"მამა ილია ბოლო წუთამდე კაპიტნის გვერდით იდგა და ლოცულობდა"

"მამა ილია ბოლო წუთამდე კაპიტნის გვერდით იდგა და ლოცულობდა"

ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარატამენტის ხელმძღვანელის გოგა ტაბატაძის ინფორმაციით, "ნორმან ატლანტიკის" გადარჩენილი ქართველი მგზავრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც გოგა ტაბატაძემ საგარეო უწყებაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართველები ქალაქ ბარში იმყოფებიან და მათთან ერთად არის იტალიაში საქართველოს კონსული ვახტანგ ანდღულაძე.

ტაბატაძის ინფორმაციით, გუშინ, საქართველოს საელჩოსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ადრიატიკის ზღვაში იპოვეს ცხედარი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო გემზე აიყვანეს. აღნიშნული გემიდან ფოტოსურათი გადმოაგზავნეს. ფოტოს მეშვეობით მრევლმა გარდაცვლილი სასულიერო პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

"თუ საბოლოოდ დადასტურდება, რომ გარდაცვლილი არის მამა ილია, სამწუხარო ფაქტი იქნება და სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად განხორციელდეს ის პროცედურები, რომელიც საქართველოში მისი გადმოსვენებისთვის აუცილებელი იქნება. ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოს მეშვეობით მოხდა მისი იდენტიფიცირება", - განაცხადა გუშინ გიორგი ტაბატაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ოჯახის ახლობლებს უთხრეს, მამა ილია ბოლო წუთამდე კაპიტნის გვერდით იდგა და ლოცულობდა

ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკს" ხანძარი კვირას გაუჩნდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი. ბორანზე სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

"ინტერპრესნიუსი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ