე, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცის სამოქმედო გეგმას, იგი საქართველოს 2013 წლის თებერვალში გადმოეცა. საქართველოს მიერ აღნიშნული გეგმის წარმატებით აღსრულების შემთხვევაში, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირის სივრცეში (შენგენის ქვეყნებში) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება შემოღებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა