საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2014 მიიწურა - ხალხის თვალით დანახული კახეთის რეგიონი
2014 მიიწურა - ხალხის თვალით დანახული კახეთის რეგიონი

რო­გო­რია ხალ­ხის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი 2014 წელი? - რა­დიო "ჰე­რეთ­მა" გა­სუ­ლი წელი რი­გით ადა­მი­ა­ნებს შე­ა­ჯა­მე­ბი­ნა.

"ყვე­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ ბანკზე. ახლა მე თვი­თო­ნაც 3 000 ლარი გა­მო­მაქვს. გლეხ­მა ვერ ამო­ი­სუნ­თქა. სი­მინ­დის მო­სა­ვა­ლი არ მო­ვი­და და გლეხ­მა რა უნდა გა­ა­კე­თოს? სი­მინდს მოჰ­ყავს და­ნარ­ჩე­ნი ჩვე­ნი მო­სა­ვა­ლიც - ღორს ზრდის, ქა­თამს, ცოტა შე­ღა­ვა­თია და გავ­დი­ვართ იო­ლად. წელს არ იყო მო­სა­ვა­ლი" - ამ­ბობს ერთ-ერთი რეს­პო­დენ­ტი, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­შიც კი ბან­კში სესხს აფორ­მებ­და.

სიღ­ნაღ­ში მცხოვ­რე­ბი გუ­რამ ნო­ნი­კაშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი და­პი­რე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში პენ­სი­ე­ბი 220 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბო­და, არ შეს­რულ­და:

"რა­საც შეჰ­პირ­დნენ ხალ­ხს, არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. თვი­თონ ამ­დე­ნი პრე­მი­ე­ბი და­ი­მა­ტეს, ხალ­ხს - 150 ლარ­ზე 10 ლარი და, ისიც, მო­მა­ვალ სექ­ტემ­ბრამ­დე ან იცო­ცხლე­ბენ, ან არა. ეს ხომ არ არის მარ­თა­ლი?"

არი­ან ისე­თე­ბიც, ვის­თვი­საც 2014 წელი კარ­გი იყო:

"ძა­ლი­ან არ მი­ჭირს, მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ მთავ­რო­ბის".

"მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ ყვე­ლაფ­რით. 70 წლის კაცი ვარ და მშვი­დო­ბა იყოს, სხვა არა­ფე­რი აღარ მინ­და".

იხი­ლეთ ვრცლად

რა­დიო "ჰე­რე­თი"

რუბრიკის სხვა სიახლეები

2014 მიიწურა - ხალხის თვალით დანახული კახეთის რეგიონი

2014 მიიწურა - ხალხის თვალით დანახული კახეთის რეგიონი

როგორია ხალხის თვალით დანახული 2014 წელი? - რადიო "ჰერეთმა" გასული წელი რიგით ადამიანებს შეაჯამებინა.

"ყველა დამოკიდებული ვართ ბანკზე. ახლა მე თვითონაც 3 000 ლარი გამომაქვს. გლეხმა ვერ ამოისუნთქა. სიმინდის მოსავალი არ მოვიდა და გლეხმა რა უნდა გააკეთოს? სიმინდს მოჰყავს დანარჩენი ჩვენი მოსავალიც - ღორს ზრდის, ქათამს, ცოტა შეღავათია და გავდივართ იოლად. წელს არ იყო მოსავალი" - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი, რომელიც წინასაახალწლო დღეებშიც კი ბანკში სესხს აფორმებდა.

სიღნაღში მცხოვრები გურამ ნონიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარი დაპირება, რომ ქვეყანაში პენსიები 220 ლარამდე გაიზრდებოდა, არ შესრულდა:

"რასაც შეჰპირდნენ ხალხს, არაფერი არ გაუკეთებიათ. თვითონ ამდენი პრემიები დაიმატეს, ხალხს - 150 ლარზე 10 ლარი და, ისიც, მომავალ სექტემბრამდე ან იცოცხლებენ, ან არა. ეს ხომ არ არის მართალი?"

არიან ისეთებიც, ვისთვისაც 2014 წელი კარგი იყო:

"ძალიან არ მიჭირს, მაინც კმაყოფილი ვარ ამ მთავრობის".

"მე კმაყოფილი ვარ ყველაფრით. 70 წლის კაცი ვარ და მშვიდობა იყოს, სხვა არაფერი აღარ მინდა".

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა