მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება
გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება

2015 წლი­დან გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ეტი­კე­ტი­რე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. 2015 წლის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან ძა­ლა­ში შე­დის პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი "სურ­სა­თად/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბად გან­კუთ­ვნი­ლი გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა და მათ­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ეტი­კე­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ", რო­მე­ლიც ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – მრეწ­ვე­ლე­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზად­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის ეტი­კე­ტის მარ­ცხე­ნა ზედა კუ­თხე­ში, წრი­ულ ფორ­მა­ში უნდა გან­თავ­სდეს წარ­წე­რა "გმო", ხოლო გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ეტი­კე­ტის მარ­ცხე­ნა ზედა კუ­თხე­ში წრი­ულ ფორ­მა­ში წარ­წე­რა "გმ". აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­წე­რე­ბი იმ­დე­ნად თვალ­სა­ჩი­ნო, ად­ვი­ლად აღ­ქმა­დი და მკვეთ­რად გა­მო­სა­ხუ­ლი უნდა იყოს, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა მისი ად­ვი­ლად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შეს­ძლოს. გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტის ეტი­კე­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნუ­ლი უნდა იყოს ინ­გრე­დი­ენ­ტის სა­ხე­ლიც.

შე­სა­ბა­მი­სად, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი ხდე­ბი­ან, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბი­სას ეტი­კე­ტი­რე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ.

კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ეტი­კე­ტი­რე­ბის მო­თხოვ­ნა­თა შე­უ­სა­ბა­მო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­უ­სა­ბა­მო­ბა აღ­კვე­თოს და სა­ვაჭ­რო ქსე­ლი­დან არა­ე­ტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ამო­ი­ღოს. შე­უ­სა­ბა­მო­ბის გა­მო­უს­წო­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი გა­ნად­გუ­რე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

ეტი­კე­ტი­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და­წეს­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი - ეტი­კე­ტის შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფოს კონ­ტროლს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, იმ­პორ­ტი­სას – ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო.

ასე­ვე გა­ნი­სა­ზღვრა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვის შემ­თხე­ვე­ვა­ში. კერ­ძოდ, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა და გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ეტი­კე­ტი­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის და­ჯა­რი­მე­ბას 5-ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით, იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 10-ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება

გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება

2015 წლიდან გენმოდიფიცირებული პროდუქტები სავალდებულო ეტიკეტირებას დაექვემდებარება. 2015 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ", რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნება – მრეწველების" ინიციატივით მომზადდა.

აღნიშნული კანონის მიხედვით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში უნდა განთავსდეს წარწერა "გმო", ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში წრიულ ფორმაში წარწერა "გმ". აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა მისი ადვილად იდენტიფიცირება შესძლოს. გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის შემცველი პროდუქტის ეტიკეტირებისას აღნიშნული უნდა იყოს ინგრედიენტის სახელიც.

შესაბამისად, ბიზნესოპერატორები ვალდებულნი ხდებიან, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას ეტიკეტირების აღნიშნული ნორმები დააკმაყოფილონ.

კანონის მიხედვით, ეტიკეტირების მოთხოვნათა შეუსაბამობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებული იქნება, შეუსაბამობა აღკვეთოს და სავაჭრო ქსელიდან არაეტიკეტირებული გენმოდიფიცირებული პროდუქტი ამოიღოს. შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი, გენმოდიფიცირებული პროდუქტი განადგურებას დაექვემდებარება.

ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულებაზე დაწესდება სახელმწიფო კონტროლი - ეტიკეტის შეუსაბამობაზე სახელმწიფოს კონტროლს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს, იმპორტისას – ფინანსთა სამინისტრო.

ასევე განისაზღვრა პასუხისმგებლობის საკითხი მოთხოვნათა დარღვევის შემთხევევაში. კერძოდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5-ათასი ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10-ათასი ლარის ოდენობით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია