Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე სუსტი რგოლი
ირაკლი ალასანია - პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე სუსტი რგოლი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არის ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე სუს­ტი რგო­ლი, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში", ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. "ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა სა­ხე­ზეა. ეს არის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას მე ვუ­კავ­ში­რებ იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ არის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სწო­რი სის­ტე­მა და, პრაქ­ტი­კუ­ლად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არის ყვე­ლა­ზე სუს­ტი რგო­ლი ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ის ვერ იღებს ად­გილ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი იქ­ნე­ბა თუ სხვა უწყე­ბა, ვერც აკე­თებს დე­ლე­გი­რე­ბას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე უწყე­ბებ­ში არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის მცდე­ლო­ბა, იმი­ტომ, რომ რო­დე­საც შენ ვერ წყვეტ სა­კითხს, თავ­სმოხ­ვე­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არ გინ­და ხელი მო­ა­წე­რო. სწო­რედ ამი­ტომ იჭი­მე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ეკო­ნო­მი­კურ და ბიზ­ნეს­სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ვეს­ტორს არ უქ­მნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდას. არის პო­რაქ­ტი­კუ­ლად სტაგ­ნა­ცია, გა­ჩე­რე­ბუ­ლია პრო­ცე­სე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, პრე­მი­ერს სურ­ვი­ლიც კი არ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღოს. "ეს არის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა. ერთი- ორი მი­ნის­ტრის შეც­ვლა არა­ფერს შეც­ვლის. თვი­თონ პრე­მი­ე­რია უუ­ნა­რო და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლიც კი არ აქვს. ეს არის უბე­დუ­რე­ბა. ეს არის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ირაკლი ალასანია - პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე სუსტი რგოლი

ირაკლი ალასანია - პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე სუსტი რგოლი

პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე სუსტი რგოლი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში", ქვეყნის ხელისუფლების მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

მისი აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ეკონომიკური მდგომარეობაა. "ყველაზე დიდი პრობლემა სახეზეა. ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა. ინვესტიციების შემცირებას მე ვუკავშირებ იმას, რომ ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილებების მიღების სწორი სისტემა და, პრაქტიკულად, პრემიერ-მინისტრი არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს ხელისუფლებაში. ის ვერ იღებს ადგილზე გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ეკონომიკური გუნდი იქნება თუ სხვა უწყება, ვერც აკეთებს დელეგირებას გადაწყვეტილების. აქედან გამომდინარე უწყებებში არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა, იმიტომ, რომ როდესაც შენ ვერ წყვეტ საკითხს, თავსმოხვეულ გადაწყვეტილებაზე არ გინდა ხელი მოაწერო. სწორედ ამიტომ იჭიმება გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ეკონომიკურ და ბიზნესსაკითხებთან დაკავშირებული, რაც ბუნებრივია, ინვესტორს არ უქმნის სტაბილურობის განცდას. არის პორაქტიკულად სტაგნაცია, გაჩერებულია პროცესები", - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, პრემიერს სურვილიც კი არ აქვს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს. "ეს არის სისტემური პრობლემა. ერთი- ორი მინისტრის შეცვლა არაფერს შეცვლის. თვითონ პრემიერია უუნარო და გადაწყვეტილების მიღების სურვილიც კი არ აქვს. ეს არის უბედურება. ეს არის პრობლემა, რომელიც გამოსასწორებელია", - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა