რითი ამაყობენ სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები 2014 წელს?

რითი ამაყობენ სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები 2014 წელს?

2014 წლის შეფასებას რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრით იწყებენ.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე 2014 წელს ნაყოფიერ წლად აფასებს და მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად რეგიონში 600-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მიიჩნევს. (ამ 600 პროექტში სახელმწიფო რწმუნებული გულისხმობს "სოფლის მხარდაჭერის პროექტის" ფარგლებში განხორციელებულ 396, რეგონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ 40 და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ 164 პროექტს).

"ეს პროექტები ყველა გამართულია და ექსპლუატაციაშია შესული. რეგიონში პრობლემები რა თქმა უნდა კიდევ არის, სწორედ ამიტომ არის რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა, რომ ეს პრობლემები წლების განმავლობაში ეტაპობრივად აღმოიფხვრას", - ამბობს გუბერნატორი.

ახალციხის მერის მოადგილე, ზაზა თამარაშვილი რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ახალციხის თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბებას ასახელებს: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული მერი. ასევე დადებითი მომენტია ის, რომ მერია დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით".

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე ფიქრობს, რომ 2014 წელს რეგიონისთვისაც და ქვეყნისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება იყო. "ამ ფაქტმა ჩვენს მუნიციპალიტეტშიც ბევრი სასიკეთო ძვრა უნდა მოგვიტანოს", - ამბობს გურამ მელიქიძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა