ნარჩენების მართვის მიმართულებით გამკაცრებული სანქციები ძალაში ახალი წლიდან შედის. ამ მხრივ პასუხისმგებლობა მკაცრდება როგორც ფიზიკური პირების, ასევე საწარმო სუბიექტების მიმართ. გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, მაქსიმალური კი - 5.000 ლარი იქნება.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული "ნარჩენების მართვის კოდექსი" 15 იანვრიდან ამოქმედდება. ახალი კანონის მიზანია, ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას და მათ უსაფრთხო განთავსებას.
კანონით მეწარმეებს თავიანთი ნარჩენების მეორადი გადამუშავების ვალდებულება უჩნდებათ. ახალი კოდექსის ფარგლებში იგეგმება ევროპული სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელების მოწყობაც.
"ნარჩენების მართვის კოდექსი" ევროდირექტივების გათვალისწინებით მომზადდა.